„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.169.016583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2025 წლის 29 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2025  წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge., 25.12.2024 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016571)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“)  მე-2 მუხლის  1-ელ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

რ)  პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება.“

2.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“)  მე-5 მუხლის  მე-20 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„20.     საიუბილეო დღესთან დაკავშირებით 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 1000 (ათასი) ლარს;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი“)  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

350 000

2

 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

1000 ლარი

1000

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

985 000

ა)

მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის, გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

45 000

 

ბ)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახზე ფულადი დახმარება

2000 ლარი ერთჯერადად

22 000

გ)

ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ფულადი დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

500

 

დ)

ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფა

105.27 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

20 000

ე)

საიუბილეო დღესთან დაკავშირებით 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

4 500

 

ვ)

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი  რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება (2024  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

თითოეულ ბავშვზე     500, 700, 1000  ლარი ერთჯერადად

95 500

 

ზ)

ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

200 ლარი

ყოველთვიურად

35 000

 

თ)

მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

23 000

ი)

სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2024  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

405 400

კ)

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

100 ლარი ერთჯერადად

80 000

ლ)

აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე სოციალური დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

10 000

მ)

რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

65 500

 

ნ)

გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად სოციალური დახმარება

150 ლარი      ყოველთვიურად

3600

 

ო)

სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში

__

85 000

პ)

პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება

-

90 000

 

სულ:

1 336000