კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 24.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №513
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).00.000000 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
140 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №513 1990 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ „საბჭოთა კინემატოგრაფიის შემოქმედებითი, ორგანიზაციული და ეკონომიკური საქმიანობის გარდაქმნის თაობაზე“ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის № 1003 დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე იმის გამო, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 28 მაისის № 282 დადგენილებით შეიქმნა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალი საკუთარი მსოფლმხედველობით და კონცეპტუალური შინაარსით, ბალანსით და ანგარიშით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: მიღებულ იქნეს აღნიშნული სტუდია-ფილიალის წინადადება კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ მისი გამოყოფის შესახებ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტულ სტუდია-ფილიალს ეწოდოს „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებელი ექსპერიმენტული კინოსტუდია + 1“. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                                                ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                    ზ. მახარაძე