„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2025 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები:

  2025 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე

  5.111 თეთრი/კვტსთ

  ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1 იანვრამდე

  3.067 თეთრი/კვტსთ

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე