თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ა. მ. ბენაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

 

დადგენილება №401

 

1990 წლის 14 აგვისტო

 

ქ. თბილისი

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ა. მ. ბენაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს შუამდგომლობა და დაწესდეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფიის სპეციალიზაციის წარჩინებული სტუდენტებისათვის გამოჩენილი ქართველი კარტოგრაფიის, პროფესორ ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილის სახელობის ერთი სტიპენდია უნივერსიტეტისათვის დამტკიცებული სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე