მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3923-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210325010984756

საქმე №2/3923-25

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა

 და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2025 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი

განმცხადებელი (მოვალე) – სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330)

განმცხადებლის წარმომადგენელი – შპს „რეაბილიტაცია“, თამარ მუმლაძე

მოთხოვნა – სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ (ს.ნ. 203860330) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის №2/3923-25 განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა გაკოტრების სამართლებრივი მიზანის მიღწევას, კერძოდ, განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ დაკმაყოფილდებოდა არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარებოდა საპროცესო ხარჯებიც კი. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის №2/3923-25 განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2025 წლის 26 თებერვალს, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში – 2025 წლის 04 მარტს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.  ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაიის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან,  სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203860330) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე, მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203860330) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების  გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                             ალექსანდრე გზირიშვილი