დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 250020000.00(0).000.000036 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 4, 30/04/1990
3,854 სიტყვა · ~19 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №206 1990 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 19 აპრილის №106, 20 ივლისის № 197, აჭარის ასსრ მინისტრთსა საბჭოს 1989 წლის 18 ივნისის № 386 დადგენილებები და სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: ოზურგეთისა – 1989 წლის 23 ივნისის №347, 18 აგვისტოს №432, 1 დეკემბრის №657, წყალტუბოსი – 1987 წლის 28 აპრილის №171, 172, 1988 წლის 27 დეკემბრის №614, 1989 წლის 30 ივნისის №277, ბორჯომისა – 1988 წლის 21 სექტემბრის № 459, 21 ივნისის №337, 17 ივლისის №366, 1 დეკემბრის №657, 1989 წლის 13 ივლისის №12, 9 აგვისტოს № 433, მცხეთისა – 1988 წლის 17 მაისის №87, 1989 წლის 25 მაისის №140, №144, თეთრი წყაროსი – 1988 წლის 25 ოქტომბრის №295, 1989 წლის 20 იანვრის №14, 1 ააგვისტოს №241, მარნეულისა – 1987 წლის 22 ოქტომბრის №349, 1989 წლის 16 თებერვლის № 62, 18 მაისის №175, №177, 15 ივნისის № 218, 219, 28 ივლისის №270, საგარეჯოსი – 1988 წლის 11 ნოემბრის №477, 1989 წლის 12 მაისის № 249, 30 მაისის №276, 31 ოქტომბის № 546, გურჯაანისა –1987 წლის 23 ოქტომბრის № 323, ბოლნისისა - 1989 წლის 15 თებერვლის № 54, 19 მაისის №149, ლანჩხუთისა – 1989 წლის 3 აგვისტოს №179, მარტვილისა – 1987 წლის 30 ივლისის №193, ხონისა – 1987 წლის 13 მაისის №147, ჭიათურისა – 1989 წლის 21 აპრილის 112/30, 24 თებერვლის № 35/14, 21 ივლისის 198/7, №200/9, ხარაგაულისა – 1988 წლის 1 სექტემბრის № 2/299, ხაშურისა –1988 წლის 17 თებერვლის №68, 24 ნოემრბის № 422, გარდაბნისა – 1989 წლის 29 სექტემბრის №340, 1989 წლის 16 იანვრის №29, თელავისა – 1988 წლის 29 დეკემბრის №375, 1989 წლის 12 ივლისის №213, 15 აგვისტოს №44-, გორისა – 1988 წლის 15 მარტის №69, ბოგდანოვკისა – 1988 წლის 23 ივლისის №157 და ამის შესაბამისად გამოეყოთ: 1. გალის რაიონის 6 კოლმეურნეობის მიწებიდან – 23,52 ჰექტარი საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობისა და ტელევიზიის მართვის ტერიტორიულ ცენტრს მუდმივ და დროებითი სარგებლობისათვის (2 წლის ვადით) თბილის-გუდაურის საკაბელე ხაზის მშენებლობისათვის, № 1 დანართის თანახმად. საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობისა და ტელევიზიის მართვის ტერიტორიულმა ცენტრმა: ა) აუნაზღაუროს: – საქართველოს სსრ სახაგრომრენვს 0,08 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისშესაბამისად; – მიწათმოსარგებლეებს მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; – გამოსაყოფ ფართობში მოქცეულ კომლებს მშენებლობის პროცესში ფაქტიურად მიყენებული ზარალი; ბ) დროებითი სარგებლობისათავის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის ვადის გასვლისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეებს; გ) მიწის სამუშაოები ჩაატაროს მოსავლის აღების შემდეგ; დ) კაბელის ჩასაწყობი თხრილის გაჭრის დროს არ მოჭრას და არ დააზიანოს ხე-მცენარეები; ე) საკაბელე ხაზის მშენებლობის საკითხი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; ვ) ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 2. გუდაუთის რაიონის საზოგადოებრივი მეურნეობების მიწებიდან – 19,74 ჰექტარი საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობისა და ტელევიზიის მართვის ტერიტორიულ ცენტრს მუდმივი და დროებითი სარგებლობისათვის (2 წლის ვადით) თბილის-გუდაუთის საკაბელო მშენებლობისათვის, №2 დანართის თანახმად. საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობისა და ტელევიზიის მართვის ტერიტორიულმა ცენტრმა: ა) აუნაზღაუროს: საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,06 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – მიწათმოსარგებლეებს მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; – გამოსაყოფ ფართობში მოქცეულ კომლებს მშენებლობის პროცესში ფაქტობრივად მიყენებული ზარალი; ბ) დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის ვადის გავლისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეებს; გ) მიწის სამუშაოები ჩაატაროს მოსავლის აღების შემდეგ; დ) კაბელის ჩასაწყობი თხრილის გაჭრის დროს არ მოჭრას და არ დააზიანოს ხე-მცენარეები; ე) საკაბელო ხაზის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; ვ) ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 3. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,48 ჰექტარი (სახნავი – 0,54 ჰექტარი, საკარმიდამო – 0,84 ჰექტარი, გზა – 0,10 ჰექტარი) და ხელმვაჩაურის მეცხოველეობის სანაშენე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 4,60 ჰექტარი (დაბალნაყოფიერი სახნავი – 3,74 ჰექტარი, საკარმიდამო – 0,86 ჰექტარი) – სულ 6,08 ჰექტარი მიწა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომს, როგორც სამოქალაქო და საბინაო მშენებლობისათვის ფაქტობრივად დაკავებული ფართობი. დაევალოს ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომს აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 5,98 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება. 4. ოზურგეთის რაიონის აგროფირმა-კოლმეურნეობა „ნატანების“ მიწებიდან 2,90 ჰექტარი (სახნავი –2,50 ჰექტარი, ბაღი – 0,40 ჰექტარი) მოიცვალოს ნატანების ციტრუსების ექსპერიმენტული მეურნეობის ამორტიზებულ ციტრუსებით დაკავებულ ტოლფარდ ფართობზე. 5. ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედის კოლემურნეობის მიწებიდან – 2,30 ჰექტარი ბუჩქნარი საწარმოო გაერთიანება „სამთოქიმიას“ ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს ახალგაზრდა სამთოელების კლუბის მშენებლობისათვის. საწარმოო გაერთიანება „სამთოქიმიამ“: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; – მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქსახარქიტექტურას; – ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 6. ქ. წყალტუბოს ზონის სოფელ გუმათის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0.04 ჰექტარი საძოვარი ცეკავშირის გამგეობას წყალტუბოს რაიკოოპკავშირისათის საზოგადოებრივი კვების ობიექტის –„სწრაფი მომსახურების კაფეს“ ასაშენებლად. ცეკავშირის გამგეობამ აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,04 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება. 7. ქ. წყალტუბოს ზონის სამი კოლმეურნეობისა და სამი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 18,56 ჰექტარი გერთიანება „საქენერგოს“ 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუდმივი და დროებითი (2 წლის ვადით) სარგებლობისათვის, №3 დანართის თანახმად. გაერთიანება „საქენერგომ“: ა) აუნაზღაუროს: – საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,36 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – მიწათმოსარგებლეებსა და გამოყოფილ ფართობში მოქცეულ კომლებს მიწის გამოყოფით მიყებებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს არქეოლოგიური მეთვალყურეობა გამოყოფილ ფართობზე მიწის სამუშაოების მიმდინარეობისას; გ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა აწარმოოს ტყის მოჭრის გარეშე და მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; დ) დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის დამთავრებისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მოსარგებლეებს. 8. ქ. წყალტუბოს ზონის მაღლაკის რუსთაველის სახელობის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,8 ჰექტარი მელიორირებული სახნავი რესპუბლიკურ საწარმოო გაერთიანება „აგრომრეწვტრანსს“ წყალტუბოს ავტოსატრანსპორტო საწარმოებისათვის სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად. აუნაზღაურეს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება და 0,8 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაშ აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 16. მცხეთის რაიონის ორი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან მდინარე ქსნის კალაპოტში – 60,0 ჰექტარი სოფლის მეურნეობაშ გამოყენებუო მიწები საქართველოს სსრ სახელმწიფო სამშენებლო კომიტეტს სამსხვრევ-სახარისხებელი ქარხნის ასაშენებლად და კარიერის მოსაწყობად მუდმივი და გრძელვადიანი (25 წლის ვადით) სარგებლობისათვის, მათ შორის: – ქსოვრისის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 43,90 ჰექტარი, აქედან მუდმივ სარგებლობაში – 5,0 ჰექტარი ქარხნის მშენებლობისათვის და გრძელვადიან სარგებლობაში – 38,90 ჰექტარი კარიერისათვის; – მუხრანის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან გრელვადიან სარგებლობაში – 16,0 ჰექტარი კარიერისათვის. საქართველოს სსრ სახმშენმა კარიერის დამუშავებისას გაითვალისწინოს საქართველოს შავი ზღვის თევზის მარაგის დაცვის, კვალვწარმოებისა და თევზჭერის რეგაცირების სამმართველოს წინადადებანი. 17. მცხეთის რაიონის ნატახტრის მებოსტნეობის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის მიწებიდან - 0,60 ჰექტარი სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი ფართობი (ნაგავსაყრელი) მცხეთის რაიკოოპკავშირის სამშენებლო მასალების მაღაზიის მშენებლობიასთვის. მცხეთის რაიკოოპკავშირმა: - აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; - მიწის სამუშაოების დაწყება აცნობოს მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციას მეთვალყურე არქეოლოგის დასანიშნად. 18. თეთრი წყაროს რაიონის ბორბალოს მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 0,06 ჰექტარი საძოვარი თეთრი წყაროს რაიკოოპკავშირის სასადილოს მშენებლობისათვის (სოფელ კოდაში) კლუბის მშენებლობასთან დაკავშირებით გაუქმებული კვების ობიექტების სანაცვლოდ: თეთრი წყაროს რაიკოოპკავსირმა: - აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს გამოყოფილი 0,06 ჰექტარი საძოვარის სანაცვლოდ ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; - მშენებლობა აწარმოოს კოდა-თეთრი წყაროს საავტომობილო გზის მარჯენა მხარეს, გზის ღერძიდან 80 მეტრის დაშორებით; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 19. თეთრი წყაროს მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 0,09 ჰექტარი საძოვარი საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის რესპუბლიკური სამმართველოს თეთრი წყაროს ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობისათვის. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის რესპუბლიკურმა სამმართველომ: - აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,09 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთსა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენნილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; - ჰიდროემეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა. 20. თეთრი წყაროს რაიონის სამშვილდის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,60 ჰექტარი საძოვარი თეთრი წყაროს მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებასთან შექმნილ კოოპერატივ „ხრამის ტბას“ მარცვლეული კულტურების წარმოებისა და სატბორე მეურნოების მოსაწყობად. თეთრი წყაროს მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებასთან შექმნილმა კოოპერატივმა „ხრამის ტბამ“; - გამოყოფილ ფართობზე ტბორის მოწყობისას გაითვალისწინოს საქართველოს შავი ზღვის თევზის მარაგის დაცვის, კვლავწარმოებისა და თევზჭერის რეგულირების სამმართველოს მოთხოვნები; - მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; - მიწსი სამუშაოების წარმოებისას ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს მუშაობა და აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 21. ხაშრის რაიონის ქვიშხეთის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 0,50 ჰექტარი საძოვარი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის კოლმეურნეობის მშრომელთა დასასვენებელ ბაზის მოსაწყობად (სამი ფინური სახლის ჩასადგმელად). 22. ხაშურის სატყეო მეურნეობის ალის სატყეო მიწებიდან (კვ. № 38) – 1,5 ჰექტარი ქვიანი საძოვარი საქართველოს სსრ სათბობის სახელწმიფო კომიტეტის საქმიანი ეზოსა და მილსაიზოლაციო საამქროს მოსაწყობად. საქართველოს სსრ სათბობის სახელწმიფო კომიტეტმა: - სამუშაო ეზოსა და მილსაიზოლაციო საამქროს მუშაობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 23. ხონისა დამარტვილის რაიონებისა და ქალაქ წყალტუბოს ზონის მიწებიდან - 28,23 ჰექტარი გაერთიანება „საქენერგოს“ 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუდმივ და დროებით (2 წლის ვადით) სარგებლობისათვის, № 5 დანართის თანახმად. გაერთიანება „საქენერგომ“: ა) აუნაზღაუროს: - საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 1,07 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთსა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; - მიწათმოსარგებლეებსა და გამოყოფილ ფართობში მოქცეულ კომლებს მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; ბ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს და მშენებლობისას არ დააზიანოს ტყის ნარგავები; გ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადმეიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; დ) დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის დამთავრებისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეებს. 24. ლანჩხუთის რაიონის გრიგოლეთის მეთევზეობის კოლმეურნეობისა და სახელწმიფო მეურნეობების მიწებიდან მუდმივი და დროებითი ( 3 წლით) სარგებლობისათვის - 8,75 ჰექტარი ფართობი საქართველოს სსრ სახმშენის ერთიანი შემკვეთის რესპუბლიკურ გაერთიანებას გრიგოლეთის 300-ადგილიანი პანსიონატის წყალსადენის სათავე ნაგებობების, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის მშენებლობისათვის, აქედან: - გრიგოლეთის მეთევზეობის კოლმეურნეობის მიწებიდან - 0,34 ჰექტარი, მათ შორის: მუდმივი სარგებლობიასთვის - 0,20 ჰექტარი საკარმიდამო და დროებითი სარგებლობისათვის - 0,14 ჰექტარი საძოვარი; - სუფსის სუბტროპიკული კულტურების ექსპერიმენტული მეურნეობის მიწებიდან- 2,06 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: მუდმივი სარგებლობისათვის - 2,00 ჰექტარი, დროებითი სარგებლობისათვის - 0,06 ჰექტარი; -აგროფირმა „ნარინჯის“ ხიდმაღალას სპეციალიზებული საბჭოთა მეურნეობა - „ლიმონარიუმის“ მიწებიდან - 1,63 ჰექტარი, აქედან: მუდმივი სარგებლობისათვის - 1,00 ჰექტარი სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწები და დროებითი სარგებლობისათვის - 0,63 ჰექტარი (სახნავი - 0,60 ჰექტარი, საძოვარი - 0,03 ჰექტარი); - ლანჩხუთის რაიონის საგზაო სამმართველოს მიწებიდან დროებითი სარგებლობისათვის - 4,71 ჰექტარი გზა; - № 13 საგზაო უბნის მიწებიდან - 0,01 ჰექტარი გზა (დროებითი სარგებლობისათვის). საქართველოს სსრ სახმშენის ერთიანი შემკვეთის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ: ა) აუნაზღაუროს: - საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 2,20 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთსა საბჭს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; - მიწათმოსარგებლეებს მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; ბ) წყალსადენის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; გ) მშენებლობა აწარმოოს საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს მოთხივნების გათვალისწინებითა და ლანჩხუთის საგზაო სამმართველოს მეთვალყურეობით; დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; ე) დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის დამთარებისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეებს. 25. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობა „წითელი ოქტომბრის“ მიწებიდან - 0,03 ჰექტარი ქვიანი საძოვარი საგარეჯოს რაიკოოპკავსირის გამგეობას ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიის მშენებლობისათვის. საგარეჯოს რაიკოოპკავშირის გამგეობამ: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,03 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევების ცენტრს. 26. საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,04 ჰექტარი ქვიანი ფართობი საგარეჯოს ავტოტექმომსახურების სადგურს ავტოშემკეთებელი და ვულკანიზაციის საამქროების სხვა ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით. დაევალოს საგარეჯოს ავტოტექმომსახურების სადგურს მშენებლობის დროს გაითვალისწინოს საწარმოო გაერთიანება „საქავტომაგისტრალის“ და სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის სამმართველოს წინადადებანი. 27. საგარეჯოს რაიონში სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ დამხმარე მეურნეობის მიწებიდან – მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას 212 ჰექტარი რიყე დაუბრუნოს ყოფილ მოსარგებლეს – ხაშმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობას. ამასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეიცვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 22 ივნისის № 464 დადგენილება და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ დამხმარე მეურნეობის (თევზის ტბორის) მოსაწყობად 422 ჰექტარი მიწის გამოყოფის შესახებ. 28. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის კოლმეურნეობის მიწებიდან — 2.50 ჰექტარი გამოუყენებელი მიწის ფართობი (ქვიშრობი) გაერთიანება „საქენერგოს“ შრომის 110/10-კილოვატიანი ელექტროქვესადგურისა დ საწარმოო დანიშნულების შენობების ასაგებად. საწარმოო გაერთიანება „საქენერგომ“: – მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 29. შირაქის ზამთრის საძოვრების სამმართველოს მიწებიდან (ბოლნისის რაიონში) — 1,8 ჰექტარი ბუჩქნარიანი საძოვარი აგურის დამამზადებელ საწარმოო კოოპერატივ „რაჭის უბანს“ აგურის წარმოების მოსაწყობად. შირაქის ზამთრის საძოვრების სამმართველოს ბოლნისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან გამოეყოს ტოლფარდი ბუჩქნარიანი საძოვარი გამოყოფილი ფართობის საკომპენსაციოდ. აგურის დამამზადებელმა საწარმოო კოოპერატივმა „რაჭის უბანმა“; – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება არსებული წესის შესაბამისად; – აგურის წარმოების მოწყობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – თიხის ამოღების შემდეგ გამოყოფილ ფართობს ჩაუტაროს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეს. 30. ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისის კოლმეურნეობის მიწებიდან – 5,75 ჰექტარი ფართობი გაერთიანება „საქენერგოს“ მოლითის ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მუდმივი და დროებითი (1 წლის ვადით) სარგებლობისათვის, აქედან: მუდმივი სარგებლობისათვის – 2,75 ჰექტარი (საძოვარი –1,85 ჰექტარი, ბუჩქნარი – 0,9 ჰექტარი) მათ შორის: ქვესადგურის ასაგებად – 2,25 ჰექტარი, მომსახურე პერსონალისათვის საცხოვრებელი სახლის ასაგებად – 0,3 ჰექტარი, ქვესადგურთან მისასვლელი გზისათვის – 0,1 ჰექტარი, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის – 3,1 ჰექტარი საძოვარი, აქედან: მუდმივი სარგებლობისათვის – 0,1 ჰექტარი და დროებითი სარგებლობისათვის – 3,0 ჰექტარი. გაერთიანება „საქენერგომ“: ა) აუნაზღაუროს: – სოფელ მარელისის კოლმეურნეობას მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად; – საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 1,8 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; ბ) დროებით სარგებლობისათვის გამოყოფილ ფართობს მშენებლობის დამთავრებისათვის გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეს. 31. თელავის რაიონის სოფელ აკურის კოლმეურნეობის მიწებიდან (ვანთის ხევში) – 0,50 ჰექტარი რიყე რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის“ თელავის № 12 ტრესტს ქვის სამტვრევი და ქვიშის სარეცხი დანადგარის მოსაწყობად. რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის“ თელავის № 12 ტრესტმა“ – მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება. 32. თელავის რაიონის თელავის მეფრინველეობის რეპროდუქტორის მიწებიდან – 1,1 ჰექტარი ქვიანი ბუჩქნარი რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის“ №1 სარემონტო-სამშენებლო ტრესტს თელავის სამშენებლო აგურის საამქროს გასაფართოებლად. რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის № 1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტმა: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწაღმოწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 33. ქ. ჭიათურის ზონის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან დროებითი სარგებლობისთვის (2 წლის ვადით) – 28,30 ჰექტარი გაერთიანება „საქწყალმშენს“ საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცის“ დამხმარე მეურნეობის საძოვრების (210 ჰექტარის) გასარწყავების მეორე რიგის მშენებლობისათვის, მაშ შორის: – საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცის“ დამხმარე მეურნეობის მიწებიდან – 23,95 ჰექტარი (სახნავი – 11,00 ჰექტარი, საძოვარი – 12,55 ჰექტარი, ბუჩქნარი – 0,30 ჰექტარი, საზოგადოებრივი ეზო – 0,10 ჰექტარი); მანდაეთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 4,35 ჰექტარი (სახნავი – 4,0 ჰექტარი, საძოვარი – 0,35 ჰექტარი). გაერთიანება „საქწყალმშენმა“: – გამოყოფილ მიწებს სარგებლობის ვადის გასვლისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მოსარგებლეებს; – გასარწყავების მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. 34. ჭიათურის ზონის ორი კოლმეურნეობის მიწებიდან – 14,10 ჰექტარი საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცს“ 220-კილოვატიანი ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის, მათ შორის: – სოფელ რგანის კოლმეურნეობის მიწებიდან – 13,50 ჰექტარი, აქედან: მუდმივი სარგებლობისათვის – 4,50 ჰექტარი (სათიბი – 4,0 ჰექტარი, საძოვარი – 0,32 ჰექტარი, ბუჩქნარი –0,10 ჰექტარი, ქვიანი – 0,09 ჰექტარი), დროებითი სარგებლობისთვის (2 წლის ვადით) – 9,0 ჰექტარი (სახნავი – 0,50 ჰექტარი, სათიბი – 0,70 ჰექტარი, საძოვარი – 5,0 ჰექტარი, ბუჩქნარი – 2,0 ჰექტარი, ქვიანი – 0,80 ჰექტარი); – სოფელ სარქველთუბნის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,60 ჰექტარი ბუჩქნარი, აქედან: მუდმივი სარგებლობისათვის – 0,04 ჰექტარი, დროებითი სარგებლობისათვის (2 წლის ვადით)  – 0,56 ჰექტარი. საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცმა“: ა) აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 4,32 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; ბ) მიწის სამუშაოები ჩაატაროს მოსავლის აღების შემდეგ; გ) დროებითი სარგებლობისთვის გამოყოფილ მიწებს მშენებლობის ვადის დამთავრებისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეებს; დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; ე) მშენებლობის დროს გაითვალისწინოს გაერთიანება „საქგეოლოგიის“ წინადადებანი. 35. ქ. ჭიათურის ზონის ორი მეურნეობის მიწებიდან საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცს“ – 7,8 ჰექტარი პერევისაში ბაზალტების უბნის და სოფელ ზოდში ბაქრაძეების უბნის კარიერებზე სამთო სამუშაოების ნორმალურ პირობებში დასამთავრებლად, ამ კარიერებზე გადახსნილი ჭარბი მასით მეზობლად მდებარე კოროხნარის, № 66 უბნის და ნარგავების კარიერებზე გასულ წლებში წარმოქმნილი ორმოების შესავსებად და სამთო სამუშაოებით დაზიანებული 30 ჰექტარი ფართოების სრულყოფილი რეკულტივაციის ჩატარების პირობების შესაქმნელად, აქედან: სოფელ ზოდის კოლმეურნეობის მიწებიდან – 3,8 ჰექტარი დამუშავებული კარიერების მიმდინარე საკარმიდამოები და საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცის“ დამხმარე მეურნეობის მიწებიდან – 4 ჰექტარი (კარიერების მიმდინარე საკარმიდამოები – 2,7 ჰექტარი, საძოვარი – 0,8 ჰექტარი, ტყე – 0,5 ჰექტარი). საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცმა“: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 7,3 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 36. ქ. ჭიათურის ზონის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან – 113 ჰექტარი კავშირის შავი მეტალურგიის სამინისტროს ტრესტ „ცენტრმეტალურგრემონტის“ ზესტაფონის სპეციალიზებულ სამმართველოს დამხმარე სასოფლო (მეცხოველეობის) მეურნეობის მოსაწყობად, მათ შორის: – სოფელ გეზრულს კოლმეურნეობის მიწებიდან – 4,0 ჰექტარი სახნავი; – სოფელ თვალუეთის კოლმეურნეობის მიწებიდან – 9,0 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 6,50 ჰექტარი და ბუჩქნარიანი საძოვარი – 2.5 ჰექტარი; – მანდაეთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან –100,0 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 23,51 ჰექტარი, საძოვარი – 43,84 ჰექტარი და ბუჩქნარიანი საძოვარი – 32,65 ჰექტარი. „ცენტრმეტალურგრემონტის“ ზესტაფონის სპეციალიზებულმა სამმართველომ: – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; – სახნავი მიწები გამოიყენოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „ცენტრმეტალურგრემონტის“ ზესტაფონის სპეციალიზებულმა სამმართველომ სოფელ თვალუეთის კოლმეურნეობის მიწებიდან გამოყოფილი 6,5 ჰექტარი სახნავის სამაგიეროდ ამავე კოლმეურნეობის სხვა ფართობზე ჩაატარა კულტტექნიკური სამუშაოები და ჩააბარა აღნიშნულ კოლმეურნეობას. 37. გარდაბნის რაიონის სასწავლო-ექსპერიმენტული საბჭოთა მეურნეობა „კრწანისის“ მიწებიდან – 0,70 ჰექტარი საზოგადოებრივი ეზო კოოპერატივ „ჩქარ მშენებლს“ საქმიანი ეზოს მოსაწყობად (ხის დასამუშავებელი საამქრო, რკინაბეტონის პოლიგონი, ლითონისა და ელექტროსაამქროები). კოოპერატივმა „ჩქარმა მშენებელმა“: – მშენებლობის დროს დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური წესები; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,7 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება. 38. გარდაბნის რაიონის ყარაჯალის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,40 ჰექტარი საძოვარი ცეკავშირის გამგეობას ცხოველთა სასაკლაოს მოსაწყობად. ცეკავშირის გამგეობამ: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,40 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; – ცხოველთა სასაკლაოს მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 39. გარდაბნის რაიონში საქართველოს სსრ სახმომარაგების მიწებიდან – 2 ჰექტარი (საძოვარი – 1,37 ჰექტარიმ, ქვიშრობი – 0,63 ჰექტარი) საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს ტრესტ „თბილსპეცყოფრემმშენის“№ 5 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოსათვის საწარმოო ბაზის მოსაწყობად. ტრესტმა „თბილსპეცყოფრემმშენმ“: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 1, 37 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – საწარმოო ბაზის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 40. მარნეულის რაიონის ლომთაგორის საცდელი მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 1 ჰექტარი დაბალინტენსიური საძოვარი რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის“ №6 ტრესტის მოძრავ-მექანიზებულ რაზმს წარმოების გასაფართოებლად. რესპუბლიკური გაერთიანება „საქაგრომშენის“ №6 ტრესტის მოძრავ-მექანიზებულმა რაზმმა გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 41. მარნეულის რაიონის ხრამის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 5,81 ჰექტარი (საკარმიდამო – 0,71 ჰექტარი, საძოვარი – 3,50 ჰექტარი, გზა – 0,50 ჰექტარი და წყლის ქვეშ – 1,10 ჰექტარი) და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან (წითელხიდის სატყეო) – 1,30 ჰექტარი ტყე-პარკი მათ შორის: მუდმივი სარგებლობისათვის – 0,60 ჰექტარი და დროებითი სარგებლობისათვის (2 წლის ვადით) – 0,70 ჰექტარი საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს მდინარე ხრამზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის. გამოსაყოფ ფართობში მოყოლილი სოფელ ქირაჩ-მუღანლოს ტერიტორიაზე მცხოვრები სამი კომლისათვის სამაგიერო საკარმიდამო მიწის მიცემის მიზნით ხრამის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის საზოგადოებრივი მიწებიდან ჩაირიცხოს ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 0,71 ჰექტარი სახნავი. საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრომ: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 4,21 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – მშენებლობის დროს არ დაუშვას დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილ ფართობზე ხეების დაზიანება; – ხიდის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 42. მარნეულის რაიონის ყიზილ-აჯლოს მეკარტოფილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 6 ჰექტარი ქვიანი საძოვარი მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის კომუნალურ საწარმოთა კომბინატს ნაგავსაყრელის მოსაწყობად. მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის კომუნალურ საწარმოთა კომბინატმა: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 6 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 43. მარნეულის რაიონის საბირქენდის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,03 ჰექტარი ნასვენი სამხრეთის ზონის რეგიონალურ გაერთიანება „ავტოვაზტექმომსახურებას“ ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიის მშენებლობისათვის. სამხრეთის ზონის რეგიონალურმა გაერთიანებამ „ავტოვაზტექმომსახურებამ“: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 0,03 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; 44. მარნეულის რაიონის ლომთაგორის მეცხოველეობის ექსპერიმენტული საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 1,5 ჰექტარი საძოვარი საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის“ № 1 საძიებო ჭაბურღილის მოსაწყობად დროებითი სარგებლობისთვის (2 წლის ვადით). საწარმოო გაერთიანება „საქნავთობმა“: – ჭაბურღილის მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიას არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; – აღნიშნულ ფართობს სამუშაოს დამთავრებისთანავე გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეს. 45. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,5 ჰექტარი დაჭაობებული საძოვარი, ნაცვლად მოთხოვნილი 2,5 ჰექტარისა, საქართველოს სსრ სახაგრომრეწვის რესპუბლიკურ გაერთიანება „სოფბინკომუნმეურნეობას“ გორის რაიონის თბომეურნეობის საექსპლუატაციო სარემონტო კანტორის ადმინისტრაციული სახლისა და საქმიანი ეზოს მშენებლობისათვის. საქართველოს სსრ სახაგრომრეწვის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ სოფბინკომუნმეურნეობამ“: – მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს ბუნების დაცვის გორის სარაიონთაშორისო კომიტეტს; – გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 1,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დებულების შესაბამისად. 46. ბოგდანოვკის რაიონის სოფელ სათხის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,10 ჰექტარი საძოვარი საქართველოს სსრ სახმშენის საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება „საქმრეწვქალაქმშენს“ 50 ავტომანქანის ფარეხის მშენებლობისათვის. საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება „საქმრეწვქალაქმშენმა“: – აუნაზღაუროს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 1,10 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად; – ავტოფარეხის მშენებლობის საკითხი შეუთანხმოს ახალციხის ბუნების დაცვის სარაიონთაშორისო კომიტეტს. საქართველოს სსრ მინისტრის საბჭოს თავმჯდომარე                                                            ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრის საბჭოს საქმეთა მმართველი                                                      ზ. მახარაძე