მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №412

1990 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დამტკიცდეს მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 თებერვლის №19 გადაწყვეტილება და გამოეყოს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას, საქართველოს სახალხო ფრონტსა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას ახალი სოფლის მშენებლობისათვის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ნასოფლარ ჰუჯაფის მიმდებარედ - 25,42 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 22,99 ჰექტარი, სათიბი - 2,2 ჰექტარი, გზა - 0,23 ჰექტარი.

მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ, საქართველოს სახალხო ფრონტმა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებამ:

- უზრუნველყონ გამოყოფილი ფართობის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა გაერთიანება „საქგეოლოგიასთან“ ერთად მშენებლობის დაწყებამდე;

- განახორციელონ დასახელება საქსახარქიტექტურასთან ერთად გამოყოფილი ტერიტორიის დაგეგმარების პროექტის შესაბამისად;

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

შრომის სახელმწიფო კომიტეტმა აღმოუჩინოს დახმარება მარნეულის რაიაღმასკომს, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას, საქართველოს სახალხო ფრონტსა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას ახალ სოფელში მუდმივ საცხოვრებლად ჩასახლებული კონტიგენტის შერჩევაში.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე


 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6492933/