ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 01.10.1990
ძალის დაკარგვა 18.09.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №526
სარეგისტრაციო კოდი 000000000.25(0).020.000095
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
193 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.1990 მიღება
18.09.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №526 1990 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს ბოლნისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 29 დეკემბრის №468 გადაწყვეტილება და გამოეყოს მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან 10,0 ჰექტარი (ბაღი - 7,6 ჰექტარი, საძოვარი - 1,04 ჰექტარი, ბუჩქნარი - 1,36 ჰექტარი) რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციურ სისტემებს“ ადმინისტრაციული შენობისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი კოტეჯების ასაგებად. დაევალოს რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიტურ სისტემებს“; ა) აუნაზღაუროს: - საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 8,64 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული მიწათმოწყობის მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; - ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციას მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი, არსებული წესის შესაბამისად. ბ) შეინარჩუნოს გამოყოფილ ფართობზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები; გ) მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს; დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე       ო. ქვილითაია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                    ზ. მახარაძე