პროგრა-მული კოდი დასახელება 2025 წლის პროექტი (ათ.ლარი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2025 წლის 2 მაისი ქ.ლაგოდეხი |
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია - 1 565 900 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდა ხუთი ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 271 000 (ორას სამოცდა თერთმეტი ათასი) ლარი. ჯამში: - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 836 900 (ერთი მილიონ რვაას ოცდათექვსმეტიათას ცხრაასი ) ლარი.“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-7 მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა
ა) სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა;
ბ) პერონალური ასისტენტის სერვისი.“.
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-8 მუხლს დაემატოს 34-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა
ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროების მქონე (მოსარგებლე) პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრიდან.“
4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-9 მუხლს დაემატოს 34-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა, დადებითი შეფასებისას ანაზღაურდეს 25 ლარის ოდენობით (ერთ ბენეფიციარზე).“.
5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის; ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა კვლევა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჰიგიენური (საფენების; კანის დამატენიანებელი და ჰიგიენური) საშუალებების, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომიით დაავადებულ პირთათვის, საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მეტყველების, ქცევითი თერაპიის კურსისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსებისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განსახილველა დაუყოვნებლივ გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.“.
6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-10 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება მოხდება 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.“.
7.დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
პროგრა-მული
კოდი
დასახელება
2025 წლის
პროექტი (ათ.ლარი)
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1 565 900
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
271 000
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
06 02
სოციალური დაცვა
06 02 01
ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა
ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება.
80 000
პროგრამის შესაბამისად
06 02 02
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
279 000
წელიწადში ერთხელ და ახალწელს ერთჯერადად.
ტყუპი შვილის შეძენისას ოჯახების დახმარება.
ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახის დახმარება.
დაბადებიდან 6 თვის ვადაში
ახალშობილთა ოჯახზე სასაჩუქრე კალათის გადაცემა
პროგრამის შესაბამისად
დედ-მამით ობოლი ბავშვების, ბავშვების, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის სტატუსი
პროგრამის შესაბამისად
ობოლ, მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი
პროგრამის შესაბამისად
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მქონე პირების დახმარება.
პროგრამის შესაბამისად წელიწადში ერთხელ
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა
არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი,კომოდი საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.
წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.
06 02 03
სამედიცინო კვლევების, სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.
550 000
პროგრამის შესაბამისად (აღნიშნული თანხის შევსებამდე)
ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება
პროგრამის შესაბამისად
(აღნიშნული თანხის შევსებამდე)
ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.
პროგრამის შესაბამისად
(აღნიშნული თანხის შევსებამდე)
იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით დახმარება
პროგრამის შესაბამისად
იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა.
პროგრამის შესაბამისად
გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების ხელშეწყობა.
პროგრამის შესაბამისად
კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.
პროგრამის შესაბამისად
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.
პროგრამის შესაბამისად
ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას
წლის განმავლობაში ერთჯერადად - 1000 ლარის ოდენობით.
06 02 04
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა
95 600
პროგრამის შესაბამისად
06 02 05
06 02 06
მზრუნველობამოკლე-ბულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
180 000
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
06 02 07
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა
19 200
პროგრამის შესაბამისად
06 02 08
ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
6 100
პროგრამის შესაბამისად
06 02 09
უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა.
90 000
პროგრამის შესაბამისად
06 02 10
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების
60 000
პროგრამის შესაბამისად
06 02 11
100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა
3000
პროგრამის შესაბამისად
06 02 12
სარიტუალო ხარჯი
სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
15 000
პროგრამის შესაბამისად
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
პროგრამის შესაბამისად
06 02 13
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
95 000
პროგრამის შესაბამისად
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახების დახმარება. საახალწლოდ ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტების შეძენა
პროგრამის შესაბამისად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება
პროგრამის შესაბამისად
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდე ასაკის) ოჯახის დახმარება
წელიწადში ერთჯერადად
უსინათლოთა დახმარება
პროგრამის შესაბამისად
06 02 17
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.
30 000
პროგრამის შესაბამისად
06.02.18
პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა
ა) სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა.
ბ) პერონალური ასისტენტის სერვისის უზრუნველყოფა.
63 000
პროგრამის შესაბამისად
|