“მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2025 წლის 25 აპრილი ქ. დუშეთი |
შეტანილი იქნეს ცვლილება “მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 30/01/2024, 010250050.35.152.016510), კერძოდ:
ა) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „ჟინვალის წყალსაცავის, როგორც წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესის“ ა.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ა) ინერტული მასალის მოპოვება ჟინვალის წყალსაცავის ფუნქციონირების (მათ შორის, ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება) მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალურად შემუშავებული რეჟიმის და გეგმის შესაბამისად, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟინვალის წყალსაცავის წყლის დაბინძურების პრევენციული და ზედამხედველობითი ღონისძიებები;“; ა.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გრუნტში, მშრალ ხევებსა და წყალსაცავის შენაკადებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩათვლით;“; ა.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სდზ-ის მეორე სარტყელში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშნები;“; ა.დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მოხდეს ტერიტორიების საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგვისგან რეგულარულად დასუფთავება.“; ბ) დადგენილების №3 დანართის სახით დამტკიცებული „მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესის“ ბ.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „გ) გრუნტში და საინფილტრაციო აუზებში ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება (მათ შორის, სანიაღვრე წყლები), გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩათვლით;“ ბ.ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებსა და გრუნტში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება;“ ბ.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ფ) ინერტული მასალის მოპოვება, გარდა ნაპირდაცვისთვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა;“; ბ.დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. წყალსადინარების დაცვის ზოლში შენობა-ნაგებობების განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების დაცვით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული მშენებლობის პროექტისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;“ ბ.ე) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „4. დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროექტი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნდა შეუთანხმოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც დადებითი პოზიციის შემთხვევაში გამოყოფს თავის წარმომადგენელს მშენებლობაზე ზედამხედველობისთვის.“ ბ.ვ) ცხრილი 2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილების №4 დანართის სახით დამტკიცებული „მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრების რუკა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით; |
|