📋

საქართველოს მოსახლეობის საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და ბინადრობის მოწყობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #1
პუბლიკაციის თარიღი 02.05.1997
მოქმედების პერიოდი 02.05.1997 — 12.03.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №512
კონსოლიდირებული ვერსიები (4)
31.08.1994
02.05.1997
12.03.1999
17.06.1999
საქართველოს მოსახლეობის საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და ბინადრობის მოწყობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №512 1994 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს მოსახლეობის საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და ბინადრობის მოწყობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონების „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლისა და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსავლის წესების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეების არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის, ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის ორგანიზაციის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის, ბინადრობის მოწმობებისა და ქართულ-ეროვნული პასპორტების გაცემის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებებისადმი ხელმძღვანელობის შტაბი (შტაბის შემადგენლობა თან ერთვის). 2. რესპუბლიკურმა შტაბმა უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის მაღალორგანიზებულ დონეზე მომზადება და წარმართვა, რისთვისაც: ა) შტაბის სხდომები გამართოს ორ კვირაში ერთხელ; ბ) შტაბის სხდომებზე პერიოდულად მოსმენილ იქნეს ქალაქების მერიების, რაიონებისა და ქალაქების გამგებელთა, დაინტერესებულ სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელების ანგარიშები აღნიშნული კამპანიის მომზადებისა და მიმდინარეობის შესახებ; გ) კონტროლი გაუწიოს და უხელმძღვანელოს საფრანგეთის ფირმა „ობეტურს“ და საქართველოს მთავრობას შორის პასპორტებისა და პირადობის მოწმობების დამზადებაზე 1992 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობების დროულად შესრულებას. 3. საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია და მათზე შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობების გაცემა განხორციელდეს 1994 წლის 15 სექტემბრიდან 1998 წლის 31 დეკემბრამდე. 4. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულმა და საქალაქო განყოფილებებმა აღნიშნული კამპანიის წარმართვისათვის იხელმძღვანელონ მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №451 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ დებულებით. 5. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ საზღვარგარეთ გასასვლელად ახალი ნიმუშის საქართველოს მოქალაქის პასპორტების და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყოს 1994 წლის 1 ოქტომბრიდან და იხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №515 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებით. 6. საზღვარგარეთ გასასვლელი ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკით პასპორტების გაცემა შეწყდეს 1994 წლის 1 ოქტომბრიდან. 7. საზღვარგარეთ გასასვლელი ყოფილი სსრკ-ს სიმბოლიკით გაცემული პასპორტები ძალაში დარჩეს 1995 წლის 1 მარტამდე გასვლის უფლებისა და ვადის გაგრძელების გაფორმებით. 8. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გაიცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტოს მუშაობის ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის სამსახურების მიერ მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის საფუძველზე. 9. საქართველოს მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და უცხოელ მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა კონვერტირებადი ვალუტით მოხდეს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკებში. შემოსული კონვერტირებადი ვალუტა ჩაირიცხოს რესპუბლიკის სავალუტო ფონდში. 10. რესპუბლიკის შიგნით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ძალა შეუნარჩუნდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის საპორტებს 1998 წლის 31 დეკემბრამდე. 11. პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისას შემოსული სავალუტო სახსრების 20 პროცენტი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის № 16/53 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ჩაირიცხოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სავალუტო ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ საპასპორტო მუშაობის ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად. 12. ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და მათზე შესაბამისად პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემისათვის აუცილებელი ფორმებისა და სპეციალური ჟურნალების დასაბეჭდად მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 15 ტონა ქაღალდი. 13. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს ანგარიშსწორება საფრანგეთის ფირმა „ობერტურთან“ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში; ბ) გამონახოს სავალუტო სახსრები პირველ ეტაპზე 20 ცალი პრინტერის (პასპორტის შესავსები აპარატი) 60 ცალი პირადობის მოწმობისა და 20 ცალი პასპორტის ლუმინირებისათვის საჭირო აპარატის და 50 ცალი სურათების საჭრელი მოწყობილობის (მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე) შესაძენად და დასამონტაჟებლად, რომლსაც კონტრაქტი არ ითვალისწინებს, 20 პროცენტის ანგარიშზე. 14. რესპუბლიკის ქალაქების მერიებმა, რაიონებისა და ქალაქების გამგეობებმა ყველა დაინტერესებულ სამსახურებთან ერთობლივად უზრუნველყონ მოქალაქის პირადობის მოწმობის ბინადრობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის კამპანიის მაღალორგანიზებულ დონეზე დაწყება და წარმართვა, რისთვისაც: ა) მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე დაამთავრონ რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 7 აპრილის № 16/53 დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულება; ბ) უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობის გაცემის კამპანიის დაწყება საზეიმო ვითარებაში; გ) უზრუნველყონ ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირადობის, ბინადრობის მოწმობებისა და პასპორტებისათვის აუცილებელი სპეციალური სტანდარტის ფოტოების დამზადებაზე მოსახლეობის შეუფერხებელი მომსახურების ორგანიზაცია. 15. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე უზრუნველყოს ქართული პასპორტების ნიმუშების დაგზავნა უცხო ქვეყნების საელჩოებსა და სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებში. 16. ქ. თბილისის მერიამ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 7 აპრილის № 16/53 დადგენილების შესაბამისად წარმოადგინოს წინადადებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო მუშაობის ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის სამმართველოს განსათავსებლად შესაფერისი შენობის გამოყოფის თაობაზე. 17. საზღვარგარეთ გამსვლელ მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და უბედური შემთხვევების დროს არსებული პრობლემების (გარდაცვალების მომდევნო რეპატრიაციის ხარჯები) გადაწყვეტის მიზნით დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო მუშაობის ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის სამსახურებს პასპორტები გაიცეს მხოლოდ და მხოლოდ ერთწლიანი საერთაშორისო დაზღვევის გაფორმების შემდეგ. 18. წინადადება მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შემოიღონ სპეციალური რუბრიკები მოსახლეობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის განმარტებისა და პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და ქართული პასპორტების გამოცვლის კამპანიის მნიშვნელობის პროპაგანდისათვის. 19. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს რესპუბლიკურ შტაბს. საქართველოს რესპუბლიკის  პრემიერ-მინისტრი                   ო. ფაცაცია