📋

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #1
პუბლიკაციის თარიღი 30.05.2025
მოქმედების პერიოდი 30.05.2025 — 27.06.2025
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
16.05.2025
30.05.2025
27.06.2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2025 წლის 14 მაისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1 დამტკიცდეს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის  განხორციელების  წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი წალენჯიხის მუნიციპლიტეტში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა  კვებით უზრუნველყოფის პროგრამის   განხორციელების წესი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ,,შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის განხორციელების პრინციპებს, მათ მიმართ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 1. შშმ ბავშვთა  განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1.განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ერთ/ერთი მშობლის ან სხვა  კანონიერი წარმომადგენლის  დამადასტურებელი დოკუმენტი, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი,  ბავშვის  დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან. 3. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების  თაობაზე. მუხლი 2. დაფინანსების წყარო                                                               1.შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება  ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი  ასიგნების ფარგლებში. 2. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოყოფილი ტრანსფერი. მუხლი 3. მონიტორინგი 1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი დაევალოს მერიის  კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს. 2. სამსახური ვალდებულია პროგრამის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მერს ყოველი სასწავლო სემესტრის დასასრულს. მუხლი 4. პროგრამით სარგებლობის შეწყვეტა პროგრამით სარგებლობის  შეწყვეტის საფუძველია  მიმდინარე სასწავლო წლის დასრულება. მუხლი 5. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. პროგრამა გათვლილია 122 დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო  წელი 47 სასწავლო დღე;  2025 წლის 1აპრილი - 15 ივნისი.  2025-2026 სასწავლო წლის  15 სექტემბერი - 30 დეკემბერი, 75 სასწავლო დღე) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს  4 (ოთხი) ლარს; 2. დადგენილებაში   ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება   მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ,  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.