საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017562
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №33

2025 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 მარტის №94 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №2);

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №3);

დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი№4);

ე) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5);

ვ) გაუქმებული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №6).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №1

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმების წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების პირობებსა და პროცედურებს.

2. სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოება, გამოყენება, აღრიცხვა-ანგარიშგება და მათი გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2

სააგენტოს მიერ გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის სანებართვო და წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის ფორმები.

მუხლი 3

1. სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს (შემდგომ − პასუხისმგებელი პირი), რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის (შემდგომ − ჟურნალი) წარმოებას.

2. ამ წესით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები პასუხისმგებელ პირს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ წესით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოდან მიღებული შეფუთული და დალუქული ფორმების შეკვრა გულდასმით მოწმდება და იხსნება პასუხისმგებელი პირის მიერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლუქის მთლიანობის დარღვევის ან არამართლზომიერი ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს სათანადო აქტი.

5. შეფუთული და დალუქული ფორმების შეკვრის გახსნის შემდეგ მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ფორმების რაოდენობა, ნუმერაცია და მათი შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ რაოდენობასა და ნუმერაციასთან. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია დარღვეულია ან/და არასწორია, რაც, გამოიხატა მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ფორმების) ნაკლებობაში ან მეტობაში, ასევე, თუ შეკვრაში არის ერთი ან მეტი წუნდებული ან/და უხარისხოდ დამზადებული ფორმა, პასუხისმგებელი პირის მიერ დგება სათანადო აქტი.

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს პასუხისმგებელი პირი გასცემს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე დღისა აღრიცხავს ჟურნალში.

7. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 4

1. ჟურნალის ფურცლები ინომრება და გვერდების ჯამური რაოდენობა იწერება ჟურნალის ყდის შიდა გვერდზე. ჟურნალი მოწმდება სააგენტოს უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.

2. ყოველი სახეობის მკაცრი აღრიცხვის ფორმა აღირიცხება ცალ-ცალკე ჟურნალში.

3. ჟურნალში ჩანაწერის წაშლა ან/და მისი ჩასწორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება, ისე რომ ნათლად ჩანდეს წინარე ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

მუხლი 5

1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველია:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომა;

ბ) ფიზიკური დაზიანება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ ჩამოწერის აქტით (შემდგომ – ჩამოწერის აქტი). გამოსაყენებლად უვარგისი ან/და დაკარგული მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი მიეთითება ჩამოწერის აქტში.

3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6

1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის ან წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მფლობელზე გაცემული სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამისი სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და ახორციელებს მის რეგისტრაციას ჟურნალში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემისას ჟურნალში მიეთითება აღნიშვნა – „დუბლიკატი“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაცემულ სანებართვო/სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

მუხლი 7

1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზია უქმდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. გაუქმებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტით.

3. გაუქმებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვისა და წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.



📎 დანართები (1)
33 danarti.doc

დანართი №2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის სალიცენზიო მოწმობის (შემდგომ − მოწმობის) ფორმა წარმოადგენს 100-გრამიანი ოფსეტის ქაღალდის გამოყენებით, ოფსეტური ორმხრივი დაფერვით ბეჭდვით შესრულებულ, ყვითელი ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ემბლემა, წარწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სსიპ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“, მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ლიცენზიის მფლობელის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი. მოწმობის უკანა გვერდზე მარცხენა კუთხეში დაიტანება მოწმობის დამკვეთისა და დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრი).

3. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია მანათობელი საღებავით, რომელიც გამოყენებულია ნუმერაციაში (ნათება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

ბ) მიკროშრიფტი;

გ) პენიტრირებული წყლის დამცავი ნიშანი (ბეჭდვა ოფსეტური წესით).

დანართი №3

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა და აღწერილობა



1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ გასაცემი პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა/ექსპორტის სანებართვო მოწმობის (შემდგომ – მოწმობის) ფორმა წარმოადგენს 100-გრამიანი ოფსეტის ქაღალდის გამოყენებით, ოფსეტური ორმხრივი დაფერვით ბეჭდვით შესრულებულ, თეთრი ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია ემბლემა, წარწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სსიპ – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“, მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ნებართვის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: მოწმობის ნომერი, ნებართვის გაცემის თარიღი, ნებართვის მფლობელის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ნებართვის მფლობელის მისამართი, ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი. მოწმობის უკანა გვერდზე მარცხენა კუთხეში დაიტანება მოწმობის დამკვეთისა და დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, სააგენტოს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრი).

3. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია მანათობელი საღებავით, რომელიც გამოყენებულია ნუმერაციაში (ნათება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

ბ) მიკროშრიფტი;

გ) პენიტრირებული წყლის დამცავი ნიშანი (ბეჭდვა ოფსეტური წესით).


ჟურნალში აღრიცხვის თარიღი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომრების დიაპაზონი ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მიმღები
გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გაცემის თარიღი სახელი და გვარი თანამდებობა ხელმოწერა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
                     
                     
                     
                     
                     
                     

დანართი №4

სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

გაცემის თარიღი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების ვადა სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის გამცემი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მიმღები
გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო კოდი პირადი ნომერი სახელი და გვარი ხელმოწერა
12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
                     
                     
                     
                     
                     
                     
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი), დაკარგული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი გვარი სახელი თანამდებობა
24 25 26 27 28 29 30
             


დანართი №5

სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტი №

ქ. თბილისი                                                                                „ ____“   „ ________“ ____ წ.

წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი

სალიცენზიო/სანებართვო მოწმობები:

სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დასახელება რაოდენობა მოწმობის ნომერი ჩამოწერის საფუძველი

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

______________________________

მოწმობის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი

______________________________

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი


დანართი №6

გაუქმებული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ჩამოწერის

აქტი №

„_____“ _______________ 20__ წ. ქ. თბილისი

წინამდებარე აქტით ჩამოწერილია შემდეგი გაუქმებული ლიცენზიის მოწმობები:

ჩამოსაწერი ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის რაოდენობა ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ნომერი ჩამოწერის საფუძველი

აქტის მიხედვით წარმოდგენილი ლიცენზიის/ნებართვის მოწმობების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

____________________________________________

მოწმობების შენახვაზე, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი

____________________________________________

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი