“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.008.725
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №153/ნ
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგ-რამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ III, №21; 2006 წ., მუხ. 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №3-ში (მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა):
ა.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის საერთო ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 21 620.0 ათასი ლარით ცხრილი №1-ის შესაბამისად.
ცხრილი №1
| მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა (ათასი ლარი) | 21 620.0 |
| 1. მოსახლეობის (მ.შ. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის) ამბულატორიული დახმარების კომპონენტი | 16 620.263 |
| 1.1. მოსახლეობის ამბულატორიული დახმარება | 15 457,263 |
| 1.2. საოჯახო მედიცინის მოდელის დანერგვა | 1 040.0 |
| 1.3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური სამედიცინო დახმარება | 78.0 |
| 1.4. პროგრამის მართვის ხარჯები | 45.0 |
| 2. სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი (მ.შ. ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, ონკოლოგიური და ორსულთა პატრონაჟი) |
4 639.737 |
| 3. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების კომპონენტი | 160.0 |
| 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამბულატორიული დახმარების ქვეკომპონენტი | 200.0 |
ა.ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ქვეკომპონენტის ბიუჯეტი
ქვეკომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 15457263 ლარით, მ.შ. დევნილთა საკურორტო რეაბილიტაცია – 150,0 ათასი ლარი.”.
ა.გ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:
„ე) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი”;
ა.დ) მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის თავი III-3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III-3
პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი
მუხლი 42. ქვეკომპონენტის მიზანი
პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმებებით უზრუნველყოფა.
მუხლი 43. ქვეკომპონენტის ამოცანები
1. პატიმარ და მსჯავრდებულ ავადმყოფთათვის აუცილებელი მკურნალობის ტაქტიკისა და რეჟიმის განსაზღვრა.
2. პატიმართა და მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო დასკვნების მომზადება.
მუხლი 44. ქვეკომპონენტის განხორციელების გეგმა
ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის მიერ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებისას შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება:
ა) დაწესდეს თვეში არა უმეტეს 6 კომისიური შემოწმებისა, საშუალოდ 10 ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით;
ბ) ექიმ-სპეციალისტის მომსახურება ანაზღაურდეს დღიურად და განისაზღვროს (საექპერტო გათვლის საფუძველზე) 57 ლარის ოდენობით ერთი სამუშაო დღე.
მუხლი 45. ბიუჯეტი
1. პროგრამის მართვის ხარჯები – 20067.6 ლარი.
2. ექიმ-სპეციალისტთა მომსახურების ხარჯები – 28 728 ლარი.
3. სხვა ხარჯები: კომუნიკაციის, საკანცელარიო, სატრანსპორტო, საოფისე ხარჯები – 16 941.4 ლარი.
სულ – 65 737 ლარი.
მუხლი 46. დაფინანსების მეთოდოლოგია
1. ექიმ-სპეციალისტთა დაფინანსება განხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
2. კომისიის აპარატის წევრების დაფინანსება განხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და აპარატის წევრებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 47. განხორციელების ვადა
ქვეკომპონენტი განხორციელდება 2006 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.“.
ბ) ბრძანების პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №4-ში (მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა):
ბ.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის საერთო ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 91 524.3 ათასი ლარით ცხრილი №1-ის შესაბამისად.
ცხრილი №1
|
| 2006წ. ბიუჯეტი |
| მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამა | 91 524,30 |
| ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი | 4 000,00 |
| ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი | 2 850,00 |
| სამეანო დახმარების კომპონენტი | 4 640,00 |
| ბავშვთა 0-დან 3 წლამდე სამედიცინო დახმარების კომპონენტი | 6 000,00 |
| ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი | 2 186,00 |
| ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი | 5 033,00 |
| რეფერალური დახმარების კომპონენტი | 8 765,30 |
| მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით) | 9 680,00 |
| სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის კომპონენტი | 150,00 |
| პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „სასწრაფო სამედიცინო დახმარება” | 17 750,00 |
| მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და იმ ბავშვების სამედიცინო დახმარების კომპონენტი, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას | 300,00 |
| კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი | 20,00 |
| ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი | 6 600,00 |
| გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა | 7 000,00 |
| სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი | 16 550,00 |
ბ.ბ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 30. ბიუჯეტი
| ღონისძიება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| სტაციონარული მომსახურება | 2.558.0 |
| DOT–სოციალური მეურვეობის სამსახური თბილისში | 170.5 |
| რეფერენს კონტროლი | 81.5 |
| პროგრამის ზედამხედველობა | 30.0 |
| პროგრამის მართვის ხარჯები | 10.0 |
| სულ | 2.850.0 |
* პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფას (პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის ზემოთ) ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზთან ბრძოლის რეგიონალური პროგრამა, რომლის განმახორციელებელია კონსორციუმი GOPA/EPOS Health Consultants”
ბ.გ) 122-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებსა და წლიურ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით, დაწესებული ლიმიტების ფარგლებში. ბავშვთა ონკოჰემატოლოგია არ ითვალისწინებს პირველად დიაგნოსტიკასაც.”
ბ.დ) 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 133. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 8 765 300 ლარს. მათ შორის 1 010 000 ლარი ინდივიდუალური მომსახურების შესყიდვა.
დაფინანსება განხორციელდება თვეში 730 441,67 ლარის ოდენობით საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით:
|
|
| სულ | აღმოსავლეთი | დასავლეთი | |||
| № | ღონისძიება | თანხა (თვე) | პროგნოზი (თვე) | თანხა (თვე) | პროგნოზი (თვე) | თანხა (თვე) | პროგნოზი (თვე) |
| 1 | კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაიების დროს დაზარალებულთათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმო-ჩენა შემთხვევის ადგილზე და შემდგომი ევაკუაციის კომპონენტით: |
|
|
|
|
|
|
| Øკატასტროფისათვის სამედიცინო მზადყოფნა (ერთიანი სადისპეჩერო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და მართვა, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა, 50 დაზარალებულზე მარაგე-ბის შექმნა და მართვა); |
|
|
|
|
|
| |
| Ø კატასტროფის და საგანგებო სიტუა-ციების დროს დაზარალებულთათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმო-ჩენა შემთხვევის ადგილზე და შემდგომი ევაკუაცია; |
|
|
|
|
|
| |
| Ø კრიტიკული და გადაუდებელი მდგო-მარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა: ადგილზე კონსულტაცია და პაციენტთა ტრანსპორტირება; | 150821 | 420 | 92604 | 258 | 58217 | 162 | |
| Ø განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში და ძნელად მისადგომ გეოგრაფიულ რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა; |
|
|
|
|
|
| |
| Øმაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების ადექვატური მართვა; |
|
|
|
|
|
| |
| Ø საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხე-ლისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიცია-ლური ვიზიტით მყოფი საზღვარგა-რეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. |
|
|
|
|
|
| |
| 2 | მეანობისა და ახალშობილთა მოვლის კომპონენტით |
|
|
|
|
|
|
| Øმაღალი რისკის ორსულთა, მშო-ბიარეთა და ახალშობილთა კვალიფი-ციური სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა. | 100000 | 202 | 61400 | 124 | 38600 | 78 | |
| Ø მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა | 30000 | 10 | 18000 | 6 | 12000 | 4 | |
| 3 | ბავშვთა დახმარების კომპონენტით | 78 130 | 80 | 47855 | 49 | 30275 | 31 |
| Ø ნეონატოლოგია, 0-3 წლამდე კრიტიკული მდგომარეობები; | 71 | 44 | 27 | ||||
| Ø 0-3 წლამდე ბავშვები (ტრავმატოლოგია-ორთოპედია) | 9 | 5 | 4 | ||||
|
| კრიტიკული და გადაუედბელი მდგო-მარეობების რეფერალური შემთხვე-ვების კომპონენტით | 287 324 | 60 | 177183 | 37 | 110141 | 23 |
| Øქირურგია (მოზრდილები – ანგიოირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია); | 37 | 23 | 14 | ||||
| Ø თერაპია; | 4 | 3 | 1 | ||||
| Ø 3-15 წლამდე ბავშვები (ტრავმატო-ლოგია-ორთოპედია; | 10 | 6 | 4 | ||||
| Ø კრიტიკული მდგომარეობები. | 9 | 5 | 4 | ||||
| 5 | პროგრამის ღირებულება | 646 275 | 772 | 400142 | 474 | 251133 | 298 |
ბ.დ) 212-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 212. ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 7 000,0 ათას ლარს.
| ღონისძიება | თანხა (ათას ლარებში) |
| 1. გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა | 7 000.0 |
| 1.1. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა | 3 000.0 |
| 1.2. მოზრდილთა გულის ქირურგია | 4 000.0 |
ბ.ე) თავი XVI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XVI
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი
მუხლი 213. არსებული მდგომარეობის აღწერა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება საშუალებას იძლევა შეიქმნას დამატებითი სოციალური დაცვის მექანიზმი, რომელიც დაიცავს (ფინანსურად) მოსახლეობის ღარიბ ფენას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
მუხლი 214. კომპონენტის მიზანი
ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 215. კომპონენტის ამოცანა
1. სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში გახადოს მისამართული და გაზარდოს ამ დანახარჯების ეფექტიანობა.
2. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
დასახული ამოცანების მისაღწევად კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი შედეგების მიღებას:
ა) მოსარგებლეების ჯანმრთელობის მგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებები და რისკები გამოვლენილია;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ძირითადი რისკების ტვირთი შემსუბუქებულია;
გ) ღარიბი მოსახლეობა ინფორმირებულია, მოტივირებულია და სარგებლობს შეთავაზებული მომსახურებით;
დ) ღარიბი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზე საზოგადოების მხარდაჭერა გაზრდილია.
მუხლი 216. კომპონენტის განხორციელების ვადები
კომპონენტის განხორციელების ვადებია 2006 წლის 1 ივნისი – 31 დეკემბერი.
მუხლი 217. განხორციელების მეთოდოლოგია და ღონისძიებები
1. მეთოდოლოგია:
ა) მოსარგებლეების იდენტიფიკაცია (ღონისძიება №1);
ბ) მოსარგებლეების ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა (ღონისძიება №2);
გ) ოჯახის ექიმის საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა (ღონისძიება №3);
დ) ოჯახის ექიმის გადაწყვეტილების შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაციით და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევით უზრუნველყოფა (ღონისძიება №4);
ე) მწვავე-გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში მომსახურების უზრუნველყოფა (ღონისძიება №5);
ვ) სპეციალისტის წარდგინების საფუძველზე გეგმიური სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად (ღონისძიება №6);
ზ) მოსარგებლეების მიერ მიღებული მომსახურების შესახებ სისტემატური კონტროლის შესაძლებლობის მქონე საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება (ღონისძიება №7);
თ) მონიტორინგის სისტემის შემუშავება (ღონისძიება №8).
2. ღონისძიებები
ა) ღონისძიება №1
კომპონენტის მოსარგებლეები იქნებიან იმ ოჯახის წევრები, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით მინიჭებული აქვს 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა. მოსარგებლეთა შესახებ ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს (შემდგომში – ფონდი) მიაწვდის საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). სააგენტოს მიერ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრის შედეგები 2006 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად მიეწოდება ფონდს ამ პროგრამის მოსარგებლედ მოქალაქეთა განსაზღვრის მიზნით. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ბარათის ნომრით მოსარგებლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა;
ბ) ღონისძიება №2
კომპონენტის შესახებ მოსარგებლეთა ინფორმირებისათვის და შემდგომი ადმინისტრირებისთვის თითოეულ მოსარგებლეზე გაიცემა ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი. ბარათების დამზადებას უზრუნველყოფს ფონდი, ხოლო მოსარგებლეებისათვის გადაცემის უზრუნველყოფას განახორციელებს სააგენტო;
გ) ღონისძიება №3
კომპონენტის საბაზისო ნაწილს წარმოადგენს ოჯახის ექიმის მიერ მოსარგებლეების ბინაზე საკონსულტაციო მომსახურების გეგმურად განხორციელება არანაკლებ 2 თვეში ერთხელ, ხოლო გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში, ოჯახის ექიმის ბინაზე საკონსულტაციოდ არაგეგმური გამოძახება.
ოჯახის ექიმის მიერ მოსარგებლის ბინაზე ვიზიტის დროს ფასდება მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ივსება პირველადი ჯანდაცვის სამეთვალყურეო ბარათი, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).
ოჯახის ექიმის მიერ კონსულტირების დროს გამოვლენილი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იგი ვალდებულია აღმოუჩინოს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში მოახდინოს პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან ან სამკურნალო დაწესებულებაში მიმართვა;
დ) ღონისძიება №4
ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, სპეციალისტის მიერ განხორციელდება მოსარგებლის კონსულტაცია, ჩაუტარდება საჭირო დიაგნოსტიკური ღონისძიებები. სპეციალისტების მიერ განხორციელდება გეგმური სტაციონარული მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტების სიის ფორმირება.
კონსულტაცია და შესაბამისი დიაგნოსტიკა განხორციელდება დაკონტრაქტებული საავადმყოფოების ბაზაზე ფორმირებული მობილური სპეციალისტთა ბრიგადების მიერ;
ე) ღონისძიება №5
ამ კომპონენტის საჭიროებისთვის გადაუდებელი შემთხვევა განისაზღვრება როგორც პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის გარეშე ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია დასრულდეს ლეტალური შედეგით ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი გაუარესება. გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს სამედიცინო დახმარებას მოსარგებლე მიიღებს სრულად ჰოსპიტლის შიდა სტანდარტით წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით;
ვ) ღონისძიება №6
გეგმური ქირურგიული მომსახურების ორგანიზება
პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს გეგმური ოპერაციების საჭიროების მქონე პაციენტების ჯგუფების ფორმირება. პაციენტთა მიზნობრივი ჯგუფების კონსულტირება მოხდება გეგმური ოპერაციების შესრულებაზე ფონდთან ხელშეკრულების მქონე სამკურნალო დაწესებულების სპეციალისტების მიერ. გეგმური ოპერაციების საჭიროების მქონე პაციენტების სია მდგომარეობის სიმძიმის ხარისხის მიხედვით გადაეცემა ფონდს. ფონდში მოხდება რეგიონებიდან წარმოდგენილი მოთხოვნების ანალიზი და საოპერაციო სიების ფორმირება. მოსარგებლისთვის გეგმური ქირურგიული მომსახურების ანაზღაურება სტაციონარში ითვალისწინებს სამკურნალო და სტაციონარში მკურნალობასთან დაკავშირებული არასამედიცინო ხარჯების სრულ ანაზღაურებას. გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება განხორციელდება თანდართული ჩამონათვალის და განფასების საფუძველზე;
ზ) ღონისძიება №7
კომპონენტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება
კომპონენტის მიმდინარეობა
ხელშეკრულების ფარგლებში პირველადი ჯანდაცის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისთვის გადაცემული სიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს არანაკლებ 90% მოსარგებლეებისათვის გეგმური მომსახურების გაწევა ყოველ ორ (2) თვეში ერთხელ. შემსყიდველი ვალდებულია შერჩევითად შეამოწმოს მოსარგებლეთა 10% 3 თვის განმავლობაში.
ბარათის ნომრის მიხედვით მოხდება პაციენტის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ანგარიშგება გაწეული მომსახურების შესახებ სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელის მიერ.
ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების სამედიცინო პერსონალი (შემდგომში – სამედიცინო პერსონალი) წინასწარ დარიგებული სიისა და აქტიური სკრინინგის გეგმის მიხედვით ახორციელებს ბინაზე ვიზიტებს, რომლის დროსაც:
ა) აცნობს მოსარგებლეებს თავიანთ უფლებებს და ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის წესებს;
ბ) გადასცემს სამედიცინო დაზღვევის ბარათს;
გ) ეცნობა მათ ჯანმრთელობის მდგომარებას და საჭიროებებს (ინტერვიუ/ ანამნეზის შეგროვება), ფი-ზიკალური გასინჯვა;
დ) აფასებს ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს სპეციალური ანკეტის შევსებით;
სამედიცინო პერსონალის მიერ შეგროვილი ინფორმაცია (ანკეტა) გადაეცემა ფონდს შემდგომი დამუშავებისათვის.
მუხლი 218. კომპონენტის ასანაზღაურებელი მომსახურების სახეები
პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება:
ა) ამბულატორიული მომსახურება;
ბ) სპეციალისტების კონსულტაცია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად (დანართი 2);
გ) მწვავე ჰოსპიტალური მკურნალობა;
დ) გეგმური ქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება (გეგმური ოპერაციები), თანდართული ნოზოლოგიების სიის შესაბამისად (დანართი 3);
ე) ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 219. მომსახურების შესყიდვა
1. მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.
2. მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპონენტის განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად (იხ. ბიუჯეტი.)
3. მომსახურების შესყიდვისას დაფინანსებისა და ინსპექტირების პირობებს განსაზღვრავს შემსყიდველსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
მუხლი 220. კომპონენტის მართვის ხარჯები
კომპონენტის ადმინისტრირება ითვალისწინებს სამედიცინო დაზღვევის ბარათების დაბეჭდვას, სამედიცინო პერსონალის მომზადებას, პროგრამულ უზრუნველყოფას და კომპონენტის მონიტორინგს.
მუხლი 221. ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 16 550,0 ათას ლარს
| ღონისძიება | თანხა (ათას ლარებში) |
| 1. მწვავე ჰოსპიტალური მკურნალობა | 6,000 |
| 2. გეგმური ქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება | 5,000 |
| 3. პჯდ კონტრაქირება და ანკეტირება | 840 |
| 4. სპეციალისტების კონსულტაცია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები | 2.700 |
| 5. მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება | 1,270 |
| 6. მოსახლეობის ინფორმირების თანხები | 570.0 |
| 7. მართვის ხარჯები | 170.0 |
| 7.1 ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათების ბეჭდვა | 50.0 |
| 7..2. ტრენინგები | 20.0 |
| 7.3. პროგრამული უზრუნველყოფა | 50.0 |
| 7.4 მონიტორინგისა და მართვის ხარჯები | 50.0 |
| სულ | 16 550 |
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფორმა № ––––––––––
პირველადი ჯანდაცვის სამეთვალყურეო ბარათი
დაწესებულების დასახელება: -------------------------------------------------------------------------
რეგიონი რაიონი საოჯახო მედიცინის ცენტრი
ანკეტის შევსების თარიღი: –––––/–––––––––––––––/––––––
| საპასპორტო მონაცემები |
| გვარი: ––––––––––––––––––––––––––––– სახელი: ––––––––––––––ქალი □ კაცი □
მუდმივი მისამართი: ------------------------------------------------------------------------------ დროებითი მისამართი: -------------------------------------------------------------------------- (თუ განსხვავდება მუდმივი მისამართისაგან) ტელეფონ(ებ)ი: ------------------------------------------------------------------------------------ (სახლის ან მეზობლის, მობილური) პირადი №: დაბადების თარიღი: –––––/––––––––––––––/––––– ოჯახური მდგომარეობა: დაუქორწინებელი □ დაქორწინებული □ განქორწინებული □ ქვრივი |
| სამსახური |
| სამუშაო ადგილი------------------------------------------------------------------------------------------------- პროფესია -------------------------------------------------------------------------------------------------------- |
| სისხლი |
| ჩვევები |
| ჯგუფი: |
| თამბაქოს მოხმარება არა □ იშვიათად □ ყოველდღიურად □ |
| რეზუსი: |
| ალკოჰოლის მოხმარება არა □ იშვიათად □ ყოველდღიურად □ |
| ანთროპომეტრული მონაცემები |
| ალერგიები |
| სიმაღლე: სმ წონა კგ |
|
(მედიკამენტებზე) |
| სხეულის მასის ინდექსი: კგ/სმ2 |
|
(საკვებსა და სხვა) |
1. ეპილეფსია, გონების დაკარგვის ეპიზოდი, ნერვული სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (დააზუსტეთ) □ არა □
2. ასთმა, ბრონქიტი, პლევრიტი, პნევმონია, ტუბერკულოზი, სასუნთქი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
