„სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის აკრძალვისა და იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევებში მისი ჩამორთმევის შესახებ“ სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების რეალიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა თაობაზე

მიღების თარიღი 28.07.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 000000370.02(0).000.000066 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
1,643 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის აკრძალვისა და იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევებში მისი ჩამორთმევის შესახებ“ სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების რეალიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება № 387 1990 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი „სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის აკრძალვისა და იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევებში მისი ჩამორთმევის შესახებ“ სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების რეალიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ხანს რესპუბლიკაში უკიდურესად დაიძაბა ოპერატიული ვითარება, გაუარესდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობა. გახშირდა იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით თავდასხმები მილიციის მუშაკებზე, სამხედრო მოსამსახურეებზე, შინაგან საქმეთა ორგანოების განყოფილებებსა და სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. მოსახლეობაში დიდძალი იარაღის, ტყვია-წამლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ დაგროვება ქმნის მძიმე დანაშაულობათა ჩადენის პოტენციურ საშიშროებას, იწვევს მოქალაქეთა მსხვერპლს. ზოგიერთ რეგიონში ადგილი აქვს შეიარაღებულ ფორმირებათა თვითნებურად შექმნის ფაქტებს, ამ ფორმირებაში დამნაშავე ელემენტთა და სხვადასხვა საეჭვო პირთა გაერთიანებას. რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ბევრი საქალაქო და რაიონული საბჭოს აღმასკომის, შინაგან საქმეთა შესაბამისი განყოფილებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები იჩენენ უპასუხისმგებლობას, არ ახორციელებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს იარაღის, ტყვია-წამლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დადგენილი წესით შენახვის უზრუნველსაყოფად. ასეთი ვითარება ხელს უწყობს მათი დატაცების პირობების შექმნას, ამძაფრებს დაძაბულობას, განაპირობებს სიტუაციის დესტაბილიზებას, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ყოველივე ეს იწვევს საზოგადოებრიობის, შრომითი კოლექტივების, მთელი მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებასა და შეშფოთებას, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვენ მდგომარეობის დაუყოვნებლივ ნორმალიზაციას. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად: – საქართველოს სსრ ტერიტორიაზე შექმნილი შეიარაღებული ფორმირებანი (შეიარაღებული გაერთიანებები, რაზმები, რაზმეულები, ქვეგანაყოფები, ლეგიონები და სხვა შეიარაღებული ჯგუფები), რომლებიც გათვალისწინებული არ არის კანონმდებლობით, უკანონოა და უნდა დაიშალოს 15 დღის ვადაში პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების მომენტიდან; – ამავე ვადაში ამ ფორმირებათა, ასევე ცალკეულ მოქალაქეთა ხელთ უკანონოდ არსებული იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი ნივთიერებანი, საბრძოლო ტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება უნდა ჩაბარდეს შინაგან საქმეთა ორგანოებს; – ნებისმიერი ორგანოებისა და ორგანიზაციების, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა გადაწყვეტილებებსა და მოქმედებას, რომელთა მიზანია ადრე შექმნილი შეიარაღებული ფორმირებების შენარჩუნება და ახალთა შექმნა, რომლებიც გათვალისწინებული არ არის სსრ კავშირის კანონმდებლობით, არა აქვს იურიდიული ძალა და იწვევს პასუხისმგებლობას კანონის შესაბამისად. 2. განსაზღვრულ ვადებში სსრ კავშირის პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა და მათმა შესაბამისმა რგოლებმა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ იარაღის, ტყვია-წამლისა და ასაფეთქებელ  ნივთიერებათა ამოღება. 3. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს სსრ პროკურატურასთან ერთად საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოპერატიულად გადაწყვიტონ სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ პირთა მიცემის საკითხი, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩააბარებენ იარაღს, ტყვია-წამალს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, აგრეთვე იმ პირთა, რომელთაც ბრალი ედებათ იარაღის უკანონო ტარებაში, შენახვაში, შეძენაში, დამზადებაში ან გასაღებასა და ამ დანაშაულობათა დაფარვაში. 4. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებმა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მკაცრი კონტროლი იმ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისადმი, რომელთაც აქვთ ან ამზადებენ (ან შეუძლიათ დაამზადონ) იარაღი, ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი ნივთიერებანი. ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ ასეთი ტიპის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში აღნიშნული ქონების ინვენტარიზაცია, ამასთან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ ობიექტების დადგენილი წესით დაცვის გაძლიერებისათვის. 5. დაევალოთ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებს: – სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნებიდან და რეგიონის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად დაუყოვნებლივ შეადგინონ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კონკრეტულ ღონისძიებათა პროგრამა-გრაფიკი და დააწესონ კონტროლი მისი შესრულებისადმი; – უზრუნველყონ საზოგადოებრივი ძალების მობილიზება მათ წინააღმდეგ, ვინც პროვოკაციურად იწვევს დაძაბულობას, ვითარების დესტაბილიზებას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არ იცავს კანონის მოთხოვნებს და თავისი მოქმედებით საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; – მოსთხოვონ სამართალდამცველ ორგანოებს, საბჭოთა და სამეურნეო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს განუხრელად განახორციელონ სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულებისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებანი და მათ მიმართ, ვინც იჩენს უპასუხისმგებლობას, არ ემორჩილება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს; – სრულად გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლებები, პერიოდულად მოისმინონ აღმასკომების სხდომებსა და საბჭოების სესიებზე შინაგან საქმეთა განყოფილებების უფროსთა, აგრეთვე საწარმო-დაწესებულებების ხელმძღვანელთა ანგარიშები იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებენ სამართალდარღვევათა შემთხვევების აღსაკვეთად და კანონიერების დაცვის საქმეში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; – განახორციელონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულობათა თავიდან აცილების პროფილაქტიკური ღონისძიებანი. ამ მიზნით უზრუნველყონ შრომითი კოლექტივების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, სასწავლებელთა, სამინისტროთა და უწყებათა აპარატების თანამშრომლობის, ინტელიგენციის წარმომადგენლების მონაწილეობა სამართალდამცველი ორგანოების მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა გატარებაში; – რესპუბლიკის სამართლებრივ-მორალური ატმოსფეროს გაჯანსაღებისათვის მიმართულ საქმიანობაში ფართოდ გამოიყენონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებთან, გაერთიანებებთან და ჯგუფებთან პრაქტიკული თანამშრომლობის აქტიური ფორმები და საშუალებები. 6. რესპუბლიკაში დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, კანონიერების დაცვის, სახელწმიფო-სამართლებრივ ღონისძიებათა განხორციელების, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში დემოკრატიზაციისა და საჯაროობის პრინციპების დამკვიდრებისათვის საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა (ამხ. ა. გოგელია): – აამაღლოს და გააძლიეროს სატელევიზიო და რადიოპროგრამების ოპერატიული მდგომარეობის ამსახველი საინფორმაციო გამოშვებების პროფესიული დონე, ქმედითობა, გაზარდოს მათი პერიოდულობა; – შემოიღოს სპეციალური დეკადური ციკლი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის, რესპუბლიკის პროკურატურის, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით; – ტელევიზიისა და რადიოს სამართლისა და მორალის რედაქციების საშტატო ერთეულებით გაზრდის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებანი წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს; – სამართლებრივი საკითხების ოპერატიული გაშუქებისათვის დააწესოს საქტელერადიოს პოლიტიკური მიმომხილველის შტატი; – საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროსთან (ამხ. ვ. კობახიძე) და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან (ამხ. ი. ანდრიაძე) ერთად განახორციელოს თბილისის საქალაქო რადიოქსელის ეფექტიანი გამოყენება მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირებისათვის, განსაკუთრებით პიკისა და საღამოს საათებში. 7. გაზეთების „კომუნისტის“, „ზარია ვოსტოკას“, „ჰორურდაინ ვრასტანის“, „სოვეტ გურჯისტანის“, „რესპუბლიკის“, „ცხოვრება და კანონის“ ჟურნალ „სახელწმიფო და სამართლის“ რედაქციებმა, ავტონომიურ ფორმირებათა პრესის ორგანოებმა, მრავალტირაჟიანმა გაზეთებმა უზრუნველყონ ოპერატიული და ანალიტიკური მასალების სისტემატური პუბლიკაცია, საბჭოთა, სამეურნეო და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელთა გამოსვლები იმ ღონისძიებების გასაშუქებლად, რომლებსაც ახორციელებენ ისინი რესპუბლიკაში, რეგიონში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მართლწესრიგის დასამყარებლად, ამორალური, სისხლის სამართლის დანაშაულობათა და სხვა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. 8. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ შესაბამისმა ტელერადიოკომიტეტებმა მათთვის დამტკიცებულ სამაუწყებლო პროგრამებში მუდმივად გაითვალისწინონ საინფორმაციო გამოშვებები ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქში შექმნილი ოპერატიული სიტუაციის, სამართალდამცველი ორგანოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ მოსახლეობის სისტემური ინფორმირებისათვის. 9. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ (ამხ. ა. თავხელიძე), საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ამხ. შ. გორგოძე), საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროსთან (ამხ. ვ. შარაშენიძე), საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოსთან (ამხ. ა. კარანაძე), საქართველოს სსრ პროკურატურასთან (ამხ. ვ. რაზმაძე), საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (ამხ. ტ. ლორთქიფანიძე) ერთად ერთი თვის ვადაში დაამუშაოს და წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს წინადადებანი ერთობლივი საინფორმაციო კომპიუტერული სისტემების შექმნის შესახებ. 10. რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტების გაუმჯობესების, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ამხ. შ. გორგოძე): – გააძლიეროს სამინისტროს პრესცენტრი, 2 დღის ვადაში დააკომპლექტოს იგი საჭირო რაოდენობის საშტატო ერთეულებით, პროფესიონალი ჟურნალისტებითა და იურისტებით, უზრუნველყოს მისი ოპერატიული, მოქნილი და ეფექტიანი ფუნქციონირება, შექმნას პრესცენტრთან ტელე და რადიოჯგუფები, აღჭურვოს იგი თანამედროვე ვიდეო და რადიოაპარატურით, ტრანსპორტით; – წინადადებანი საუწყებო გაზეთ „მებრძოლი გუშაგის“ ტირაჟისა და პერიოდულობის გადიდების, მისი რუსული დუბლის გამოცემის, გაზეთის რედაქციისა და პრესცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა-გაუმჯობესების შესახებ წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ერთი კვირის ვადაში. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მზადდება საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვიური ბიულეტენის გამოცემის საკითხი. 11. რესპუბლიკაში სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, მართლწესრიგის დამყარების ეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობის, ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნას საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის სახელწმიფო-სამართლებრივი განყოფილება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობამ წარმოადგინოს წინადადება აღნიშნული განყოფილების დაკომპლექტების შესახებ. 12. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე ადგილებზე მუშაობის ორგანიზაციისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად რესპუბლიკის რეგიონებზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს წევრთა მიმაგრება, დანართის თანახმად. საქართველოს სრ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრებმა უზრუნველყონ სამართალდამცველი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ქმედით ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკების შემუშავება და დააწესონ კონტროლი მათი განხორციელებისადმი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილ იქნეს მათი ინფორმაციები რეგიონებში მიმდინარე მუშაობის შესახებ. 13. „სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის აკრძალვისა და იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევებში მისი ჩამორთმევის შესახებ“ სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების რეალიზაციის მიზნით და რესპუბლიკაში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად შეიქმნას რესპუბლიკური შტაბი შემდეგი შემადგენლობით: ნ. ჭითანავა (შტაბის ხელმძღვანელი), ო. გონაძე, შ. გორგოძე, ტ. ლორთქიფანიძე, ვ. რაზმაძე, ვ. შარაშენიძე. რესპუბლიკურმა შტაბმა განსაზღვროს თავისი საქმიანობის პრინციპები, უფლება-მოვალეობანი და რეგლამენტი. შტაბის კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებანი, მითითებანი და დადგენილებანი სავალდებულოა რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებებისათვის. 14. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების შესრულებისათვის დაეკისროთ რესპუბლიკურ შტაბს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომების თავმჯდომარეებს, რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს. 15. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                                          ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე                         ა. პაიჭაძე დანართი „სსრ კავშირის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის აკრძალვისა და იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევებში მისი ჩამორთმევის შესახებ“ სსრ კავშირის პრეზიდენტის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულების რეალიზაციის უზრუნველყოფად რესპუბლიკის რეგიონებზე მიმაგრებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს წევრების სია რეგიონი მიმაგრებული მუშაკები ქ. თბილისი აფხაზეთის ზონა აფხაზეთის ასსრ ამხ. ო. მელქაძე ამხ. ო. სულაძე ამხ. ვ. ჯინჯიხაძე აჭარის ზონა აჭარის ასსრ ამხ. გ. მგელაძე ოზურგეთის რაიონი ამხ. ლ. ზაქაიძე ლანჩხუთის რაიონი ამხ. ნ. ნეფედოვი ჩოხატაურის რაიონი შიდა ქართლის ზონა ამხ. ო. ქვილითაია ამხ. ვ. კაჭარავა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ამხ. მ. მეგრელიშვილი ქ. გორი გორის რაიონი ქარელის რაიონი კასპის რაიონი ხაშურის რაიონი მცხეთის რაიონი დუშეთის რაიონი თიანეთის რაიონი ყაზბეგის რაიონი ქუთაისის ზონა ქ. ქუთაისი ქ. წყალტუბოს ზონა ზესტაფონის რაიონი სამტრედიის რაიონი ბაღდათის რაიონი ხონის რაიონი ვანის რაიონი ამხ. დ. დვალიშვილი ამხ. ვ. ასათიანი ამხ. ბ. სარალიძე ფოთის ზონა ქ. ფოთი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის რაიონი სენაკის რაიონი აბაშის რაიონი წალენჯიხის რაიონი ამხ. ვ. ალავიძე ამხ. რ. ბასარია ამხ. ლ. ღურწკაია რეგიონი მიმაგრებული მუშაკები ჩხოროწყუს რაიონი მარტვილის რაიონი ხობის რაონი იმერეთის ზონა ქ. ჭიათურა ქ. ტყიბული საჩხერის რაიონი ხარაგაულის რაიონი ცაგერის რაიონი ლენტეხის რაიონი მესტიის რაიონი ონის რაიონი ამბროლაურის რაიონი თერჯოლის რაიონი ამხ. ჟ. შარტავა ამხ. ნ. ენდელაძე ამხ. რ. ღლონტი კახეთის ზონა საგარეჯოს რაიონი გურჯაანის რაიონი თელავის რაიონი ახმეტის რაიონი სიღნაღის რაიონი წითელწყაროს რაიონი ყვარლის რაიონი ლაგოდეხის რაიონი ამხ. ბ, მახარაშვილი ამხ. ვ. კობახიძე ამხ. ი. მენაღარიშვილი ქვემო ქართლის ზონა ქ. რუსთავი გარდაბნის რაიონი მარნეულის რაიონი ბოლნისის რაიონი დმანისის რაიონი თეთრი წყაროს რაიონი ამხ. ო. ვარძელაშვილი ამხ. ვ. შარაშენიძე ამხ. გ. ჯავახიშვილი სამხრეთ საქართველოს ზონა ბორჯომის რაიონი ახალციხის რაიონი ახალქალაქის რაიონი ასპინძის რაიონი ბოგდანოვსკის რაიონი ადიგენის რაიონი წალკის რაიონი ამხ. ზ. ლაბახუა ამხ. ბ. ლობჟანიძე ამხ. შ. ჭალაგანიძე ზონების მიხედვით ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკის პროკურატურის, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკები. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე                                              ა. პაიჭაძე