1. პარლამენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს ამტკიცებს დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება, განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებებზე.

4. (ამოღებულია - 17.12.2025, №1320).

საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025