3. ტკივილი გულმკერდის არეში, მომატებული არტერიული წნევა, გაძლიერებული პულსაციის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სტენოკარდიული შეტევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
4. საჭმლის მონელების გაძნელება, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეციდიული დიარეა (ფაღარათი), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
5. დიაბეტი (I ან II ტიპის), თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან შარდის გამომყოფი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
6. რევმატიული ცხელება, ართრიტი, პოდაგრა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
7. სიმსივნე, ნეოპლაზმა (ახალწარმონაქმნი), გადიდებული ლიმფური კვანძები, სისხლმბადი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
8. უცნობი ეთიოლოგიის პერიოდული ან მუდმივი ცხელება, წონის დაკლება, კანის რომელიმე დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
9. ვენერიული დაავადება, ვირუსული დაავადება (მაგ. ჰეპატიტი, შიდსი)
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
10. თვალის, ცხვირის, ყელის ან პირის ღრუს რომელიმე დაავადება
დიახ (ხაზი გაესვას) □ არა □
11. სხვა დაავადებები (მიუთითეთ რომელი)
12. წარსულში ჩაუტარდა ჰემოტრანსფუზია ან მკურნალობა სისხლის შემცველი პრეპარატებით
დიახ (მიეთითოს მიზეზი) □
არა □
13. ახლო ნათესავების (მშობელი, და ან ძმა) გარდაცვლის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი: დიაბეტი, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნე, ტუბერკულოზი ან ნერვული სისტემის დაავადებები
დიახ (მიუთითეთ გარდაცვლილის ასაკი და გარდაცვალების მიზეზი) □
არა □
14. ღებულობს რომელიმე მედიკამენტს
დიახ (მიეთითოს რომელს) □ არა □
15. მედიკამენტი დანიშნულია ექიმის მიერ
დიახ □ არა □
16. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ივსება ექიმის/მედდის მიერ
1. ესაჭიროება მედიკამენტები
დიახ (მიუთითეთ რომელი) □
არა □
2. ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა: დიახ □ არა □
გადაუდებელი ოპერაცია (მიუთითეთ რომელი)
გეგმიური ოპერაცია (მიუთითეთ რომელი)
3. ესაჭიროება სპეციალისტის კონსულტაცია
დიახ □
· ქირურგი □
· გინეკოლოგი □
· ოფთალმოლოგი □
· პედიატრი □
· ნევროპათოლოგი □
· ენდოკრინოლოგი □
· კარდიოლოგი □
არა □
4. ესაჭიროება გამოკვლევები (ინსტრუმენტული&ლაბორატორიული)
დიახ □
· სისხლის საერთო ანალიზი □
· შარდის საერთო ანალიზი □
· გლუკოზა სისხლში □
· განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე □
· ელექტროკარდიოგრაფია □
· რენტგენოლოგიური გამოკვლევა □
· ექოსკოპია □
შენიშვნა ___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
ექიმის
ექიმი ------------------------ ---------------------ექთანი ------------------------- -----------------
სახელი და გვარი ხელმოწერა სახელი და გვარი ხელმოწერა
----------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------
საკონტაქტო მონაცემები: მისამართი, ტელეფონი საკონტაქტო მონაცემები: მისამართი, ტელეფონი
ანკეტის შევსების ადგილი -----------------------------------------------------------------------------------
დანართი 2
სპეციალისტების კონსულტაცია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები
1. სპეციალისტები:
· ქირურგი
· გინეკოლოგი
· ოფთალმოლოგი
· პედიატრი
· ნევროპათოლოგი
· ენდოკრინოლოგი
· კარდიოლოგი
2. გამოკვლევები (ინსტრუმენტული&ლაბორატორიული):
· სისხლის საერთო ანალიზი
· შარდის საერთო ანალიზი
· გლუკოზა სისხლში
· ელექტროკარდიოგრაფია
· რენტგენოლოგიური გამოკვლევა
· ექოსკოპია
დანართი 3
გეგმური ქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება
(გეგმური ოპერაციები)
· კატარაქტა
· გლაუკომა
· ბადურა
· საშვილოსნოს მიომა
· საკვერცხის კისტოზური დაავადებები
· თიაქარკვეთა
· თირეოექტომია
· წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
· ქოლეცისტექტომია
· ონკოლოგიური ოპერაციებიOO
· 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ოპერაციები