გაზეთების „ვესნტიკ გრუზიისა“ და „ვეჩერნი ტბილისის“ რეგისტრაციის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).0.000000 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 1, 31/01/1991
148 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გაზეთების „ვესნტიკ გრუზიისა“ და „ვეჩერნი ტბილისის“ რეგისტრაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება №5 1991 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი გაზეთების „ვესნტიკ გრუზიისა“ და „ვეჩერნი ტბილისის“ რეგისტრაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მუდმივი კომისიის წინადადება და გაზეთის „ზარია ვოსტოკასა“ და „მოლოდიოჟ გრუზიის“ ბაზაზე დაარსდეს რუსულენოვანი ა2 ფორმატის, 4-გვერდიანი, ყოველდღიური გაზეთი „ვესტნიკ გრუზიი“ და რეგისტრირებულ იქნეს იგი როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანო, ხოლო გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“ გატარდეს რეგისტრაციაში როგორც თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საღამოს გაზეთი. 2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 18 დეკემბრის №774 დადგენილება. 3. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული გაზეთების გავრცელება ხელმოწერითა და საცალო ვაჭრობის ქსელის საშუალებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტმა გაითვალისწინოს მათი გამოცემისათვის საჭირო ქაღალდის გამოყოფა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                             გ. ბერიძე