თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამტკიცებისა და დაფინანსების შესახებ
მიღების თარიღი 11.01.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 000000021.02(0).0.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 1, 31/01/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამტკიცებისა და დაფინანსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №7
1991 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამტკიცებისა და დაფინანსების შესახებ
მოკავშირე რესპუბლიკების ეკონომიკისა და სოციალური სფეროს თვითმმართველობისა და თვითდაფინანსების პრინციპებზე გადასვლასთან დაკავშირებით სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 21 ივნისის №495 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
დაწესდეს, რომ 1991 წლის 1 იანვრიდან:
- თბილისის მეტროპოლიტენის პროექტებს განიხილავს და შეათანხმებს რესპუბლიკის სახმშენი შემკვეთის მიერ წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მოიჯარე ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე, რის შემდეგაც წარედგინება რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დასამტკიცებლად;
- თბილისის მეტროპოლიტენის მშენებარე უბნების პროექტებს ხელახლა დაამტკიცებს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო რესპუბლიკის სახმშენის შეთანხმების საფუძველზე;
- თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტებასა და მშენებლობას დააფინანსებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და სამრეწვმშენბანკი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე