საქართველოს ზოგიერთი უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ფორმირების ჟურნალ-გაზეთებისა და კრებულების დაარსების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №518
სარეგისტრაციო კოდი 000000000.21(0).020.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგიერთი უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ფორმირების ჟურნალ-გაზეთებისა და კრებულების დაარსების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №518
1990 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგიერთი უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ფორმირების ჟურნალ-გაზეთებისა და კრებულების დაარსების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს ზოგიერთი უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ფორმირებათა წინადადება მათი ჟურნალ-გაზეთებისა და კრებულის დაარსების შესახებ, დანართის თანახმად.
2. დაევალოს საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ჟურნალ-გაზეთებისა და კრებულის გავრცელება ხელმოწერით და საცალო ვაჭრობის ქსელის საშუალებით, არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე
ახალდაარსებულ გამოცემათა ნუსხა
გამოცემის დასახელება
ვისი ორგანოა
პერიოდულობა
ფორმატი და მოცულობა
ტირაჟი (ათასი ეგზემპლარი)
შენიშვნა
გაზეთი „დრო“
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაცია
თვეში ორჯერ
ფორმატი ა3,
8 გვერდი
50
გაზეთი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
გაზეთი „თბილისელი“
საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელი“
თვეში ერთხელ
ფორმატი ა3,
4 გვერდი
1
გაზეთი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
გაზეთი „საქართველოს ვეტერანი“
საქართველოს ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭო
თვეში ორჯერ
ფორმატი ა3,
4 გვერდი
5
გაზეთი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
ჟურნალი „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
წელიწადში 4-ჯერ
9 საავტორო თაბახი
2
ჟურნალი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
ჟურნალ-ალმანახი „ძელი ცხოვრებისა“
ე. თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება
წელიწადში 6-ჯერ
6 საავტორო თაბახი
2
გაზეთი „პეგასი“
საქართველოს კულტურის ასოციაცია „პეგასი“
თვეში ორჯერ
ფორმატი ა3
50
გაზეთი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
გაზეთი „ოქროს საწმისი“
აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული განყოფილება
თვეში ერთხელ
ფორმატი ა3,
16 გვერდი
50
გაზეთი გამოიცემა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მიერ გამოყოფილი ქაღალდით 1991 წლიდან
კრებული „ძეგლის მეგობარი“
საქართველოს ისტორიისა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება
წელიწადში 4-ჯერ
5 საავტორო თაბახი
2
კრებული გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
ინგლისურენოვანი გაზეთი „საქართველოს მაცნე“
საქართველოს სახალხო ფრონტი
კვირაში ერთხელ
ფორმატი ა3
12 გვერდი,
30
გაზეთი გამოიცემა საკუთარი ქაღალდითა და სახსრებით
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე