თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მ. მ. მირიანაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №402
სარეგისტრაციო კოდი 000000000.19(0).020.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 14/08/1990
103 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მ. მ. მირიანაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №402 1990 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მ. მ. მირიანაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს შუამდგომლობა და დაწესდეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ მათე მიხეილის ძე მირიანაშვილის სახელობის ერთი სტიპენდია უნივერსიტეტისათვის დამტკიცებული სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს   საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე