,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2005 წლის 29 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
300.280.020.16.009.008.648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.008.648

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №19

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2005 წლის 29 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომართვის (წერილი №14/198, 11.05.06 წ.), ასევე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს:

მუხლი 1.

,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ 2005 წლის 29 ნოემბრის №26 დადგენილებაში (სსმ III, 09.12.2005 წ., №143) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 ოქტომბრამდე.“

2. დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. დადგენილება არ ვრცელდება შემდეგ ქალაქებზე და რაიონულ ცენტრებზე, წარმოდგენილი რიგითობით და ვადების გათვალისწინებით:

ა) ქ. თელავი, ქ. გურჯაანი – 2006 წლის 1 ივლისიდან;

ბ) ქ. საგარეჯო, ახმეტა – 2006 წლის 1 აგვისტოდან;

გ) ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო – 2006 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე         გ. თავაძე