საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2025
ძალაში შესვლა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016205 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის
ბრძანება №8
2025 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საბჭო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. საბჭო ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილება
საბჭოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ბ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ვ) საბჭოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. საბჭოს უფროსი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საბჭოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. საბჭოს უფროსი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს საბჭოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია საბჭოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს საბჭოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს საბჭოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან მინისტრისათვის წარდგენის მიზნით, კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს საბჭოს მუშაობის გაუმჯობესების, საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით საბჭოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 4🔗. საბჭოს უფროსის მოადგილე
1. საბჭოს უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – საბჭოს უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საბჭოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს საბჭოს უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) საბჭოს უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს საბჭოში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს საბჭოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საბჭოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. საბჭოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბჭოს უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. საბჭოს საჯარო მოსამსახურე
1. საბჭოს შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საბჭოს საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. საბჭოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი საბჭოს უფროსის მოადგილის ან/და საბჭოს უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. საბჭოს საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია საბჭოს უფროსის და საბჭოს უფროსის მოადგილის წინაშე.
5. საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. უფლებამონაცვლეობა
1. საბჭოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს უფროსის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უფროსის მოადგილე.
2. საბჭოს უფროსის და საბჭოს უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს საბჭოს ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.