საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №4/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016008 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება
№4/ნ
2025 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ბ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
დ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
ე) სამინისტროს შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;
თ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დირექტორთან გასაფორმებელი სამსახურებრივი ხელშეკრულების მომზადება და მისი გაფორმების ორგანიზება;
ი) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის, შესაბამისი წარდგინების მომზადება და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;
მ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზების მიზნით პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის ორგანიზაციული მხარდაჭერა; საჭიროების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში ჩართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის მოტივაციის მეთოდების დანერგვა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროში კორპორატიული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება და ამ მიზნით:
პ.ა) შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებში, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, უფლებამოსილების მიხედვით, სხვა დაწესებულებაში;
პ.ბ) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილება;
რ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;
ს) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
ტ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს სამსახურს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს სამსახურში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ სამსახურის შესაბამის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის ან/და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. უფლებამონაცვლეობა
1. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
2. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს სამსახურის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.