📋

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და  სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.04.2025
მოქმედების პერიოდი 30.04.2025 — 29.07.2025
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.04.2025
29.07.2025
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და  სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 29 აპრილი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ​2“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6​​​1 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში არსებული დასახლება, კერძოდ ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე