„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55-41
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.101.017328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55-41

2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.017280) და დადგენილების პირველი მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №4):

ა.ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამაში ჩართვა

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შემდგომში – შშმ პირი) რეგისტრაციის საფუძველზე.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის კუთვნილი თვეების ფულადი დახმარების გაცემა ასევე ხორციელდება წლის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ პირი რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და განცხადებას თან ერთვის 18 წლამდე ასაკის შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ვერიფიკაციის ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის იდენტიფიკაციისთვის ისარგებლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრით“ გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებით, ელექტრონული სახით.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვრება პირი, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.

6. 2024 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებმაც განცხადება წარმოადგინეს 2024 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე იმ მოსარგებლეებისათვის, რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნა 2025 წლის 10 მარტამდე.“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №5):

ბ.ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამაში ჩართვა

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შშმ პირის რეგისტრაციის საფუძველზე, თუ ქვეპროგრამის ფარგლებში პირზე ერთხელ მაინც გაცემულია ფულადი დახმარება.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის კუთვნილი თვეების ფულადი დახმარების გაცემა ასევე ხორციელდება წლის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ პირი რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და განცხადებას თან ერთვის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ვერიფიკაციის ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის იდენტიფიკაციისთვის ისარგებლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრით“ გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებით, ელექტრონული სახით.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.

6. 2024 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებმაც განცხადება წარმოადგინეს 2024 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში,  ასევე იმ მოსარგებლეებისათვის, რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნა 2025 წლის 10 მარტამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე