საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №504
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02.00.000000 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
1,077 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება № 504 1990 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში გარკვეული მუშაობა ტარდება ისტორიისა და კულტურის ძეგლთა შესწავლის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციისათვის. ამ საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მუზეუმ-ნაკრძალებს. უკანასკნელ ხანს ამაღლდა მისი ავტორიტეტი, პროფესიული დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. ადგილობრივი საბჭოთა ორგანიზაციები მეტ მზრუნველობას იჩენენ მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობისადმი. ამასთან, როგორც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს, ისე უშუალოდ მუზეუმ-ნაკრძალთა ხელმძღვანელებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ამ დაწესებულებათა როგორც სამეცნიერო-იდეოლოგიური, ისე სამეურნეო მაჩვენებლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისობაში მოსაყვანად. ამის აუცილებლობაზე მეტყველებს ის, რომ თუ 1982-1988 წლებში მუზეუმ-ნაკრძალებმა ფასიანი მომსახურების მოგებიდან აღნიშნული სამმართველოს განვითარების ფონდში გადარიცხეს 350 ათას მანეთზე მეტი, 1989 წელს ეს ციფრი მკვეთრად შემცირდა. არადამაკმაყოფილებელია მუზეუმ-ნაკრძალთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადგილებზე იშვიათად მცირე რაოდენობით იღებენ პროფილის შესატყვის სუვენირებსა და ნაბეჭდ პროდუქციას, მოსაწესრიგებელია კვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტების საკითხი და სხვა. არადამაკმაყოფილებელია და კამპანიურ ხასიათს ატარებს დაწესებულებათა მუშაკების აქტიურობა მასობრივი ინფორმაციის მეშვეობით გაწეული მუშაობისა და არსებული პრობლემების რაობაზე პუბლიკაციებთან დაკავშირებით. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მუზეუმ-ნაკრძალთა საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენებების მთავარმა სამეცნიერო-საწარმოო სამმართველომ: - 1991 წლის 1 ივლისამდე დაამუშაოს და დაამტკიცოს მისი სისტემის მუზეუმ-ნაკრძალთა ტიპობრივი წესდება, საქმიანობის პერსპექტიული პროგრამა ქსელის განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ადგილზე დამაგრების, მოსახლეობის კულტურული მომსახურების, სამეცნიერო-პოპულარული მუშაობის საკითხთა გათვალისწინებით; - 1991 წლიდან გაითვალისწინოს ქუთაის-გელათის, ნოქალაქევისა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალების მუშაკთათვის შრომის ანაზღაურების პირველი კატეგორიის მიკუთვნების საკითხი; - მუზეუმ-ნაკრძალების მუშაკთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით არ დაუშვას დაბალი განათლების, ცენზისა და კვალიფიკაციის მუშაკთა საქმიანობის გაგრძელება, გამოიყენოს ამ მიზნით კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების საშუალება, ატესტაციის ჩატარება; - როგორც მთლიანად სამმართველოს, ისე მუზეუმ-ნაკრძალთა მუშაობაში აუცილებელ პირობად გაითვალისწინოს ოპერატიულობა საზოგადოებრიობის შენიშვნებისა და სურვილების მიმართ. ამ მიზნით აქტიურად და სისტემატურად გამოიყენოს პრესა, რადიო, ტელევიზია; - განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მუზეუმ-ნაკრძალთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების, სუვენირებისა და პროფილური ნაბეჭდი პროდუქციის ადგილებზე მიტანისა და რეალიზაციის საკითხებს; - მიიღოს საჭირო ზომები, რათა არ მისცეს კამპანიური ხასიათი ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებათა და პროგრამათა შესრულებას. 2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ: - გააფართოოს მაღალმხატვრული ეროვნული სუვენირებისა და სხვა პროდუქციის გამოშვება და მუზეუმ-ნაკრძალებში მათი რეალიზაცია; - 1991 წელს დაამთავროს რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე საანოტაციო დაფების დადგმა; - კრებულის - „ძეგლის მეგობრის“ მეშვეობით გამოაქვეყნოს კონკრეტული და ოპერატიული მასალები მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის შესახებ. 3. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტმა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ერთად, წარდგენილი დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, განიხილოს მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილების გამოყოფის საკითხი, რესპუბლიკისათვის დამტკიცებული ლიმიტების ფარგლებში. 4. საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ერთად 1990 წლის ბოლომდე შეიმუშაოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზებისა და მათთან ავტოსადგომების მშენებლობის პირობები, მოცულობანი და დაფინანსების წყაროები 1991-1995 წლებში მათი განხორციელების მიზნით. 5. საქართველოს სსრ ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს დაკვეთით გამოსცეს მუზეუმ-ნაკრძალების, აგრეთვე საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესახებ გზამკვლევები, ბუკლეტები და ალბომები. 6. საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტრომ: - 1990-1991 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს დაკვეთით შეადგინოს მუზეუმ-ნაკრძალების (ნოქალაქევის, პეტრა-ციხისძირის, მანისის, უშგულის) ტელეფონიზაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შეასრულოს სამუშაოები დამკვეთის მიერ გაცემული მასალებითა და სახსრებით; - მოაწესრიგოს დავითგარეჯის, უფლისციხის, ვარძიისა და გრემ-ნეკრესის მუზეუმ-ნაკრძალების ტელეფონების ფუნქციონირება; - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს დაკვეთითა და წარდგენილი ნიმუშებით 1991 წლიდან უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალებისათვის კულტურისა და ისტორიის ამსახველი საფოსტო ბარათების, კონვერტებისა და მარკების გამოშვება. 7. საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს დაკვეთით 1991 წლიდან გეგმაში გაითვალისწინოს დოკუმენტური კინონარკვევების შექმნა მცხეთის, ქსნის ხეობისა და გრემ-ნეკრესის მუზეუმ-ნაკრძაკების შესახებ. გააცხოველოს კრიტიკული და პოპულარული ინფორმაციების გადაცემა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მოვლა-პატრონობის, მათი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ. 8. საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკურმა საბჭომ ტურისტულ-საექსკურსიო მარშრუტებში ჩართოს ნოქალაქევის, გრემ-ნეკრესის, დმანისის, ქსნის ხეობის, დავითგარეჯის, პეტრა-ციხისძირის, ქუთაის-გელათის, ვანის მუზეუმ-ნაკრძალები, გეგუთის ისტორიული ძეგლების კომპლექსი. 9. საქართველოს სსრ ფასების სახელმწიფო კომიტეტმა განიხილოს და დადგენილი წესით მიიღოს  გადაწყვეტილება დმანისის, პეტრა-ციხისძირისა და ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთების ფასების სხვა მუზეუმ-ნაკრძალების ანალოგიურად დაწესების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს წინადადება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში განსახილველად. 10. ქუთაისი, ასპინძის, დმანისის, გორის, ლენინგორის, ვანის, საგარეჯოს, სენაკისა და ყვარლის სახალხო დეპუტატთა საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომებმა: - საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ძეგლების მცველ-მეთვალყურეთა საშტატო ერთეულები დაუქვემდებარონ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს შესაბამის მუზეუმ-ნაკრძალებს არსებული წესის შესაბამისად; - ხელი შეუწყონ გრემ-ნეკრესისა და დავითგარეჯის საბაზო შენობების აგებას; - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დაამუშაონ საკითხი 1992 წელს უფლისციხის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისა და მასთან დაკავშირებით ძეგლის კეთილმოწყობის, გასამაგრებელ და სარესტავრაციო სამუშაოთა ნუსხის შესახებ; - 1990 წელს უზრუნველყონ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვითი ტერიტორიიდან მოსახლეობის გაყვანა არსებული წესის გათვალისწინებით; - 1991 წლის პირველი კვარტალის დასასრულამდე მოაგვარონ ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციული შენობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობა; - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან შეთანხმებით მუზეუმ-ნაკრძალების დაცვით ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფა სამეურნეო და სხვა დანიშნულებით განახორციელონ არსებული წესის თანახმად. 11. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 12 სექტემბრის № 618 დადგენილებით შექმნილი ახმეტის რაიონის სოფელ დართლოს ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების ნაკრძალი გამოცხადდეს გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალად. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულ მუზეუმს დაემატოს ფილიალის გამგის, ერთი ექსკურსიამძღოლისა და ერთი ძეგლის მეთვალყურე-მცველის საშტატო ერთეულები აღნიშნულ სამმართველოსათვის დამტკიცებული ხელფასის ფონდისა და ზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში. 12. მუზეუმ-ნაკრძალთა საქმიანობისა და დანიშნულების გათვალისწინებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს სისტემაში არსებულ მუზეუმ-ნაკრძალებს შეეცვალოთ სახელწოდება და ეწოდოთ: - ვარძიის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; - დავითგარეჯის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; - მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული სახელწმიფო მუზეუმ-ნაკრძალი; უფლისციხის არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; - ქუთაის-გელათის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. 13. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებისადმი დაეკისროს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე                                                        ო. ქვილითაია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                                   ზ. მახარაძე