📋

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.04.2025
მოქმედების პერიოდი 30.04.2025 — 31.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №9/ნ
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.04.2025
31.12.2025
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №9/ნ 2025 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 89​​1 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 21  თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული №1.17 დანართისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობა, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა და ეტაპები (დანართი №1); ბ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი (დანართი №2); გ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგია (დანართი №3). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე დანართი №1 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების  უზრუნველყოფა და ეტაპები 1. 2025 წლის პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების  ფარგლებში, დაფინანსების განახლებული მოდელის – ასაკ-სპეციფიკური კაპიტაციისა და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების – პილოტირება დაიწყება 6 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) დაწესებულებაში (შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს 2 დაწესებულებაში, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს 1 დაწესებულებაში, სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“-ს 1 დაწესებულებაში, სს ,,საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ 1 დაწესებულებაში, შპს ,,სამედიცინო ჰოლდინგი 23“ 1 დაწესებულებაში), რომლებიც ჩართულები არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში და დაფინანსებას იღებენ ძირითადი და დამატებითი კაპიტაციის სახით. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ (შემდგომ – სააგენტო) საპილოტე დაწესებულებებში უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (ლოკალური EMR) სისტემის გამართვა, რომელიც ინტეგრირებულია ცენტრალური სამედიცინო ჩანაწერების სისტემასთან (C-EMR).  სააგენტო, ასევე პასუხისმგებელია ლოკალური EMR-ის მომხმარებლების გადამზადებაზე საპილოტე დაწესებულებებში, ხანგრძლივობა – 2 თვე (მაისი-ივნისი 2025 წ.). 3. დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვისთვის სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები: ა) უზრუნველყონ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი N1.17-ით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების გაფართოებული პაკეტის მიწოდება; ბ) ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისებისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა; გ) პირველადი ჯანდაცვის ცენტრალური სამედიცინო ჩანაწერების სისტემაში (C-EMR) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი ნორმატიული ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება; დ) სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამებში მონაწილეობა (30 უსგ ქულა); ე) ქრონიკული დაავადებების (ჰიპერტენზია, დიაბეტი) ელექტრონული რეესტრების წარმოება; ვ) შიდა კლინიკურ აუდიტის წარმოება (განსაზღვრულია მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით); ზ) წითელა-წითურა-ყბაყურას მეორე დოზით + ჰექსავალენტური ვაქცინის მესამე დოზით არანაკლებ 80% მოცვა; თ) 2,500 ბენეფიციარზე პჯდ გუნდი: 1 ექიმი და 1 ექთანი; ი) პჯდ გუნდის სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში 40 საათი. 4. დანერგვის ეტაპები: ა) პირველი ეტაპი: ა.ა) 2025 წლის 1 ნოემბრისთვის, დაწესებულებების მიერ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ განაცხადების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომ – განმახორციელებელი) წარდგენა; ა.ბ) 2025 წლის ნოემბერსა – 2026 წლის თებერვალში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომ – რეგულირების სააგენტო) მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება;  ა.გ) 2026 წლის პირველი მარტიდან, დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებების დაფინანსების განახლებულ მოდელში ჩართვა. ბ) მეორე ეტაპი: ბ.ა) 2026 წლის პირველი ოქტომბრისთვის, დაწესებულებების მიერ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ განაცხადების განმახორციელებლისთვის წარდგენა; ბ.ბ) 2026 წლის ოქტომბერ – დეკემბერში რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება; ბ.გ) 2027 წლის პირველი იანვრიდან, დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებების დაფინანსების განახლებულ მოდელში ჩართვა. გ) მესამე ეტაპი: 2028 წლის პირველი იანვრიდან, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლების ჩართვა. 5. 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით. 6. პილოტის და დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვის მონიტორინგსა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს განმახორციელებელი შიდა ორგანიზაციული ინდივიდუალური აქტით. დანართი №2 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი ბაზისური კაპიტაციის გაზრდილი მოცულობა განისაზღვროს ჯამურად 4.20 ლარით (ხოლო, დამატებითი კაპიტაციის გაზრდილი მოცულობა განისაზღვროს ჯამურად – 2.20 ლარით), ამასთან: მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, კაპიტაციის უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური კაპიტაციის ტარიფებით შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად: ასაკობრივი ჯგუფი ბაზისური კაპიტაციის მოცულობა ოჯახის/უბნის ექიმის/ ექთნის მომსახურების ღირებულება დამატებითი კაპიტაციის მოცულობა 0-5 წელი 7.11 ლარი 5.46 ლარი 1.65 ლარი 6-18 წელი 2.11 ლარი 1.32 ლარი 0.79 ლარი 19-40 წელი 1.71 ლარი 0.74 ლარი 0.97 ლარი 41-65 წელი 4.11 ლარი 1.60 ლარი 2.51 ლარი 65+ წელი 8.45 ლარი 3.68 ლარი 4.77 ლარი ჯამური კაპიტაცია 4.20 ლარი 2.00 ლარი 2.20 ლარი დანართი №3 შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგია 1. შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს ამავე დანართით  წარმოდგენილი ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს. ამასთან: ა) შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოცულობა წარმატებული შედეგის შემთხვევაში, შეადგენს ბაზისური კაპიტაციის (4.20 ლარი) 10% პროცენტს  (0.42 ლარი, ჯამურად 4.62 ლარი); ბ) გადახდა განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლის მიერ შერჩეული ინდიკატორების დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების შესრულების (%) მიხედვით, შემდეგი წესით: ბ.ა) ინდიკატორების სამიზნეების 85% პროცენტით და მეტით შესრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამიზნე პოპულაციის 100% პროცენტში 4.62 ლარით; ბ.ბ) 71-84% პროცენტით შესრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამიზნე პოპულაციის 50% პროცენტში 4.62 ლარით; ბ.გ) 51-70% პროცენტით შესრულების საფუძველზე, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების ტარიფის გადახდა არ განხორციელდება. დაწესებულებას აუნაზღაურდება კაპიტაციის სრული მოცულობა მოცვის არეალში რეგისტრირებულ ყველა ბენეფიციარზე; ბ.დ) ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლის 50% პროცენტზე ნაკლები შესრულების შემთხვევაში, დაწესებულება მიიღებს  კაპიტაციის 10% პროცენტით ნაკლებ მოცულობას. 2. შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების ინდიკატორები: N ინდიკატორის დასახელება აღწერილობა სამიზნე* 1 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა მოცვა ჰიპერტენზიით (I10- I15) დაავადებულ 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა. 50% 2 HbA1c სკრინინგი ტიპი 2 დიაბეტის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც  დოკუმენტირებული აქვთ HbA1c მაჩვენებელი. 50% 3 ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაზიანების შეფასება (კრეატინინი/eGFR) ჰიპერტენზიით (I10- I15) დაავადებული 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს კრეატინინი/eGFR. 50% 4 ტიპი 2 დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანების შეფასება  (კრეატინინი/eGFR) ტიპი 2 დიაბეტის დროს 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს კრეატინინი/eGFR. 50% 5 ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაზიანების შეფასება (მიკროალბუმინურიის ტესტი/UACR) ჰიპერტენზიით (I10- I15) 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი /UACR.  40% 6 ტიპი 2 დიაბეტის დროს სამიზნე თირკმლის დაზიანების შეფასება (მიკროალბუმინურიის ტესტი/UACR) ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი /UACR.  40% 7 კარდიოვასკულარული დაავადების (CVD) რისკის შეფასება 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც დაუდგინდათ CVD რისკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რისკის შეფასების არა-ლაბორატორიული ინსტრუმენტის გამოყენებით (ასაკი, სქესი, მწეველობის სტატუსი, სისხლის სისტოლური წნევა, BMI). 40% 8 წითელა, წითურა, ყბაყურა მეორე – მოცვა ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც წლის მანძილზე ჩაუტარდათ აცრა წითელა, წითურა, ყბაყურას (MMR) ანტიგენების შემცველი ვაქცინის ერთი დოზით. 90% *სამიზნე მაჩვენებლები გათვლილია 2025-2026 წლებისთვის. მაჩვენებლები გადაიხედება ყოველწლიურად. **ინდიკატორების პასპორტი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით 3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ ინდიკატორების სამიზნეებთან შესაბამისობის ანალიზსა და ვერიფიკაციას  უზრუნველყოფს განმახორციელებელი მიმწოდებლების მიერ ცენტრალურ EMR-ში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კალენდარული წლის დასრულებიდან 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში. 4. შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება კალენდარული წლის დასრულებიდან მეშვიდე თვეს (ივლისი). 5. პჯდ დაწესებულებაში დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვის შემდეგ, ამავე დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ინდიკატორების 30% პროცენტზე დაბალი შესრულებლობის შემთხვევაში, შეუწყდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული კომპონენტის  მიმწოდებლის სტატუსი.