საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №165
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.025056 12
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/05/2025
711 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 03.09.2020 სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 11.11.2024 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 28.06.2021 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 06.11.2018 ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 11.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №165 2025 წლის 19 მაისი   ქ. თბილისი საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიისა და საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიის განხორციელების 2025 − 2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის №49 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიის“ მე-4 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა“ ამ დადგენილების დანართ №I-ის შესაბამისად და „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ ამ დადგენილების დანართ №2-ის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს წევრობის კანდიდატის საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი №1 საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა მუხლი 1🔗. საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომელიც კოორდინაციას უწევს და რომლის დაქვემდებარებაშიც არის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი. 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი. 7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი. 9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი. 10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი. 11. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი. 12. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი განისაზღვროს საბჭოს სამდივნოდ.  დანართი №2 საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში − დებულება) ადგენს საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. საბჭო არის „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიისა და საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიის განხორციელების 2025 − 2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის №49 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიის“ (შემდგომში – სტრატეგია) და მისი სამოქმედო გეგმების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით შექმნილი საბჭო. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სტრატეგიით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები, მიზნები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ფუნქციები, მიზნები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სტრატეგიის შესაბამისად. 2. საბჭოს ჰყავს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მუხლი 3🔗. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო იკრიბება წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 2. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს საბჭოს სხდომებს დამოუკიდებლად ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) უძღვება საბჭოს სხდომასა და საქმიანობას; გ) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს სხდომა შეიძლება, ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. 7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. 9. საბჭოს წევრის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, რაც უნდა დაერთოს სხდომის ოქმს. 10. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს სამდივნო და ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი. 11. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში. მუხლი 4🔗. საბჭოს სამდივნო საბჭოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო.