აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2025
ძალის დაკარგვა 23.06.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 010130000.32.061.016442 29
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №22
2025 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
“
საქართველოს კანონის 61-ე მუხლის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის თანდართული წესი.
2. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებმა (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 20 მარტის №10 დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
) პირთა
ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა
ან/და
მუდმივი
საცხოვრებელი
ადგილის
დამდგენი
კომისიის
მუშაობის წესი
მუხლი
1🔗. რეგულირების
სფერო
1. ეს
წესი
არეგულირებს
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
) პირთა
ფოტოიდენტურობის
დადასტურებასთან
ან/და
მუდმივი
საცხოვრებელი
ადგილის
დადგენასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს
.
მუხლი
2🔗.
ზოგადი
დებულებები
ამ
წესის თანახმად:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებასა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში
–
მთავრობა) წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) (შემდგომში
–
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიები (შემდგომში – კომისია).
3. კომისიები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
კომისიის
უფლებები
და
მოვალეობები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
1.1.
მოითხოვოს განმცხადებლისგან (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენელი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირის განცხადება-ანკეტის შევსება;
1.2. მოითხოვოს
განმცხადებლისაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, სამხედრო ბილეთი, მძღოლის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა;
1.3. მიიღოს/მოითხოვოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობითი განმარტებები;
1.4. საჭიროების
შემთხვევაში, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოს;
1.5. წერილობით
დაადასტუროს ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა (ფოტოიდენტურობა).
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, კომისიას პირადად მიმართავს დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირი (კანონიერი წარმომადგენელი) ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
3. პირის პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან კომისიის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება).
4. კომისია ვალდებულია დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირის (კანონიერი წარმომადგენელი) ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მომართვის შემთხვევაში საფუძვლიანად შეისწავლოს შემოსული განცხადება, არსებული ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალები.
5. კომისია უფლებამოსილია, მიღებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გააცნოს დაინტერესებულ პირს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 4🔗.
კომისიის
შექმნისა
და
მუშაობის
წესი
1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით
მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
კომისია შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3. კომისიის სხდომები იმართება ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადაა:
4.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
– დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ
–
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის შემთხვევაში, მომართვის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე;
4.2. განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენელი) მომართვის შემთხვევაში, მომართვის დღიდან 7 სამუშაო დღე, თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღემდე ვადით, რაც უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს.
5. არსებული გარემოებების შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიცემა კომისიის დასკვნა/ცნობის სახით, შემდეგი რეკვიზიტებით:
5.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე კომისიის დასკვნა/ცნობა (დანართი №1) უნდა შეიცავდეს:
5.1.1. სახელწოდებას;
5.1.2. გაცემის თარიღსა და ადგილს;
5.1.3. პიროვნების სახელს, გვარსა და მამის სახელს;
5.1.4. პიროვნების დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე და წელი);
5.1.5. ინფორმაციას პიროვნების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
5.1.6. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის წევრებისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებს;
5.2.
ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური (დანართი №2) უნდა შეიცავდეს:
5.2.1. პიროვნების სახელს, გვარსა და მამის სახელს;
5.2.2. ფოტოსურათის ჩასაკრავ ადგილს;
5.2.3. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებს;
5.2.4. შენიშვნას იმის თაობაზე, რომ დასტური ძალაშია მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე კომისიის დასკვნა/ცნობასთან ერთად;
5.2.5. ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.
6. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის თანახმად, თუ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ იძლევა დადებით შედეგს და არ არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, შესაბამისი დასკვნა/ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფხაზეთის ავტონომოური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში.
მუხლი 5🔗.
კომისიის
რეორგანიზაცია
,
ლიკვიდაცია
და
კომისიის
მუშაობის
წესში
ცვლილებების
შეტანა
კომისიის
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი
№1
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(
დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
)
პირთა
ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა
ან/და
მუდმივი
საცხოვრებელი
ადგილის
დამდგენი
კომისიის
დასკვნა
/
ცნობა
(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე)
№
ქ. --------------- ------- ---------- 20-წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
“
საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად:
პიროვნების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
დაბადებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ცხოვრების წლები ________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კომისიის წევრები
კომისიის მდივანი:
დანართი
№2
კომისიის
დასკვნა
/
ცნობა
(ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტურის თაობაზე)
№
ფოტოსურათის ადგილი
ბ
.
ა
.
პიროვნების _____________________________________________________________________
(
გვარი
,
სახელი
,
მამის
სახელი
)
კომისიის
თავმჯდომარე
:
კომისიის
მდივანი
:
შენიშვნა
:
კომისიის
დასკვნა
/
ცნობა
,,
ფოტოიდენტურობის
წერილობითი
დასტურის
თაობაზე
“
ძალაშია
მხოლოდ
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(
დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
)
პირთა
ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა
ან/
და
მუდმივი
საცხოვრებელი
ადგილის
დამდგენი
კომისიის
,,
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(
დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
)
პირთა
მუდმივი
საცხოვრებელი
ადგილის
დადგენის
თაობაზე
“
დასკვნა
/
ცნობასთან
ერთად
.
დანართი
№3
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებულ
(
დევნილის
სტატუსის
მაძიებელი
)
პირთა
განცხადება
-
ანკეტა
პირადი ინფორმაცია
1.1. სახელი, გვარი, მამის სახელი: ------------------------------------------------------------
1.2. პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------
1.3. (სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, თავდაპირველი სახელი ან/და გვარი) -------------------------------------------------------------------------------------------
1.4. დაბადების ადგილი და თარიღი -------------------------------------------------------
1.5. ოჯახური მდგომარეობა: ----------------------------------------------------------------
1.6. ქორწინების/განქორწინების ადგილი და თარიღი --------------------------------------
1.7. ოჯახის წევრთა (მათ შორის, თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები) მონაცემები იძულებით გადაადგილებამდე: -------------------------------------------------
სახელი, გვარი, ნათესაური კავშირი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, შენიშვნა
1.8. ოჯახის წევრთა (მათ შორის, თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები) მონაცემები იძულებით გადაადგილების შემდგომ: -----------------------------------------
სახელი, გვარი, ნათესაური კავშირი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, შენიშვნა
1.9. განათლება, ---------------------------- (სასწავლებლის (სკოლა/ინსტიტუტი/) სრული დასახელება და მისამართი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.10. ინფორმაცია თანაკლასელების/თანაკურსელების შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ეწეოდით თუ არა შრომით საქმიანობას იძულებით გადაადგილებამდე:
2.1. დაწესებულების დასახელება და მისამართი -----------------------------------------
2.2. დაკავებული თანამდებობა -------------------------------------------------------------
2.3. ინფორმაცია დირექტორის/უფროსის, ასევე თანამშრომლების შესახებ:
------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე (ზუსტი მისამართი, გავრცელებული უბნის დასახელება, ცხოვრების წლები) --------------------------------------------------------------------------------------------------
3.1. საცხოვრებელი ადგილის დატოვების თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.2. დეტალური ინფორმაცია რა ვითარებაში მოხდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება (მიუთითეთ კონკრეტულად ვისთან ერთად დატოვეთ აფხაზეთის ა/რ ტერიტორია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელ.) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.3. ინფორმაცია მეზობლების შესახებ:--------------------------------------------------------
4. ინფორმაცია მოქალაქეობისა და მუდმივი რეგისტრაციის (ჩაწერა/ამოწერა) შესახებ:
4.1. ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე, გაგაჩნიათ თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან/და ორმაგი მოქალაქეობა--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.2. გაგაჩნიათ თუ არა სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, საბინაო წიგნაკი, შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრება: ------------------------------------------------------------------------------------------------------
4.3. გთხოვთ მიუთითოთ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირი (პირები), (მიუთითეთ სახელი, გვარი, მისამართი, ტელ.:), რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაცია თქვენს მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით: ---------------------------------------------------------------------
5. ამჟამინდელი დროებითი (დევნილად რეგისტრაციის/ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი/მისამართი:------------------------------------------------------------------------------
6. დამატებითი ინფორმაცია: ------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის მოთხოვნა:---------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა.
თარიღი.