პუბლიკაციის თარიღი 08.07.2025
მოქმედების პერიოდი 08.07.2025 — 27.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №134
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი

მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტებისა და მე-10 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტები, მე-10 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. სამინისტროს შეიძლება, ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0108, პავლე ინგოროყვას №7.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.
2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
ბ) რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;
გ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
დ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
ი) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ლ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;
პ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ტ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
უ) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ფ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ქ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/ განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული).
მუხლი 4🔗. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;
დ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური;
ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახური;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო.
2. სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) სამართლებრივი აქტით შეიძლება, შეიქმნას სამმართველოები.
მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროს მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებელ პირებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
თ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
ი) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
კ) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ო) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
პ) გამოსცემს ბრძანებებს, კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ჟ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
რ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს.
7. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6🔗. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება, ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 7🔗. რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი
რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წინადადებების, პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ზ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების) კოორდინაცია და განხორციელების მხარდაჭერა;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი
მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული და აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
გ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/ განხორციელების კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერობების ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 9🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად წინადადებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლის 10. რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური
რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 11🔗. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
გ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, წინადადებების შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12🔗. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;
ე) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
ვ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და იურიდიული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ე) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ვ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
თ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
კ) ადამიანური რესურსების მართვა;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ნ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;
ო) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის საკითხების, პოლიტიკის/ სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ჟ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
რ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;
ს) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
ტ) სამინისტროში კორპორაციული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;
უ) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
ფ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა;
ქ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 14🔗. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების გზით;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 15🔗. მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო
მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ამოცანებია:
ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ბ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულება
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტებისა და მე-10 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტები, მე-10 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. სამინისტროს შეიძლება, ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0108, პავლე ინგოროყვას №7.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.
2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
ბ) რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;
გ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
დ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
ი) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ლ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;
პ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ტ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
უ) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ფ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ქ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/ განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 3. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული).
მუხლი 4. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;
დ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური;
ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახური;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო.
2. სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) სამართლებრივი აქტით შეიძლება, შეიქმნას სამმართველოები.
მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროს მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებელ პირებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
თ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
ი) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
კ) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ო) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
პ) გამოსცემს ბრძანებებს, კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ჟ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
რ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს.
7. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება, ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 7. რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი
რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წინადადებების, პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ზ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების) კოორდინაცია და განხორციელების მხარდაჭერა;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი
მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული და აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
გ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/ განხორციელების კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერობების ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად წინადადებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლის 10. რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური
რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 11. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
გ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, წინადადებების შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;
ე) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
ვ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და იურიდიული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ე) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ვ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
თ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
კ) ადამიანური რესურსების მართვა;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ნ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;
ო) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის საკითხების, პოლიტიკის/ სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ჟ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
რ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;
ს) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
ტ) სამინისტროში კორპორაციული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;
უ) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
ფ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა;
ქ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 14. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების გზით;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 15. მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო
მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ამოცანებია:
ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ბ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება