,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.001.126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 130, 04/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ ი ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით მანამ, სანამ არ განხორციელდება ამ ოჯახების დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში და სააგენტოს მხრიდან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 8 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე