თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №458
სარეგისტრაციო კოდი 000000000.19(0).020.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №458 1990 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს შუამდგომლობა და დაწესდეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ორგზის სახელმიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილის სახელობის ერთი სტიპენდია უნივერსიტეტისათვის დამტკიცებული სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე