საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016198 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის
ბრძანება
№2
2025 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში:
დ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ) მინისტრის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის:
ე.ა) დადგენილებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე.ბ) განკარგულებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ზ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
თ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
თ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ მინისტრის პოზიციის მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზირება ან/და ექსპერტიზა;
მ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი პასუხის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სხვა დაწესებულებაში;
ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო.
მუხლი 4🔗. სამართალშემოქმედების სამმართველო
სამართალშემოქმედების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში:
დ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ) მინისტრის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის:
ე.ა) დადგენილებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე.ბ) განკარგულებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ მინისტრის პოზიციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა;
ი) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სხვა დაწესებულებაში;
კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო
სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება;
დ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
ე.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
ე.ბ)სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ მინისტრის პოზიციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზირება ან/და ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა უფლებამოსილების მიხედვით, სხვა დაწესებულებაში;
ლ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი ამავდროულად არის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
4. სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი ამავდროულად არის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
5. სამმართველოს უფროსი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა.
2. დეპარტამენტის უფროსის და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს უფროსის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსი.