„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№581-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
450000000.05.001.102624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის) შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სამინისტრო აფინანსებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან ახორციელებს მათ ფინანსურ ხელშეწყობას საკუთარი უფლებამოსილებების, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების, ფარგლებში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2

1. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2025 წელს დამტკიცებული სათანადო პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტები/ღონისძიებები დაფინანსდეს და მათ დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ იმავე პუნქტების საფუძველზე დამტკიცებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურის მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი აქტების გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

14 მაისი 2025 წ.

N581-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

კულტურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2025.
როდის იქნა მიღებული „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №581-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 450000000.05.001.102624.
რამდენი მუხლისგან შედგება „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №581-IIმს-XIმპ, 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.102624 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6496788/