„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2025 წლის 2 მაისი ქ. ლაგოდეხი |
„მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება 55 000 ლარის ოდენობით.“
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაფინანსება/თანადაფინანსება – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსება ან თანადაფინანსება ერთი ინიციატივის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3000 ლარისა (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში 55 000 ლარის ფარგლებში;“.
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტები უნდა მოიცავდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ შემდეგი მიმართულების პროექტებს: ერთჯერადი ან მრავალჯერადი ახალგაზრდული ღონისძიებ(ებ)ის (განათლების, კულტურის, სპორტის, ბანაკების და სხვა) ორგანიზება, არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი), ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერა, ინოვაციური იდეის მხარდაჭერა, სოციალურ სფეროში განსახორციელებელი ისეთი აქტივობა, რომელიც არ ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო სხვა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჯანდაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება რომელიც გამომდინარეობს ახალგაზრდების ინტერესებიდან, გარემოსდაცვითი საკითხები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტები.“.
4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება 3000 ლარს, გარდა ერთობლივი პროექტის განხორციელებისა, სადაც დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება თემის ახალგაზრდული საბჭოების შემთხვევაში თითოეული პროექტის დაფინანსების შეკრებით მიღებულ მაქსიმალურ თანხას, ხოლო მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შემთხვევაში – 10 000 ლარს.“.
5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალგაზრდულმა საბჭოებმა პროექტების ინიცირება უნდა მოახდინონ არაუგვიანეს, საბიუჯეტო წლის მეორე კვარტალის დასრულებამდე.“.
6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ინიციატივას თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და მისი წარმოდგენა არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის მეორე კვარტალის დასრულებამდე შეუძლებელი იყო.“.
7.დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე კონტროლი
ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებულ უკვე განხორციელებულ პროექტების კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახური.“.
|