რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში სტიქიისაგან დაზარალებული და უბინაო ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 31.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №526
სარეგისტრაციო კოდი 250000000.02(0).000.000099
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში სტიქიისაგან დაზარალებული და უბინაო ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №565
1990 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში სტიქიისაგან დაზარალებული და უბინაო ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 19 აპრილის № 111, 1990 წლის 28 აპრილის № 98, 29 მაისის №122, №123 და სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: მცხეთისა - 1990 წლის 24 აგვისტოს № 354, საჩხერისა - 1990 წლის 31 მაისის № 153, თერჯოლისა - 1990 წლის 31 მაისის № 219, ზესტაფონისა - 1990 წლის 30 მარტის №127, ხაშურისა - 1989 წლის 21 დეკემბრის № 619, 1990 წლის 30 მაისის № 223, საგარეჯოსი - 1989 წლის 29 სექტემბრის № 488, მარნეულისა - 1990 წლის 25 მაისის № 145, ქარელისა - 1990 წლის 22 აგვისტოს № 218 (ნაწილობრივი ცვლილებით) და მის შესაბამისად გამოეყოთ:
1. სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების კოლმეურნეობა „ახალი ცხოვრების“ მიწებიდან 0,15 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში მეწყრულ ზონაში მოქცეული ერთი კომლის დასაკმაყოფილებლად.
მის მიერ გამოთავისუფლებული ტოლფარდი საკარმიდამო მიწა ჩაირიცხოს კოლმეურნეობის საზოგადოებრივი მიწის ფონდში.
2. სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,45 ჰექტარი საძოვარი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში იმ სამი ოჯახის დასაკმაყოფილებლად (თითოეულს - 0,15 ჰექტარი), რომელთაც არ გააჩნიათ სამოსახლო მიწები.
3. სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთის კოლმეურნეობა „აბჟაყვას“ მიწებიდან 0,1 ჰექტარი საძოვარი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი კომლის სამოსახლოდ.
4. მცხეთის რაიონის მუხრანის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 4,5 ჰექტარი სახნავი - ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ლენტეხის რაიონის სოფლებში ჟახუნდარსა და ჩიხარეშში სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ოჯახის დასასახლებლად.
მცხეთის რაიაღმასკომმა:
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
- გაითვალისწინოს გაერთიანება „საქგეოლოგიის“ წინადადება.
5. საჩხერის რაიონის ხუთი კოლმეურნეობისა და სამეურნეობათაშორისო მეცხოველეობის საწარმოს მიწებიდან 20,35 ჰექტარი ფართობი - ამავე კოლმეურნეობებსა და სამეურნეობათაშორისო მეცხოველეობის საწარმოს საკარმიდამო ფონდში დამეწყრილი და ახალგაზრდა ოჯახების დასასახლებლად,
მათ შორის:
- სოფელ სარეკის კოლმეურნეობას - 2,6 ჰექტარი (სახნავი - 2 ჰექტარი, საძოვარი - 0,6 ჰექტარი) 34 ოჯახისათვის;
- სოფელ ორღულის კოლმეურნეობას - 1,1 ჰექტარი (სახნავი - 0,5 ჰექტარი, საძოვარი - 0,6 ჰექტარი) 11 ოჯახისათვის;
- სოფელ საირხის კოლმეურნეობას - 2,9 ჰექტარი (სახნავი - 1,6 ჰექტარი, საძოვარი - 1,3 ჰექტარი) 35 ოჯახისათვის;
- სოფელ ჩიხის კოლმეურნეობას - 2,85 ჰექტარი (სახნავი - 2,05 ჰექტარი, საძოვარი - 0,6 ჰექტარი, საზოგადოებრივი ეზო - 0,2 ჰექტარი) 27 ოჯახისათვის;
- სოფელ ჭალის კოლმეურნეობას - 3,4 ჰექტარი (სახნავი - 2,8 ჰექტარი, საძოვარი - 0,6 ჰექტარი) 45 ოჯაისათვის;
- საჩხერის მეცხოველეობის სამეურნეობათაშორისო საწარმოს - 7,5 ჰექტარი (სახნავი - 5,3 ჰექტარი, საძოვარი - 2,15 ჰექტარი) 64 ოჯახისათვის.
გამოყოფილ ფართობებზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში საჩხერის რაიაღმასკომმა აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
6. თერჯოლის რაიონის კვახჭირის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 5 ჰექტარი სახნავი (ორ ნაკვეთად) - ამავე საბჭოთა მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერიდან ირემაძეების უბანში მეწყრული პროცესების ზონაში მოქცეული 21 ოჯახის უსაფრთხო ადგილას დასასახლებლად.
გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში თერჯოლის რაიაღმასკომმა აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
7. ზესტაფონის რაიონის სოფელ ბესლევის კოლმეურნეობის მიწებიდან 4 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში მეწყრული პროცესების მოქმედების ზონაში მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილის გადასასახლებლად.
ამ კომლების მიერ გამოთავისუფლებული ტოლფარდი საკარმიდამო მიწები ჩაირიცხოს კოლმეურნეობის საზოგადოებრივი მიწის ფონდში.
გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ზესტაფონის რაიაღმასკომმა აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
რჩევა მიეცეს სოფელ ბესლევის კოლმეურნეობას გამოყოფილი სახნავი მიწის სანაცვლოდ აითვისოს სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწები სახნავად.
8. ხაშურის რაიონის დაბა სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,12 ჰექტარი სახნავი - ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში სოფელ ჩუმათელეთში დამეწყრილი ორი ოჯახის სამოსახლოდ.
9. ხაშურის სატყეო მეურნეობის სურამის სატყეოს მიწებიდან 0,11 ჰექტარი ტყით დაუფარავი ფართობი - დაბა სურამის კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ორი ოჯახის სამოსახლოდ.
სურამის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომმა დააწესოს მეთვალყურეობა, რომ მშენებლობა განხორციელდეს გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად და გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
10. საგარეჯოს რაიონის სამი კოლმეურნეობისა და ოთხი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 65 ჰექტარი - ამავე კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს საკარმიდამო მიწის ფონდში აჭარის ასს რესპუბლიკაში სტიქიით დაზარალებული 200 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, აქედან:
- სოფელ ყანდაურის კოლმეურნეობის მიწებიდან - 7 ჰექტარი სახნავი;
- სოფელ ნინოწმინდის კოლმეურნეობის მიწებიდან - 16 ჰექტარი სახნავი;
- სოფელ კრასნოგორსკის კოლმეურნეობის მიწებიდან - 13 ჰექტარი (სახნავი - 4 ჰექტარი, საძოვარი - 9 ჰექტარი);
- მანავის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 7 ჰექტარი სახნავი;
- თოხლიაურის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 7 ჰექტარი სახნავი;
- გიორგიწმინდის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 8 ჰექტარი საძოვარი;
- ჩაილურის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 7 ჰექტარი საძოვარი.
11. მარნეულის რაიონის წერეთლის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,06 ჰექტარი საძოვარო - ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში („ქალაქ თბილისის მოსახლეობისაგან განტვირთვისა და რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 2 აპრილის № 146 დადგენილების შესაბამისად) - ერთი მოქალაქის სამოსახლოდ.
12. ქარელის რაიონის ოთხი კოლმეურნეობისა და 13 საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 316,5 ჰექტარი ამავე კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს საკარმიდამო მიწის ფონდში (შიდასამეურნეო გზებისათვის საჭირო ფართობის ჩათვლით) კოლმეურნეთა და მუშა-მოსამსახურეთათვის (1934 ოჯახისათვის) - მისაცემად, აქედან:
- ქარელის კოლმეურნეობის მიწებიდან - 3,1 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 2,77 ჰექტარი, გზებისათვის - 0,33 ჰექტარი (23 ოჯახისათვის);
- სოფელ აბისის კოლმეურნეობის მიწებიდან - 7,0 ჰექტარი სახნავი, (49 ოჯახისათვის);
- სოფელ დვანის კოლმეურნეობის მიწებიდან - 12,47 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 11,34 ჰექტარი, გზებისათვის - 1,13 ჰექტარი (72 ოჯახისათვის);
- სოფელ ზღუდრის კოლმეურნეობის მიწებიდან - 2,79 ჰექტარი სახნავი საკარმიდამოდ, მათ შორის: საკარმიდამოდ - 2,49 ჰექტარი, გზებისათვის - 0,3 ჰექტარი (18 ოჯახისათვის);
- დირბის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 14,11 ჰექტარი (სახნავი - 13,34 ჰექტარი, ამორტიზებული ხეხილის ბაღი - 0,77 ჰექტარი), მათ შორის: საკარმიდამოდ - 12,61 ჰექტარი, გზებისათვის - 1,5 ჰექტარი (146 ოჯახისათვის);
- ბრეთის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 17,55 ჰექტარი სარწყავი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 15,69 ჰექტარი, გზებისათვის - 1,86 ჰექტარი (60 ოჯახისათვის);
- რუისის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 66 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 61 ჰექტარი, გზებისათვის - 5 ჰექტარი (337 ოჯახისათვის);
- ავლევის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,60 ჰექტარი (სახნავი - 2,5 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 1,1 ჰექტარი), მათ შორის: საკარმიდამოდ - 3,1 ჰექტარი, გზებისათვის - 0,5 ჰექტარი (24 ოჯახისათვის);
- დედოფლის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 45,07 ჰექტარი (სახნავი - 37,29 ჰექტარი, ამორტიზებული ხეხილის ბაღი - 7,78 ჰექტარი), მათ შორის: საკარმიდამოდ - 40,2 ჰექტარი, გზებისათვის - 4,87 ჰექტარი (201 ოჯახისათვის);
-მოხისის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 9,90 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 8,08 ჰექტარი, გზებისათვის - 1,82 ჰექტარი (51 ოჯახისათვის);
- ურბნისის მეხილეობის აგროსამრეწველო კომპლექსის მიწებიდან - 10,8 ჰექტარი ამორტიზებული ხეხილის ბაღი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 9,6 ჰექტარი, გზებისათვის -1,2 ჰექტარი (67 ოჯახისათვის);
- ახალსოფლის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 4,80 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 4,08 ჰექტარი, გზებისათვის - 0,72 ჰექტარი (24 ოჯახისათვის);
- ბებნისის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 23,66 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 21,16 ჰექტარი, გზებისათვის - 2,5 ჰექტარი (111 ოჯახისათვის);
- ხვედურეთის მეცხოველეობის კომპლექსის მიწებიდან - 34,29 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 28,99 ჰექტარი, გზებისათვის - 5,3 ჰექტარი (313 ოჯახისათვის);
- ბრეძის მოსახლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 16 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამოდ - 10,0 ჰექტარი, გზებისათვის - 3,0 ჰექტარი (52 ოჯახისათვის);
- ფცის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 41,02 ჰექტარი (სახნავი - 34,02 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავი - 7,0 ჰექტარი), მათ შორის: საკარმიდამოდ - 38,75 ჰექტარი, გზებისათვის - 2,27 ჰექტარი (363 ოჯახისათვის);
- კეხიჯვრის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 4,39 ჰექტარი სახნავი, მათ შორის: საკარმიდამო - 3,39 ჰექტარი, გზებისათვის - 1 ჰექტარი (23 ოჯახისათვის).
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე