საქართველოს უცხოეთი ტურიზმის რესპუბლიკური საგარეო ეკონომიკური ასოციაცია „საქართველოს“ განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 05.09.1990
ძალის დაკარგვა 29.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 000000230.02(0).000.000000 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 მაისის №441 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 29.11.2019
- სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უცხოეთი ტურიზმის რესპუბლიკური საგარეო ეკონომიკური ასოციაცია „საქართველოს“ განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №485
1990 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს უცხოეთის ტურიზმის რესპუბლიკური საგარეო ეკონომიკური ასოციაცია „საქართველოს“ განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 29 მარტის № 137 დადგენლების შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა, სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზაციული, ტურიზმის ობიექტების მშენებლობასთან და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
2. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტმა და საქართველოს სსრ სახმომარაგებამ 1991 წლიდან გეგმების ფორმირებისას გაითვალისწინონ ასოციაციისათვის მიზნობრივი დანიშნულებით ცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებებისა და მატერიალური რესურსების ფონდების გამოყოფა საექსპლუატაციოდ გადაცემული ობიექტების სათანადო ავეჯითა და ინვენტარით აღსაჭურვად, სატრანსპორტო საშუალებათა და სხვა მატერიალური რესურსების შესაძენად, წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. საქართველოს სსრ სახარქიტექტურამ, საქართველოს სსრ სახაგრომრეწვმა, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარმა სამმართველომ, თბილისის, ქუთაისი, ბათუმის, სოხუმის, გაგრის, წყალტუბოს, ბორჯომის, ფოთის, თელავის, ოზურგეთის და სხვა სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა უზრუნველყონ დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მიწის ნაკვეთების გამოყოფა ასოციაცია „საქართველოსათვის“ უცხოეთის ფირმების მონაწილეობით ტურისტული კომპლექსების, სოციალური და საწარმოო ინრასტრუქტურის ობიექტების ასაშენებლად, აგრეთვე გამოუყონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სავაჭრო და სასუვენირო ფარდულებისათვის საჭირო ფართობი ისტორიისა და კულტურის ძეგლებთან მიმდებარე ტერიტორიებზე.
4. საქართველოს სსრ სახაგრომრეწვმა მიამაგროს 1991 წლიდან ასოციაციას სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ტურისტთა კვების ორგანიზაციისათვის, განიხილოს საკითხი მათთვის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში, შრომითი კოლექტივების გადაწყვეტილებათა შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო არარენტაბელური საწარმოების გადაცემის შესახებ, უცხოელ ტურისტთა საკუთარი წარმოების სურსათით უზრუნველყოფის მიზნით.
5. საქართველო სსრ ვაჭრობის სამინისტრომ მიამაგროს 1991 წლიდან ასოციაცია „საქართველოს“ საზოგადოებრივი კვების ობიექტები ქალაქებში თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ბორჯომსა და ქუთაისში, აგრეთვე გამოყოს მისი განაცხადების საფუძველზე ამ და სხვა ობიექტების უზრუნველსაყოფად კვების პროდუქტების (მათ შორის, დელიკატესების), უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების სათანადო ფონდები.
ამასთან ერთად აღმოუჩინოს ასოციაციას დახმარება როგორც საკუთარი სავაჭრო ობიექტებისა და კვების ბლოკების მოწყობაში, ისე ერთობლივი სავაჭრო ობიექტების ორგანიზაციაში, მათ შორის უცხოელ პარტნიორთა მონაწილეობით.
6. საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტრომ და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასკომებმა შეუფერხელბლად გამოუყონ ურთიერთშეთანხმებით ასოციაცია „საქართველოს“ სასტუმროებში ადგილები და გააფორმონ იჯარა უცხოელ ტურისტთა მისაღებად.
7. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინიტრომ დახმარება გაუწიოს ხელშეკრულების საფუძველზე ასოციაცია „საქართველოს“ ქალაქებში გაგრაში, ბორჯომში, წყალტუბოსა და სხვა რეგიონებში ადგილების გამოყოფაში უცხოელ ტურისტთა მისაღებად.
8. საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტრომ გადაწყვიტოს ასოციაცია „საქართველოს“ საერთაშორისო და საქალაქო სატელეფონო, სატელექსო და სატელეფაქსო კავშირით უზრუნველყოფის საკითხები ასოციაციის დირექციის განცხადების შესაბამისად.
9. საქართველოს სსრ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან სსრ კავშირის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს რწმუნებულის სამმართველომ და გაერთიანება „საქიმპექსმა“ გაითვალისწინონ საერთაშორისო სიმპოზიუმების, გამოფენებისა და ბაზრობების ჩატარებისას ასოციაცია „საქართველოს“ წარმომადგენელთა მონაწილეობა, დახმარება აღმოუჩინონ ასოციაციას ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში.
10. საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქმედითი დახმარება გაუწიოს ასოციაცია „საქართველოს“ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებასა და სხვა ორგანიზაციული საკითების გადაწყვეტაში.
11. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ასოციაცია „საქართველოს“ დირექციასთან სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყოს ადგილები რეგულარულ რეისებზე და დანიშნოს დამატებით ჩარტერული რეისები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.
12. საქართველოს სსრ სათბობის სახელმწიფო კომიტეტმა უზრუნველყოს ასოციაცია „საქართვლოსათვის“ საავიაციო საწვავის მიწოდება სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მიერ გამოყოფილი ლიმიტების მიხედვით.
13. ამიეკავკასიის რკიიგზის სამმართველომ ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ასოციაცია „საქართველოს“ უცხოელ ტურისტთა მომსახურებაში, უზრუნველყოს მათი გადაყვანა რესპუბლიკის ფარგლებში.
14. საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრომ უზრუნველყოს ასოციაცია „საქართველოს“ სატრანსპორტო მომსახურება, განაცხადის თანახმად, ამასთანავე შექმნას 1990-1991 წლებში ასოციაციას დირექციასთან ერთად სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საწარმოები ქალაქებში თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვა რეგიონებში.
15. საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა ასოციაცია „საქართველოს“ დირექციასთან ერთად შექმნას სანადირო და თევზის მეურნეობები.
16. საქართველოს მონკავშირის პრეზიდიუმმა დახმარება აღმოუჩინოს ასოციაცია „საქართველოს“ სანადირო და თევზის მეუნროების ორგანიზაციაში.
17. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობამ გამოუყოს ასოციაცია „საქართველოს“ ყოველწლიურად გამოთავისუფლებული სატრანსპორტო საშუალებანი.
18. შემოღებულ იქნეს უცხოეთის ტურიზმის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. საქართველო სსრ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტმა ასოციაცია „საქართველოსთან“ ერთად დაამუშაოს დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით აღნიშნული საკითხი.
19. საქართველოს უცხოეთის ტურიზმის გაერთიანებამ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა საქართველოს ადგილობრივი კურორტების რესპუბლიკურმა გაერთიანებამ ურთიერთხელსაყრელი სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე დახმარება გაუწიონ ასოციაცია „საქართველოს“ უცხოელ ტურისტთა და სტუმართა მისაღებად ადგილების გამოყოფაში.
20. სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა, სსრ კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა, სსრ კავშირის მრეწვმშენბანკის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა, სსრ კავშირის აგრომრეწვბანკის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა, სსრ კავშირის ბინსოცბანკის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა, სსრ კავშირის შემნახველი ბანკის საქართველოს რესპუბლიკურმა ბანკმა დახმარება გაუწიონ ასოციაცია „საქართველოს“ დირექციას კრედიტების გამოყოფაში.
21. დაევალოს ასოციაცია „საქართველოს“ დირექციას (ამხ. ბუკია):
– განახორციელოს თავისი საქმიანობა სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებთან, მათ სამეურნეო და საზოგადოებრივ ორგანოებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში;
– თავისი მუშაობის ძირითად მიმართულებად მიიჩნიოს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება და კომერციული საქმიანობის ეფექტიანი უცხოური ვალუტის მოზიდვისა და მისი რესპუბლიკის ინტერესებისათვის გამოყენების მიზნით;
– დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით შეიმუშაოს და 1990 წლის 1 ნოემბრამდე წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დასამტკიცებლად რესპუბლიკაში უცხოეთის ტურიზმის გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია;
– საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს წინადადებანი სარფის სასაზღვრო საკონტროლო პუნქტთან და თბილისის, ბათუმისა და სოხუმის აეროპორტებში უბაჟო სავაჭრო ობიექტების მოსაწყობად;
– მოიზიდოს სახელშეკრულებო პირობებით (წესით) უცხოელი სპეციალისტები და აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოები ასოციაციის სავალუტო შემოსავლიდან;
– განახორციელოს საერთაშორისო სატელეფონო, სატელექსო და სატელეფაქსო კავშირი სხვა ქვეყნებთან;
– დააწესოს გაწეული მომსახურების ტარიფები;
– შექმნას მცირე საწარმოების სახით სარეკლამო კომერციული სააგენტოები და გამომცემლობა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით;
– გახსნას რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონებში მაღაზიების ქსელი, რომლებიც მოახდენენ საქონლის რეალიზაციას როგორც საბჭოთა მანეთებში, ისე უცხოურ ვალუტაზე.
22. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადგენილი წესით გაუწიოს ასოციაცია „საქართველოს“ დირექციას დახმარება უცხოეთის ტურისტული ჯგუფებისა და დელეგაციების დოკუმენტაციების მომზადების საქმეში.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე