“სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 9 ნოემბრის №2190 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№575
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.008.767
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 81, 15/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.008.767

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №575

2006 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომიიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №140, მუხ. 1539)

ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოს და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის თანამშრომლები. ამასთანავე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი ან მეტი კომისიის წევრი“.

ბ) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. კომისიის წევრს უფლება აქვს შეხვდეს თავისუფლებააღკვეთილ პირებს ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ლახავს თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებებს“.

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ჩაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენისა და დაფიქსირების მიზნით“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე