“სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციის და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიგებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/477
სარეგისტრაციო კოდი
300.230.000.22.024.008.731
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 08/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.22.024.008.731

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/477

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების ოპტიმიზაციისა და ოპერატიულად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №13 მუხლი 128) დამტკიცებული ,,სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის დამატება:

ა) დებულების პრეამბულას დაემატოს მე-3 აბზაცი შემდეგი რედაქციით:

,,ამ დებულების პირველი თავით განსაზღვრული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა და რეალიზაციის წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.“;

ბ) დებულებას დაემატოს IV თავი შემდეგი რედაქციით:

„IV. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერისა და რეალიზაციის წესი

1. გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირის წარდგინებით და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას, ამზადებს ამ დებულებაზე თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების შეფასების ტიპურ აქტებს (დანართი: №1;№2;№3 და №4) და სალიკვიდაციო აქტს (დანართი №4) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. აფასებს ბალანსიდან ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს და საწარმოო მარაგების სახით აჰყავს ბალანსზე. განსაზღვრავს ვარგის ნაწილების (მასალების, კონსტრუქციების და ა.შ.) და ჯართის ოდენობას.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხორცილედება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმებით.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსიდან ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით, აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში ან საკონსულო დაწესებულებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანებით ამ მიზნით შექმნილი კომისია.

4. ბალანსიდან ჩამოწერილი ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან ამონაგები თანხები ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე