საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016012 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/05/2025
725 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2025 მიღება
18.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 22.01.2026 საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.08.2025 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 06.05.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.06.2025 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №8/ნ 2025 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით. 4. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) სამინისტროს შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; გ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა; დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნა; ზ) სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. სამსახურის უფროსი სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს სამსახურს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის  საჯარო  მოსამსახურე 1. სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებას; ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კანონიერებასა და ადეკვატურობაზე; გ) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. უფლებამონაცვლეობა სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს სამსახურის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.