2020 − 2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2025
ძალაში შესვლა 01.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №136
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025027 30
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2020 − 2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2025 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
2020 − 2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამებით, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამებით, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამებითა და „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამებით (შემდგომში − სახელმწიფო პროგრამები) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის მართვასთან დაკავშირებული სირთულეების შესაძლო გავლენის გათვალისწინებით, ამავე დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები ერთჯერადად გათავისუფლდნენ რევიზიის ან/და კონტროლის შედეგად სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის იმ ნაწილის 75%-ის გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების დროისთვის არ არის აღსრულებული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი მოქმედებს, თუ პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა:
ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან აღნიშნული ვალდებულების არაუმეტეს 12 თვის ვადაში განაწილვადებით შესრულების პირობებზე;
ბ) შეწყვეტს სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით განმახორციელებელთან ან პროგრამის ადმინისტრირების ორგანოსთან მიმდინარე ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და სასამართლო დავას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ამავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სრული ოდენობით გადახდის ადმინისტრირება გაგრძელდება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობა ასევე გავრცელდება მასში მითითებულ სარევიზიო/საკონტროლო პერიოდებზე ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებულ, უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელ თანხებზე, აგრეთვე დამატებით ფინანსურ ჯარიმებზე, თუ მიმწოდებელი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 60 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის ჯამური ვალდებულების 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან ამავე აქტით განსაზღვრული ვალდებულების 25%-ის არაუმეტეს 12 თვეში განაწილვადებით შესრულების პირობებზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განაწილვადების პირობები განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასა და განმახორციელებელს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
6. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული/მართვაში მყოფი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები სრულად თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რევიზიის ან/და კონტროლის შედეგად სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის იმ ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების დროისთვის არ არის აღსრულებული.
7. ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე