“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.008.724
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №152/ნ
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ III, №21, 2006 წ., მუხ. 257) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ პროგრამას (დანართი 1) დაემატოს მუხლი 201 შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201. შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
1. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები (მათ შორის, უსინათლოთა), სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები) შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფი შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული შშმ პირთა დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებზე განაწილების მიზნით, მოქალაქეთა მიერ დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიის საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება ამ მუხლით და მისი შექმნის შესახებ სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების მიღების მიზნით მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა განცხადებით (დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის ადგილსამყოფელის მისამართის ზუსტი მითითებით) უნდა მიმართოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა.ა.) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ბ.) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის (შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის მითითებით) ასლი;
ა.გ.) ფორმა №27 (სადაც მითითებული იქნება სავარძელ-ეტლის საჭიროება), რომელიც გაცემული იქნება განცხადების შემოტანამდე არა უგვიანეს ერთი წლის ვადით.
ბ) ხელჯოხის (მათ შორის, უსინათლოთა) ან ყავარჯნის (მათ შორის, ხელჯოხ-ყავარჯენი) მოთხოვნის შემთხვევაში:
ბ.ა.) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ბ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური კატეგორიის (დევნილი, სამხედრო ძალების ვეტერანი, შშმ პირი და ა.შ.) დამადასტურებელი საბუთის ასლი;
გ) სმენის აპარატის და კოხლეარული იმპლანტის მოთხოვნის შემთხვევაში:
გ.ა.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ.ბ.) სამედიცინო დაწესებულების მიერ განცხადების შემოტანამდე არა უგვიანეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევსებული ფორმა №27 (სადაც მითითებული იქნება სმენის აპარატის ან კოხლეარული იმპლანტის საჭიროება).
გ.გ.) აუდიოგრამა, რომელიც გაცემული უნდა იყოს განცხადების შემოტანამდე არა უგვიანეს ერთი წლის ვადით.
5. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნულის შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე, მიუთითებს დამხმარე საშუალებების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტებს.
6. თუ განმცხადებელი სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს დამხმარე საშუალებების გამცემ ორგანიზაციას, გადაწყვეტილება ამ განმცხადებლის მიმართ ითვლება გაუქმებულად და მასზე გასაცემი დამხმარე საშუალება განაწილებულ იქნება სხვა ბენეფიციარზე. ეს წესი არ ვრცელდება სავარძელ-ეტლის მიღების მსურველ ბენეფიციარებზე, რომელთაც გაცემის უზრუნველმყოფი ორგანიზაცია მოემსახურება ბინაზე.
7. დამხმარე საშუალებების უკმარისობის შემთხვევაში მათი მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის პირები:
ა) I კატეგორია (პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა წრე):
ა.ა.)16 წლამდე ასაკის ბავშვები;
ა.ბ.)შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები, რომლებიც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გადამოწმებას არ ექვემდებარებიან.
ბ) II კატეგორია:
ბ.ა.) პირები, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვა უკავშირდება საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში ბრძოლისას მიღებულ ტრავმასა ან დაავადებას;
ბ.ბ.) დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირები.
გ) III კატეგორია:
პირები, რომელთა განცხადებებიც სხვა პირთა განცხადებებზე ადრეა შემოსული.
8. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
9. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების გაცემას უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია/ორგანიზაციები.“.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის“ პროგრამიდან (დანართი 2):
ბ.ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ბ.ბ) დაემატოს მუხლი 51 შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასების (განსაზღვრის) საერთაშორისო სტანდარტების (ICF) შესაბამისი სისტემის შემუშავების ქვეპროგრამა
1. აქტუალობა
დღესდღეობით, საქართველოში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისას ინდივიდის რეალური შესაძლებლობები, საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარი და გარემოს მასზე ზემოქმედების ფაქტორი გაუთვალისწინებელი რჩება, რის გამოც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ შეესაბამება ინდივიდის ფაქტობრივ მდგომარეობას. დღემდე არ არსებობს ავადობის, პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის, ეკოსოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების ამსახველი სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ერთიანი სისტემა; კლინიკური და სოციალური კრიტერიუმების ერთობლივი განხილვა უმეტესად მიუღწეველია. აქედან გამომდინარე, დგება აუცილებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ისეთი სისტემის შემუშავებისა, რომელიც უნიფიცირებული ენით გამოხატავს ინდივიდის ჯანმრთელობის (ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის) მდგომარეობასა და ფუნქციონირებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და რეკომენდებულია ფუნქციონირების, შესაძლებლობის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომლის საფუძველზე მოქმედი სისტემები წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებას, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფისა და თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული კლასიფიკაციის ქართულენოვანი რედაქციის გამოცემასა და მასზე გადასვლისათვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დამუშავებას.
2. მიზანი და ამოცანები
1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ფუნქციონირების, შესაძლებლობის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციაზე (ფსკ) დაფუძნებული სისტემის შემუშავება.
2. ქვეპროგრამის ამოცანებია:
ა) ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის, მისი კითხვარისა და თანამდევი მასალების ქართულენოვანი თარგმანის დარგობრივი და ენობრივი ექსპერტიზა;
ბ) ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის სრული ქართულენოვანი რედაქციის გამოცემა;
გ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დამყარებული შეფასების სისტემის დანერგვის ოპტიმალური სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების მეთოდოლოგიისა და ღონისძიებების შემუშავება.
3. ღონისძიებები და განხორციელების ვადები
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ა) საკოორდინაციო ჯგუფის დაკომპლექტება ქვეპროგრამის კოორდინატორის, კლინიკური და ტექნიკური ასისტენტების შემადგენლობით – 2006 წლის 5 ივნისამდე;
ბ) ექსპერტ-სპეციალისტების მოწვევა ფსკ-ის, მისი კითხვარისა და დამხმარე მასალების ქართულენოვანი თარგმანის დარგობრივი და ენობრივი ექსპერტიზისათვის – 2006 წლის 5 ივნისამდე;
გ) ფსკ-ის, მისი კითხვარისა და დამხმარე მასალების ქართულენოვანი თარგმანის დარგობრივი და ენობრივი ექსპერტიზა – 2006 წლის 1 სექტემბრამდე;
დ) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (შემდგომში ჯანმო) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის გამოცემისათვის აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესრულება:
დ.ა.) ინგლისური ენის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სპეციალისტის შერჩევა, ფსკ-ის საკვანძო ტერმინების უკუთარგმანის შესრულება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაგზავნა – 2006 წლის 1 აგვისტომდე;
დ.ბ.) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ელექტრონულ ფორმაში გადატანა და ჯანმოში გაგზავნა – 2006 წლის 1 სექტემბრამდე;
დ.გ.) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის ყდის საცდელი ნიმუშის დაბეჭდვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმება – 2006 წლის 1 სექტემბრამდე.
ე) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის გამომცემი ორგანიზაციის შერჩევა – 2006 წლის 1 ივლისამდე;
ვ) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის 300 ეგზემპლარის დაბეჭდვა – 2006 წლის 1 ოქტომბრამდე;
ვ.ა.) ფსკ-ის სრული ქართულენოვანი რედაქციის 10 ეგზემპლარის გაგზავნა ჯანმოში – 2006 წლის 10 ოქტომბრამდე;
ვ.ბ.) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის მიმღებ ორგანიზაციათა შერჩევა – 2006 წლის 1 ოქტომბრამდე;
ვ.გ.) ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულენოვანი რედაქციის გადაცემა წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციებზე – 2006 წლის 31 დეკემბრამდე;
ზ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დამყარებული შეფასების სისტემის შემოღების სცენარის, სამოქმედო გეგმისა და განხორციელების ინსტრუმენტების შემუშავება:
ზ.ა.) მულტისექტორული საექსპერტო ჯგუფის ფორმირება – 2006 წლის 15 ივლისამდე;
ზ.ბ.) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ალტერნატიული სცენარების თაობაზე ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება – 2006 წლის 15 ოქტომბრამდე;
ზ.გ.) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფე-როში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ალტერნატიული სცენარების განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან და ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება – 2006 წლის 25 ოქტომბრამდე;
ზ.დ.) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ოპტიმალური სცენარის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ბაზის, საინფორმაციო სისტემის, საგანმანათლებლო მასალებისა და მეთოდური რეკომენდაციების მომზადება – 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
4. დაფინანსება
ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებუ-ლია 80 000 ლარი.
| შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასების(განსაზღვრის) საერთაშორისო სტანდარტების (ICF) სესაბამისი სისტემის შემუშავების ქვეპროგრამა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| 1. საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები | 15 050 |
| 1.1 ქვეპროგრამის კოორდინატორის ხელფასი | 4 800 |
| 1.2 ქვეპროგრამის კლინიკური ასისტენტის ხელფასი | 3 850 |
| 1.3 ქვეპროგრამის ტექნიკური ასისტენტის ხელფასი | 2 900 |
| 1.4 კომპიუტერითა და ლაზერული პრინტერით უზრუნველყოფა | 1 500 |
| 1.5 ინტერნეტ და საკომუნიკაციო უზრუნველყოფა | 1 000 |
| 1.6 ქაღალდითა და სხვა სახარჯი მასალით უზრუნველყოფა | 1 000 |
| 2. ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის, მისი თანამდევი კითხვარისა და მასალების ქართულენოვანი თარგმანის დარგობრივი ექსპერტიზა | 11 750 |
| 2.1 დარგობრივი ექსპერტიზის ხარჯები | 6 000 |
| 2.2 ინგლისური ენის სპეციალისტის სამი თვის ხელფასი | 4 100 |
| 2.3 ქართული ენის სპეციალისტის სამი თვის ხელფასი | 1 650 |
| 3. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ფსკ-ის სრული ქართუ-ლენოვანი რედაქციის გამოცემისათვის აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესრულება | 2 000 |
| 3.1 ინგლისური ენის მეორე სპეციალისტის ერთი თვის ხელფასი | 1 370 |
| 3.2 საფოსტო და სხვა ხარჯები | 630 |
| 4. ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის სრული ვერსიის ქართულ ენაზე გამოცემა; | 8 000 |
| 5. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დამყარე-ბული შეფასების სისტემის შემოღების სცენარის, სამოქმედო გეგმისა და განხორციელების ინსტრუმენტების შემუშავება | 43 200 |
| 5.1 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ალტერნატიული სცენარების თაობაზე ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება | 9 000 |
| 5.2 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ოპტიმალური სცენარის განსახორციელებლად საჭირო საინფორმაციო სისტემის შემუშავება | 15 000 |
| 5.3 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემოღების ოპტიმალური სცენარის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება | 9 200 |
| 5.4 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში ფსკ-ზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შესახებ საგანმანათლებლო მასალებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება | 10 000 |
5. განხორციელებაში მონაწილე პირები
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“;
გ) მომსახურების მიმწოდებელი და/ან დაქირავებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
6. შეფასების კრიტერიუმები
ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მოცულობით და დადგენილ ვადაში განხორციელება.
7. მოსალოდნელი შედეგები
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის გამოყე-ნებით შემუშავდება შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების თანამედროვე კონცეფციებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და მოქნილი სისტემა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის არსებული სისტემიდან მასზე გადასვლის ღონისძიებათა გეგმა (განხორციელების მეთოდოლოგიის ჩათვლით).“.
გ) ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი 4):
გ.ა) 208-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა დაფინანსდება სრულად, ხოლო მოზრდილთა კარდიოქირურგიულ მკურნალობაში გათვალისწინებულ იქნება 25%-იანი თანაგადახდა, კერძოდ:
ა) ანგიოპლასტიკა – თანაგადახდა 25%;
ბ) აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია – თანაგადახდა 25%;
გ) გულის შეძენილი მანკების ოპერაცია – თანაგადახდა 25%.“.
გ.ბ) 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 149. ბიუჯეტი
ქ. თბილისში ანტირაბიული სამედიცინო დახმარების (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით) ბიუჯეტი შეადგენს 350.0 ათას ლარს.“ ;
დ) ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოში მცხოვრებ ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №9) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთი საწოლდღის ღირებულება განისაზღვროს 14.8 ლარით, ხოლო ერთი ავადმყოფის ამბულატორიული მიღება კი 1.5 ლარით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი