“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.756
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №442
2006 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით (სსმ III, 15.02.06 წ., №21, მუხ. 250) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ,,მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად. ცენტრი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.“;.
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრის ფილიალებია:
ა) აჭარის ფილიალი;
ბ) კოლხეთის ფილიალი;
ც) ქართლის ფილიალი;
დ) კახეთის ფილიალი;
ე) სამცხე-ჯავახეთის ფილიალი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.06.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 07.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №442. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.023.008.756.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №442, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.756 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64942/