შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №92
2025 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405191135) ლიკვიდატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 აპრილს შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.
2. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge).
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი ნათელა თურნავა