საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა  საბჭოს

დადგენილება №105

1991 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კუთვნილი თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსი.

საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ორი კვირის ვადაში გადაწყვიტოს პედაგოგთა, აღმზრდელთა და ოსტატთა შრომითი მოწყობის საკითხები.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე