პუბლიკაციის თარიღი 07.05.2025
მოქმედების პერიოდი 07.05.2025 — 15.07.2025
გამომცემი ორგანო საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები
ნომერი №02
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის
ბრძანება №02
2025 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 32-ე, - 341 მუხლების, საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის 31-ე - 34-ე მუხლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქცია“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ინსტრუქცია
პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დაანგარიშების, პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე შეცდომით გაცემული თანხების გამოვლენის და რეაგირების წესსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე ინსტრუქციით სხვაგვარად არის განმარტებული.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) საპენსიო ფონდი ან ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი;
გ) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაწილის ან პენსიის მიმღების გვერდი, საიდანაც მონაწილეს/პენსიის მიმღებს აქვს წვდომა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, როგორც განმარტებულია კანონით;
დ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა;
ე) სტატისტიკური მონაცემები – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული მონაცემები;
ვ) წარმომადგენელი – მონაწილის, პენსიის მიმღების ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ზ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომელი;
თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;
ი) სამედიცინო დაწესებულება – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება;
კ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;
ლ) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“.
მუხლი 3🔗. პენსიის დანიშვნისა/გაცემისა და საპენსიო აქტივების გაცემის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. საპენსიო ფონდი კანონის შესაბამისად, ახდენს პენსიის და საპენსიო აქტივების დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების ორგანიზებას, აგრეთვე პენსიისა და საპენსიო აქტივების ღირებულების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კანონით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი პირობების შესაბამისად.
თავი II
პენსიის მიღების ფორმები
მუხლი 4🔗. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები
1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს წარმოეშობა უფლება, მიიღოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაანგარიშებული პენსია, კანონით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია:
ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით;
ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით;
გ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით. აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
გ.ა) მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან
გ.ბ) საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება საპენსიო ფონდის მიერ მონაწილის შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
3. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევისას არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებით, საპენსიო შენატანის განხორციელება გრძელდება კანონის და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მონაწილის მიერ პენსიის/საპენსიო აქტივების მოთხოვნამდე.
მუხლი 5🔗. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები
1. შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პენსია, კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
2. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია შესაძლოა გაიცეს:
ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრული წესით;
ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-19 მუხლით განსაზღვრული წესით;
გ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 6🔗. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისათვის გადაცემის ფორმები
1. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები:
ა) მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით (თუკი ის საპენსიო სქემის მონაწილეა), წინამდებარე ინსტრუქციის 21-ე მუხლით განსაზღვრული წესით;
ბ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7🔗. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების ფორმები
1. მონაწილე, რომელსაც შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას, უფლებამოსილია მიიღოს მისი საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით კანონით და წინამდებარე ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
თავი III
განცხადების წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი
მუხლი 8🔗. საპენსიო ფონდისთვის განცხადებით მიმართვის წესი
1. კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უფლებამოსილია:
ა) საპენსიო ფონდის მისამართზე გააგზავნოს ამ თავით განსაზღვრული, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები; ან
ბ) მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები. საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმისა, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელსაც აქვს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი, უფლებამოსილია საპენსიო ასაკში პენსიის მიღების, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მიღების ან გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, ამ თავით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები საპენსიო ფონდს წარუდგინოს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენელი არ არის უფლებამოსილი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების შევსების, დოკუმენტაციის ატვირთვის, განცხადების ხელმოწერის და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნის დეტალური ინსტრუქციის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე, ასევე, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 9🔗. საპენსიო ასაკში პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით მონაწილე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან აღნიშნული ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:
გ.ა) ხელშეკრულება, სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც ნოტარიულად იქნება დამოწმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან ასეთი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მონაწილის საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების ოდენობის თანხის გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 1(ა)) და ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით მონაწილის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 1(ბ)) და ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნა.
მუხლი 10🔗. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით მონაწილე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;
ბ) მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტი) ამონაწერის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან სსე აქტის ამონაწერის ორიგინალის სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ფონდის მიერ დადასტურებული ასლი, ან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილი სსე აქტის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;
გ) ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში, საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
დ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:
დ.ა) ხელშეკრულება სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერები სანოტარო წესით უნდა იქნას დამოწმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების ასლის წარდგენის შემთხვევაში, ასეთი ასლის დედანთან სისწორე ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ.ბ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მთლიანი საპენსიო აქტივების გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „დ.ა“ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია; განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 2(ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით მონაწილის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია; განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 2 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნა.
მუხლი 11🔗. მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით მიღების მიზნით გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;
ბ) გარდაცვლილი მონაწილის დანაშთ ქონებაზე ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
გ) გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღების სურვილის შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში – საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მემკვიდრის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ღირებულების გადაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 3 (ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით მიღების მიზნით, მემკვიდრის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენელი ვალდებულია, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 3 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ მონაწილეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, თავისი წილი საპენსიო აქტივების მიღების მიზნით ყველა მემკვიდრე ვალდებულია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნა.
მუხლი 12🔗. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილე ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის დამადასატურებელი, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის ფაქტი, თარიღი და რომელშიც ასევე მოცემულია მონაწილის პირადი ნომერი, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში;
გ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მისი საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 4 (ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილის წარმომადგენლის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 4 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
მუხლი 13🔗. განცხადების მიღებისა და განხილვის წესი
1. პენსიის ან საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღების მიზნით, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან მათი წარმომადგენლის საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში, ამ თავის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი აწვდის განმცხადებელს ინფორმაციას პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების იმ ფორმების შესახებ, რომლებიდანაც შესაბამისი განმცხადებელი უფლებამოსილია კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად აირჩიოს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების ფორმა. აღნიშნულის შემდეგ, უფლებამოსილ თანამშრომელს ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში შეჰყავს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი შესაბამისი ინფორმაცია და მონაწილის / გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან წარმომადგენლის მიერ შერჩეული პენსიის ან საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღების ფორმა.
2. ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სათანადო ღილაკზე დაჭერის გზით ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირდება განცხადება, ამ ინსტრუქციით მოცემული შესაბამისი დანართის ფორმით. ელექტრონული სისტემის მიერ განცხადების გენერირების შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი ამობეჭდავს განცხადებას და გაცნობის მიზნით გადასცემს მონაწილეს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან წარმომადგენელს.
3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. ხოლო თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ შესაბამისი გაუქმების ბარათის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერას და აღნიშნული ბარათის საფუძველზე განცხადების გაუქმების ფაქტს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. მონაწილის, მონაწილის მემკვიდრის ან მათი წარმომადგენლის მიერ განცხადების ელექტრონულად ხელმოწერის შემთხვევაში განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო განცხადების მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას. მატერიალურად ხელმოწერილი განცხადება როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით ინახება საპენსიო ფონდში.
5. განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს სამახსოვრო ბარათს, რომ მონაწილის, ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილ იქნა პენსიის დანიშვნა ან საპენსიო აქტივების გადაცემა, ხოლო მემკვიდრის შემთხვევაში – მონაწილის მემკვიდრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილ იქნა საპენსიო აქტივების გადაცემა. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული სამახსოვრო ბარათის ამობეჭდვას, და მონაწილისთვის, მონაწილის მემკვიდრისთვის ან წარმომადგენლისთვის გადაცემას.
6. წინამდებარე ინსტრუქციის ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების ასახვას ელექტრონულ სისტემაში, ხოლო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ინახავს შემდგომი რეაგირების მიზნით.
7. ინსტრუქციის ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდისათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში და ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე მიიჩნევა საპენსიო ფონდის მიერ მიღებულად.
8. საპენსიო ფონდი პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის საკითხის განხილვას დაიწყებს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღების/ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან, ხოლო პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემა/გადახდა განხორციელდება პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების თარიღიდან კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან არასათანადოდ, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი განმცხადებლისათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე მოითხოვოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად ან/და სათანადოდ წარდგენა და აღნიშნულისათვის განსაზღვროს ვადა არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ოდენობით. ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდისათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, წარდგენილი დოკუმენტების სრულად და სათანადოდ განხილვის მიზნით, მოითხოვოს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენილი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა, საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის ან/და პირადად გამოცხადების გზით. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება სრულყოფილი და სათანადო დოკუმენტების წარდგენა, საპენსიო ფონდი განუხილველად დატოვებს პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ განცხადებას.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში მონაწილეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და აღნიშნული თანხა რჩება პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
12. თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
ა) სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თავი IV
საპენსიო ასაკში პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემის წესი
მუხლი 14🔗. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა პროგრამული გატანით
1. მონაწილის მიერ პენსიის პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი განცხადების მიღების შემდეგ, აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გამოითვლის მონაწილის მიერ მისაღებ პენსიას შემდეგი ფორმულით:
MP = (PA-OA) / T,
სადაც:
MP არის ყოველთვიური პენსია;
PA არის მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულება გამოთვლის დღის მდგომარეობით და მასზე დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
OA შედარების შედეგად იდენტიფიცირებული შესაძლო ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
T არის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოთვლის დღისათვის მონაწილის, სქესის მიხედვით, სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.
2. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს პენსიის/საპენსიო აქტივების თვიური ოდენობის გაცემას, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის, პროგრამულად გასაცემი წლიური პენსიის ნარჩენი თანხა, შენარჩუნდება მონაწილის საინვესტიციო პორტფელში/პორტფელებში.
3. საპენსიო ფონდი, პენსიის დანიშვნის თაობაზე შესაბამისი განცხადებით ფონდისადმი მიმართვის თარიღიდან ამ წესის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად ან/და სათანადოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უგზავნის მას მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პენსიის გაცემის შესახებ, პენსია დანიშნულად ჩაითვლება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართვის თვის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან, განურჩევლად საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების თარიღისა, ხოლო პენსიის გაცემა / გადახდა დაიწყება პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა საპენსიო ფონდის მიერ მოხდება თვეში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღისა.
5. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ასახავს, ამ მუხლის შესაბამისად, მონაწილის პროგრამული გატანით ყოველთვიურად და ყოველწლიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ ინფორმაციას.
6. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს ეცვლება სტატუსი და ხდება პენსიის მიმღები. პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი გაწევრიანდეს (მათ შორის ნებაყოფლობით) დაგროვებით საპენსიო სქემაში.
მუხლი 15🔗. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილის მიერ სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის მიზნით შესაბამისი სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.
მუხლი 16🔗. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა ერთიანი გადახდით
1. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილისათვის ერთიანი გადახდით პენსიის დანიშვნის შესახებ და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები. პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი გაწევრიანდეს (მათ შორის ნებაყოფლობით) დაგროვებით საპენსიო სქემაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო ფონდი, პენსიის მიმღების საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, გასცემს მის საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამის თანხას შედარების შედეგად გამოვლენილი სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პენსიის მიმღების მიერ მისაღები საპენსიო აქტივების ღირებულება დაიბეგრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 17🔗. საპენსიო ასაკში პენსიის გადაანგარიშება
1. პროგრამული გატანით გასაცემი პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღეს, იმავე დღეს არსებული, უახლესი მონაცემების გათვალისწინებით.
2. ყოველთვიური პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება შემდეგი ფორმულით: MP= (PA -OA) / T,
სადაც:
MP არის ყოველთვიური პენსია;
PA არის პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების ღირებულება, დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
OA შედარების შედეგად იდენტიფიცირებული შესაძლო ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
T არის გადაანგარიშების დღის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პენსიის მიმღების სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.
3. პენსიის ოდენობის გადაანგარიშების დღეს საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, აცნობებს პენსიის მიმღებს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. გადაანგარიშებული პენსია ფიქსირებულია პენსიის მიმღების ასაკის შემდგომი შეცვლის თვის ბოლომდე.
4. პენსიის გადაანგარიშებული ოდენობის გაცემა დაიწყება პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის შემდგომი თვიდან.
5. პენსიის გადაანგარიშების დღეს საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და შედარების შედეგად გამოვლენილი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-11-ე და მე-12 პუნქტების, ასევე მონიტორინგის წესის შესაბამისად.
თავი V
შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების წესი
მუხლი 18🔗. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის გაცემა პროგრამული გატანით
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის პროგრამული გატანით გაცემა, პენსიის დანიშვნა და პროგრამული გატანით გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.
2. საპენსიო ფონდის მიერ შესაძლებლობის შეზღუდვისას პროგრამული გატანით დანიშნული პენსიის გადაანგარიშება მოხდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 19🔗. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, აღნიშნული განხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 20🔗. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის ერთიანი გადახდით მიღება
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის ერთიანი გადახდით გაცემა, საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გაცემა მოხდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაბეგვრის პირობით, იმ განსხვავებით, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
2. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო ფონდისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის გზით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში მონაწილე ჩაითვლება დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და ამავდროულად აღარ ექნება უფლება, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით მოითხოვოს პენსიის დანიშვნა და გაცემა.
თავი VI
მემკვიდრისათვის მონაწილის საპენსიო აქტივების გადაცემის წესი
მუხლი 21🔗. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა
1. თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივებს.
3. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო აქტივების გადატანის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები გახდება გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის საკუთრება და მემკვიდრე უფლებამოსილი იქნება განკარგოს ასეთი აქტივები, როგორც საკუთარი საპენსიო აქტივები, კანონის, საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უკვე არის საპენსიო ასაკის და იღებს პენსიას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, მის საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივების გათვალისწინებით, მემკვიდრის პენსიის გადაანგარიშება მოხდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 22🔗. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების, შესაბამისი თანხის მემკვიდრისათვის ერთიანი გადახდით გაცემა
თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება, აღნიშნული განხორციელდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით, იმ განსხვავებით, რომ მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. მემკვიდრეთა სიმრავლე
1. თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილ მონაწილეს რამდენიმე მემკვიდრე ჰყავს, ასეთ შემთხვევაში განცხადების წარმომდგენი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების მხოლოდ ნაწილი, რომელიც დაანგარიშებულ იქნება სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად.
2. საპენსიო ფონდი განცხადების მიღების შემდეგ მოქმედებს სამკვიდრო მოწმობისა და მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად ანგარიშობს საპენსიო აქტივებიდან განცხადების წარმომდგენი მემკვიდრის წილს და გადასცემს მას ასეთ მემკვიდრეს მის მიერ არჩეული ფორმით. საპენსიო აქტივების ღირებულების დარჩენილი ოდენობა რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და შესაძლოა გაიცეს წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა მემკვიდრე(ებ)ის განცხადებ(ებ)ის საფუძველზე.
თავი VII
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების გაცემისა წესი
მუხლი 24🔗. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების ერთიანი გადახდით მიღება
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების მიღება, საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების დანიშვნა და გაცემა მოხდება ერთიანი გადახდით ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ იქნება გათვალისწინებული.
2. საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მონაწილის მიერ მისაღები თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით კვლავ მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისად მისი სახელით და მის სასარგებლოდ სავალდებულო იქნება საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.
თავი VIII
შეუსაბამობის გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოების წესი
მუხლი 25🔗. შეუსაბამობის გამოვლენა
1. მონიტორინგის წესის შესაბამისად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე პენსიის/საპენსიო აქტივების შეცდომით დანიშვნის/გაცემის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ერთ-ერთ ან რამდენიმე ქვემოთ მოცემულ ღონისძიებას:
ა) მოითხოვოს მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება;
ბ) მოახდინოს გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე, არაუმეტეს ყოველთვიური პენსიის 50%-ის გამოქვითვის გზით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით თანხის გამოქვითვით საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეცდომით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გამოქვითვა განახორციელოს ნებისმიერი ოდენობით, ყოველგვარი პროცენტული თუ თანხობრივი შეზღუდვის გარეშე;
გ) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივები, მემკვიდრის თანხმობის გარეშე, დააბრუნოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ან/და უზრუნველყოს მისი გადაცემა შესაბამისი მემკვიდრისათვის;
დ) მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო სქემის მონაწილეების, პენსიის მიმღებების და მათ მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად, მართვისა და ადმინისტრირების მიზნით.
2. მონიტორინგის წესის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ან/და სხვა ნებისმიერი საფუძვლით, თუკი დადგინდება, რომ პენსია/საპენსიო აქტივები ნაკლებობითაა გაცემული და აღნიშნული ნაკლებობის აღმოფხვრის მიზნით, პენსიის მიმღების / გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო შენატან(ებ)ი განხორციელდება (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), ასეთ შემთხვევაში საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის ან მემკვიდრისათვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად შესაბამისი ოდენობის საპენსიო აქტივების გაცემას.
მუხლი 26🔗. პენსიის მიმღების რეკვიზიტების ცვლილება
1. იმ შემთხვევაში, თუ პენსიის მიმღების სახელის, გვარის ან/და სხვა პერსონალური მონაცემის შეცვლის ან/და იმ საბანკო ანგარიშის დახურვის გამო, რომლის რეკვიზიტებიც პენსიის მიმღების მიერ იქნა წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ფონდისათვის შეუძლებელია ამ ინსტრუქციის შესაბამისად დანიშნული პენსიის/საპენსიო აქტივების პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის გადახდა, ფონდი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პენსიის მიმღებს ან მემკვიდრეს ელექტრონული სისტემის ან ფოსტის მეშვეობით და მოსთხოვს განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ახალი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარმოდგენას; ფონდი განახორციელებს/განაახლებს პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის პენსიის/საპენსიო აქტივების გადახდას ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტების მიღების შემდეგ.
2. პენსიის მიმღები უფლებამოსილია შეცვალოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად ფონდისათვის წარდგენილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით ფონდისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 27🔗. ადმინისტრაციული წარმოების წესი
ამ ინსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
მუხლი 28🔗. კომუნიკაცია
1. ამ ინსტრუქციის ფარგლებში საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული ან/და დამუშავებული დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატს ეგზავნება/წარედგინება:
ა) წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით, საპენსიო ფონდისათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნის გზით ან;
ბ) პირადად გადაცემის (საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში) გზით ან;
გ) ელექტრონული ფორმით ელექტრონული სისტემის/ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის გზით ან;
დ) საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გზით.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საპენსიო ფონდი, თუკი ამ ინსტრუქციით პირდაპირ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:
ა) ადრესატს პირადად;
ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;
გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე ან საპენსიო ფონდისათვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის შესაბამის გვერდზე განთავსებიდან 30-ე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით.
6. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენას ან/და განმეორებით გაგზავნას ადრესატისათვის, თუ ადრესატს ერთხელ უკვე გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
7. ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე საპენსიო ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
8. საპენსიო ფონდისათვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდილი სახით დაინტერესებული პირისთვის გაცემისას, საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი თანამშრომელი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნული ამობეჭდილი დოკუმენტის იდენტურობას შესაბამის ელექტრონულ დოკუმენტთან.
მუხლი 29🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. საპენსიო ფონდი, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის უფლებამოსილია დაამუშავოს მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის, წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის და მისი მემკვიდრის პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივად.
3. საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილის გარდაცვალების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაბლოკოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო გვერდი.
დანართი 1 (ა). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ
მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), წინამდებარე განცხადების თარიღისთვის ვარ საპენსიო ასაკის. შესაბამისად, მსურს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) პროგრამული გატანით
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.
ბ) ერთიანი გადახდით
თუ დადგინდება, რომ არ ვაკმაყოფილებ საპენსიო ასაკში პენსიის ერთიანი გადახდით მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თანახმა ვარ, პენსია მივიღო პროგრამული გატანით.
კი არა
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის
შეძენით
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
უფლებამოსილი ვარ, მივიღო საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- საპენსიო ასაკს მივაღწიე საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ან უკვე ვიყავი საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის;
- საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში ჩემი ყოველთვიური პენსია იქნება ამ განცხადების თაობაზე საპენსიო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ, პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში არ გადმომეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველ გადაანგარიშებისას.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები:
ტელეფონის ნომერი:
მისამართი:
ელფოსტა:
მონაწილის ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი 1 (ბ). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ
მე, (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), წარმომადგენელი წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისთვის არის საპენსიო ასაკის. შესაბამისად, სურს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) პროგრამული გატანით
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.
ბ) ერთიანი გადახდით
თუ დადგინდება, რომ მონაწილე არ
აკმაყოფილებს საპენსიო ასაკში პენსიის ერთიანი გადახდით მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მონაწილე თანახმაა პენსია მიიიღოს პროგრამული გატანით.
კი არა
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის
შეძენით
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ ინსტრუქციას (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით, თუ:
- საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის;
- საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მონაწილის ყოველთვიური პენსია იქნება ამ განცხადების თაობაზე საპენსიო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით, დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარების და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველ გადაანგარიშებისას.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები:
[...]
ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]
ელფოსტა: [...]
მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:
თარიღი: [...]
დანართი 2 (ა). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ
მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), წინამდებარე განცხადების თარიღისთვის ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით. შესაბამისად, მსურს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
შესაძლებლობების შეზღუდვისას მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) პროგრამული გატანით
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.
ბ) ერთიანი გადახდით
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში არ გადმომეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველი გადაანგარიშებისას.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები: [..]
ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..]
ელფოსტა: [..]
მონაწილის ხელმოწერა:
თარიღი: [..]
დანართი 2 (ბ). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ
მე, (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), წარმომადგენელი წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით. შესაბამისად, სურს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
შესაძლებლობების
შეზღუდვისას პენსიის
მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) პროგრამული გატანით
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა
ბ) ერთიანი გადახდით
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/ პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველი გადაანგარიშებისას.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა, სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები:
1. [...]
[...]
ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]
ელფოსტა: [...]
მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:
თარიღი: [...]
დანართი 3 (ა). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ
მე, (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის (სახელი, გვარი ), (პ/ნ ) (შემდგომში – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრეს მსურს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების
მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) ერთიანი გადახდით
ბ) მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით
თუ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების გადატანა შეუძლებელია ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, თანახმა ვარ, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები მივიღო ერთიანი გადახდით, რა შემთხვევაშიც წარმოვადგენ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საბანკო რეკვიზიტებს.
არა კი
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის ნებისმიერი შეტყობინების/ გადაწყვეტილების ან/და საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსების გზით ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის არარსებობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, არ გადმომეცემა, სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები:
[..]
ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]
ელფოსტა: [...]
მემკვიდრის ხელმოწერა:
თარიღი: [...]
დანართი 3 (ბ). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ
მე, (სახელი, გვარი ), (პ/ნ ), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის (სახელი, გვარი ), (პ/ნ ) (შემდგომში – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრის (სახელი, გვარი ), (პ/ნ ) წარმომადგენელი მემკვიდრის სახელით ვაცხადებ, რომ მემკვიდრეს სურს მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემდეგი ფორმით:
მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების ფორმები
მონიშვნის გრაფა
ა) ერთიანი გადახდით
ბ) მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე გადატანის გზით
თუ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების გადატანა შეუძლებელია მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრე თანახმაა გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები მიიღოს ერთიანი გადახდით, რა შემთხვევაშიც წარმოადგენს ინსტრუქციით გათვალისწინებულ საბანკო რეკვიზიტებს.
კი არა
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის ცნობილია შემდეგი:
გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის ნებისმიერი შეტყობინების/ გადაწყვეტილების ან/და საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მემკვიდრისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსების გზით ან ინდივიდუალურ საპენსიო გვერდის არარსებობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მემკვიდრეს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
-სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მემკვიდრისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
-სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მემკვიდრეს, ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები: [...]
ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]
ელფოსტა: [...]
მემკვიდრის წარმომადგენლის ხელმოწერა:
თარიღი: [...]
დანართი 4 (ა). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ
მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს, საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მსურს ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო ერთიანი გადახდით.
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ საპენსიო აქტივების დანიშვნის, საპენსიო აქტივების დანიშვნაზე უარის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში არ გადმომეცემა, სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
-სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
-სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამ განცხადების საფუძველზე საპენსიო აქტივების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში ვალდებული ვარ ამის შესახებ ვაცნობო ჩემს ყველა დამსაქმებელს.
თანდართული დოკუმენტები:
[...]
ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..]
ელფოსტა: [..]
მონაწილის ხელმოწერა:
თარიღი: [..]
დანართი 4 (ბ). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს
განცხადება
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივები მიღების შესახებ
მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის – (პ/ნ: ) (შემდგომში – მონაწილე) წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მონაწილეს სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო აქტივები მიიღოს ერთიანი გადახდით.
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემაის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ საპენსიო აქტივების დანიშვნის საპენსიო აქტივების დანიშვნაზე/გაცემაზე უარის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და, თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მონაწილეს არ გადაეცემა, სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:
- სავარაუდოდ, ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამ განცხადების საფუძველზე საპენსიო აქტივების მონაწილის მიერ მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნული მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.
თანდართული დოკუმენტები: [...]
ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..]
ელფოსტა: [..]
მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:
თარიღი: [...]
სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე