–
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
–
„საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

3. თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.

თავი XXIV. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენე