„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 22-ე მუხლის:
ა) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 14 დღეს.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-2–მე-4 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.
6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“.
2. 312 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ზ“−„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N554-IIმს-XIმპ |