საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016005 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/04/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №1/ნ
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.
5. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
6. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. დეპარტამენტის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, დეპარტამენტის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
5. დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (შემდგომში – საავტომობილო გზები) დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;
გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი;
დ) საავტომობილო გზების მართვა.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან (შემდგომში – განვითარების პარტნიორები) ურთიერთობის მიმართულებით კომპეტენციის ფარგლებში:
ა.ა) საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების, საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციის, აგრეთვე საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილების მიმართ განსახორციელებელი სამუშაოებისა (შემდგომში – საგზაო სამუშაო) და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმვა;
ა.ბ) საავტომობილო გზების განვითარებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების კუთხით, სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება;
ა.გ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
ა.დ) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის შემუშავება და დამტკიცება;
ა.ე) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, შესაბამისი პროექტების დაფინანსებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება, მათთვის სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების გაცნობა;
ა.ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ინვესტიციების, სესხებისა და გრანტების მოზიდვა;
ა.ზ) საავტომობილო გზების განვითარების დარგში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ) საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება ნუსხის დამტკიცების/მასში ცვლილებების შეტანის მიზნით;
დ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;
ე) საავტომობილო გზების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ვ) საავტომობილო გზების დარგში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხების, მიღებული გრანტების, პროგრამებითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფორმით მიღებული სახსრების მართვა;
ზ) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაცია, აღწერა და რეგისტრაცია;
თ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების მიზნით:
თ.ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების შემუშავება;
თ.ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მონიტორინგი, დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, მათი ანალიზი და მიღება;
ი) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების გაუმჯობესების თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნა და მათი მართვა;
კ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების კუთხით:
კ.ა) საავტომობილო გზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ.ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მართვა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
კ.გ) დასრულებული საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება;
კ.დ) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
ლ) საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:
ლ.ა) შესაბამისი მონაკვეთების იდენტიფიცირება;
ლ.ბ) საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა;
ლ.გ) საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესრულების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება;
ნ) საავტომობილო გზებზე შესაბამისი საგზაო სამუშაოების და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ფარგლებში, განსახლების პროცედურის უზრუნველყოფა და ამ მიზნით:
ნ.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ნ.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია;
ნ.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;
ნ.დ) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის ფინანსური რესურსების ფარგლებში შესაბამისი ანაზღაურების (მათ შორის, შესაბამისი კომპენსაციების გაცემა) განხორციელება;
ო) საავტომობილო გზებზე, გზის პირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარების შეთანხმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების განხორციელება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები)
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ერთეულებია):
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ბ) საგზაო უსაფრთხოების სამსახური;
გ) საპროექტო სამსახური;
დ) აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური;
ვ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური;
ზ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახური;
თ) გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
კ) საერთაშორისო შესყიდვების სამსახური;
ლ) ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამსახური;
მ) ადმინისტრაციული სამსახური;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ო) ფინანსების მართვის სამსახური;
პ) იურიდიული სამსახური;
ჟ) ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ზ) მონაწილეობს დეპარტამენტის ემბლემის დამტკიცებაში;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები, სამუშაო ჯგუფები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მინდობილობებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;
ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
მ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ნ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოიწვიოს კონკრეტული სფეროს სპეციალისტები;
ო) ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთეულს) თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსს (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები).
5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).
6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი) შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) წინაშე.
მუხლი 7🔗. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) დაგეგმარების სამმართველო;
ბ) საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო.
3. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმვა;
ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების და დოკუმენტების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით;
ე) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) პროექტების დაგეგმვის ეტაპზე პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული საავტომობილო გზებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ობიექტების აღრიცხვა, მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და დახარისხება;
კ) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაციის, აღწერისა და რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით;
ლ) საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება დაგეგმარების შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებისას;
მ) საავტომობილო გზების ქსელის შესახებ სტატისტიკური, ანალიტიკური მონაცემების მიღება და მათი დამუშავება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადების გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო და საინჟინრო ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების (შემდგომში – მშენებელი) და შესაბამის სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – ზედამხედველი) მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ;
პ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან), მშენებელთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეჟიმის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა;
ჟ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაციის საავტომობილო გზის მომხმარებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა, მათ შორის, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დაგეგმარების სამმართველო;
ბ) „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო;
გ) „რ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 8🔗. საგზაო უსაფრთხოების სამსახური
1. საგზაო უსაფრთხოების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. საგზაო უსაფრთხოების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;
ბ) გვირაბებისა და გზების ინფრასტრუქტურის საინფორმაციო სისტემების მართვის სამმართველო.
3. საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება, უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების, სახეობების, გამომწვევი მიზეზების და შედეგების მიხედვით კლასიფიკაცია, ანალიზი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების კონცენტრაციის ადგილების გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შემოწმების, დამტკიცების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პროცედურების მიხედვით საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მონიტორინგის განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საავტომობილო გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საპროექტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ნ) დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესყიდულ სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო და საინჟინრო ჯგუფების მეშვეობით, საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
პ) ცვლადი და ტექსტური საინფორმაციო ნიშნების მართვა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულთან) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობის გზით;
ჟ) გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
რ) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, მომსახურების სისტემის მართვა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;
ს) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვის, განვითარებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და სისტემაში ასახვა, აღნიშნული სისტემების მართვა და განვითარება;
ტ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგი, მიღებული მონაცემების დამუშავება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის) და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება;
უ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების მეშვეობით, შეფერხების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის ცვლილების უზრუნველყოფა;
ფ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჩ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ც) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „ო“-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის გვირაბებისა და გზების ინფრასტრუქტურის საინფორმაციო სისტემების მართვის სამმართველო;
გ) „ქ“-„ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 9🔗. საპროექტო სამსახური
1. საპროექტო სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. საპროექტო სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) ნაპირდაცვის პროექტების სამმართველო;
გ) ტექნიკური ნებართვების სამმართველო.
3. საპროექტო სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;
თ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების, ხელოვნურ ნაგებობის მიმართ განსახორციელებელი სამუშაოების, სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება;
ი) შესაბამის პროექტებში, საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
კ) დეპარტამენტის მიერ საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების შემუშავების უზრუნველყოფა;
მ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების დადგენის უზრუნველყოფა;
ნ) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ჟ) საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
რ) საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში);
ს) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო პროექტების მიმართ ასრულებს საპროექტო სამსახურის საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ნაპირდაცვი/ნაპირაღდგენის პროექტების მიმართ და „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საპროექტო სამსახურის ნაპირდაცვის პროექტების სამმართველო;
გ) „ჟ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საპროექტო სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველო;
დ) „ტ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საპროექტო სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 10🔗. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურები
1. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ერთეულებს).
2. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
3. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული:
ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) შესაბამისი საგზაო სამუშაოებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
დ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (ერთეულებში) გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება, შეთანხმება;
პ) საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის);
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
რ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავების უზრუნველყოფის სამეურნეო საქმიანობის კონტროლი;
ს) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;
ტ) ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;
უ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ქ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ც) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ძ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური
1. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული:
ა) საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ყოველწლიური გეგმების შესრულების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით, დეპარტამენტის დაკვეთით საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის, სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
დ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი;
ე) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ზედამხედველების მიერ მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;
ვ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) ზედამხედველებისგან დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ზ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, შესაბამისი პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;
თ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ი) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) დასრულებული მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახური
1. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია (ერთეულია).
2. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში:
ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშოების პროექტების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების პერსპექტიული და ყოველწლიური პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესახებ დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) საავტომობილო გზებზე რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი და კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
დ) შესრულებული რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიღებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ზედამხედველების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (ერთეულებში) გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ე) შესრულებული რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ვ) რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესწავლა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების წარდგენა;
ზ) საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის);
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით სარეაბილიტაციო, მიმდინარე და პერიოდული სამუშაოების მიმდინარეობის დროს;
ი) დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური
1. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) განსახლების სამმართველო;
ბ) რეგისტრაციის სამმართველო;
გ) გარემოს დაცვის სამმართველო.
3. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების, განსახლების გეგმების დამუშავებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამუშავების კუთხით;
გ) მომზადებული განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო-დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების წინასწარი რედაქციების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათ საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი წესების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, განსახლების და გარემოსდაცვითი ჩარჩო-დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების საბოლოო რედაქციების შესაბამისი განვითარების პარტნიორებისა და უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით;
ე) განვითარების პარტნიორების არანებაყოფლობითი განსახლებისა და გარემოსდაცვითი შეფასების უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო-დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული განსახლების გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შეთანხმებული გარემოს დაცვისა და განსახლების გეგმის შესრულების მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და შესაბამისი განვითარების პარტნიორებისთვის წარდგენა;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოს დაცვის და განსახლების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
თ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ი) განსახლების პროცესში, განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ფარგლებში:
ი.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ი.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება;
ი.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;
კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას კერძო მესაკუთრეთა მიერ დეპარტამენტში წარდგენილი საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
ლ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის უფლებამოსილი სუბიექტებისგან გამოთხოვა, მიღებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
მ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი ან/და მცდარი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზუსტი საკადასტრო მონაცემებით სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის მიერ გამოსყიდულ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო მესაკუთრეთათვის დეპარტამენტის მიერ ჩამორთმეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ო) საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მომზადებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
პ) იმ საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
რ) განსახლებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განსახლების კუთხით და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის განსახლების სამმართველო;
ბ) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს გარემოს დაცვის კუთხით ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის გარემოს დაცვის სამმართველო;
გ) „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის რეგისტრაციის სამმართველო;
დ) „ს“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 14🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
1. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) შესყიდვების სამმართველო;
ბ) ანგარიშგების სამმართველო.
3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენისა და სხვა სამუშაოებთან, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის განხორციელება;
გ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი;
ვ) დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის განთავსება;
ზ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცედურების განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარება და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველო;
გ) „ბ“, „ე“, „ვ“ და „თ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 15🔗. საერთაშორისო შესყიდვების სამსახური
1. საერთაშორისო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) შესყიდვების სამმართველო;
ბ) ანგარიშგების სამმართველო.
3. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) განვითარების პარტნიორების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებით, წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, აგრეთვე გამოყოფილი სესხისა და გრანტის ათვისების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ) განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) განვითარების პარტნიორებისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ;
დ) მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება და მისი ორგანიზება;
ე) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას, განვითარების პარტნიორების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;
ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველო;
გ) „ვ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 16🔗. ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამსახური
1. ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) დეპარტამენტის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
დ) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
კ) დეპარტამენტის ქონების დასაწყობებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ლ) დეპარტამენტის შესაბამისი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია;
მ) დეპარტამენტის შესაბამისი უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ო) წლის განმავლობაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
პ) დეპარტამენტის ქონების მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
უ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 17🔗. ადმინისტრაციული სამსახური
1. ადმინისტრაციული სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ადმინისტრაციულ სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.
3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება
ა) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეული) საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მომსახურების, უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის, დეპარტამენტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესაბამის ვადებში შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;
ე) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ვ) დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოება;
თ) საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;
კ) დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მიწოდებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 18🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
1. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
გ) ადამიანური რესურსების მართვასა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
დ) დეპარტამენტში სტაჟირებასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და მათთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის ხელშეწყობა და მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
ზ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის განვითარების მიზნით, სასწავლო პროგრამების მოძიება;
თ) დეპარტამენტის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;
ი) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;
კ) დეპარტამენტის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
ლ) დეპარტამენტის მოხელეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ერთეულთან) თანამშრომლობით, დეპარტამენტის მოხელეების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება/განახლება და თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
მ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საშვების დამზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 19🔗. ფინანსების მართვის სამსახური
1. ფინანსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ფინანსების მართვის სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო.
3. ფინანსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ბ) დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის წარმართვა;
გ) დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური დაგეგმვის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განვითარების პარტნიორების მიერ დეპარტამენტისათვის საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ვ) საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, განვითარების პარტნიორებისგან მიღებული სახსრებით (სესხები და გრანტები) განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) კოორდინაციით, დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება;
თ) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;
ი) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის უწყებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სასესხო ხელშეკრულებების პროექტების, მასალების, დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) შესაბამისი მასალების მომზადება, სესხისა და გრანტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე მათი ათვისების თაობაზე სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანგარიშების შესადგენად;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
ბ) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ და „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
გ) „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;
დ) „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 20🔗. იურიდიული სამსახური
1. იურიდიული სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. იურიდიული სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წარმოადგენს დეპარტამენტს საქართველოს საერთო სასამართლოებში და უცხო ქვეყნის სასამართლო(ებ)ში.
3. იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე(ები) (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე(ები)), სამმართველოს უფროსები (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ(ებ)ი)) და შესაბამისი სპეციალისტები წარმოადგენენ დეპარტამენტს საქართველოს საერთო სასამართლოებსა და უცხო ქვეყნის სასამართლო(ებ)ში, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.
4. იურიდიულ სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო;
5. იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით:
თ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან (ერთეულებიდან) ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება;
თ.გ) დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.დ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა ან სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ასევე, გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათი ცვლილებების სამართლებრივი კუთხით ვიზირება;
ლ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
მ) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) წინადადების საფუძველზე, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გატარების უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) „ი“-„ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) „ო“-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 21🔗. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური
1. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) სამსახურებრივი ინსპექტირების მიზნით:
ა.ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებების, საჩივრების (გარდა ადმინისტრაციული საჩივრებისა), შეტყობინებების ან/და ინფორმაციის განხილვა. აგრეთვე, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შემოწმება, მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით;
ა.გ) შემოწმების შედეგების საფუძველზე, დეპარტამეტის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის რეკომენდაციის წარდგენა, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ა.დ) დეპარტამენტში დისციპლინის შესრულების კონტროლი;
ა.ე) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) ხარისხის მართვის მიზნით:
ბ.ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;
ბ.ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
ბ.გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი და შეფასება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 22🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.