საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016201 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის
ბრძანება
№5
2025 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, წინადადებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავების მიზნით:
ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა რეფორმირების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და მსგავსი საკითხების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
გ) ამ მუხლის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გთვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ვ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;
ზ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ი) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
მ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ო) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო.
მუხლი 4🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის სამმართველო:
ა) ამზადებს წინადადებებს საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავების მიზნით:
ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველსაყოფად, მონაწილეობს ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში;
ბ.ბ) შეისწავლის და აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობისა რეფორმირების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის სფეროში არსებული გამოცდილებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ბ.გ) მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და მსგავსი საკითხების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;
ბ.დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას;
გ) შეისწავლის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გთვალისწინებულ სფეროებში არსებულ გამოცდილებას და შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ან მონაწილეობს მათ შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებულ ინიციატივებს და უზრუნველყოფს კოორდინაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობას და კოორდინაციას;
თ) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ან მონაწილეობს მათ შემუშავებაში;
კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციის და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველო:
ა) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
ა.ა) ამზადებს რეკომენდაციებს;
ა.ბ) მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ახორციელებს ამ ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს;
ა.გ) მონაწილეობს დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;
ა.დ) მონაწილეობს პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში;
ა.ე) ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშესაწყობად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ა.ვ) მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, შეისწავლის კარგ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
გ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ახორციელებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით.
2. დეპარტამენტის უფროსის და სამმართველოს უფროსის, ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.